არქივი

კინოს გიგანტები (ნაწ.1)

e303fe97e853
1930-40_იანი წლები ჰოლივუდის “ოქროს ხანადაა” მიჩნეული. ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნნა ზოგიერთი კლასიკური ფილმის, ხოლო დიდმა ვარკვლავებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. შემდეგ უკვე ვითარდება ტელევიზია, რომელიც იპყრობს დიდ აუდიტორიას.

უხმო კინომატოგრაფიამ მილიონობით მაყურებელი აღაფრთოვანა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა “ჯაზის მომღერალი”(1927), ჰოლივუდი დარწმუნდა, რომ მომავალი “მოლაპარაკე” კინოს ეკუთვნის. დიდ სტუდიებში სწრაფად დამონტაჟდა ხმის აპარატურა და ახალი კინოს ერაც დაიწყო.

ad30e730775b

ბევრი მსახიობი ვერ შეეჩვია სიახლეს და მათი კარიერაც დასრულდა. ხმოვანი ფილმის მოითხოვდა არა მარტო დახვეწილ სალაპარაკო ხმა, არამედ თამაშის ახალ სტილსაც. უხმო ფილმებში საჭირო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა გამომეტყველებისა და ჟესტიკულაციის მეშვეობით, მაგრამ როდესაც ეს ლაპარაკის საშუალებით კეთდებოდა, მსახიობებს ემოციების დამალვა უხდებოდათ, რადგანაც ფართოეკრანიანი კამერა უმნიშვნელო სახის ცვლილებასაც კი აჩენდა. ჩარლი ჩაპლინი განაგრძობდა უხმო ფილმებზე მუშაობას და უმატებდა მხოლოდ უმნიშვნელო ხმოვან ეფექტებს, თუმცა ხმოვან ფილმებს იმდენად ძლიერი გავლენა ჰქონდა, რომ შეუძლებელი იყო ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა.

4e694bbe9e79

მიუზიკლები
ხმა ბუნებრივ ზეგავლენას ახდენდა ფილმის ჟანრზე. მუსიკა ფილმის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. ახალ ჟანრს წარმოადგენდა მიუზიკლი, რომლის ერთ-ერთი წარმატებული ვარიანტი იყო 1934 წელს გადაღებული “ქალბატონები”(“Dames”). ბალეტმეისტერი ბასბი ბერკლის ხელმძღვანელობით, მომღერალ გოგონათა დიდი ჯგუფი მოძრაობდა სპეციალურ მოწყობილობაზე და ქმნიდა კალეიდოსკოპის ეფექტს. მიუზიკლები პოპულარული იყო სცენაზე, მაგრამ უფრო მეტად წარმატებული გახდა დიდ ეკრანზე.

486c58610388

XX საუკუნის შუა წლებში გადაიღეს რამდენიმე ასეთი ფილმი, რომელიც შეიცავდა მიუზიკლის ელემენტებს. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა გენიალური მოცეკვავის ფრედ ასტერის მონაწილეობით გადაღებული ფილმები.

ba07590c0cfb

ჰოლივუდში დაიწყეს კომპოზიტორების მოწვევა მუსიკალური ფონის შესაქმნელად, რაც უმნიშვნელოვანესი იყო მიუზიკლისათვის. ამგვარად, ჰოლივუდი გახდა XX საუკუნის მუსიკის ძირითადი მეპატრონე. რევოლუციურ კომპოზიტორებს, როგორიცაა არნოლდ შოენბერგი, სტუდიები უხდიდნენ გასამრჯელოს, თუმცა მათ მიერ შექმნილი მუსიკა ყოველთვის არ იყო გამოსადეგი. ფილმის ორკესტრირება იყო ზუსტი ხელოვნება, რომელსაც კომპოზიტორები ყოველთვის ვერ ახერხებდნენ.

bb0e64992b39

კომედია და ესკაპიზმი
ახალი ტექნოლოგიის წყალობით, კინოსთვის მუსიკა უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენდა. ვითარდებოდა კომედიის ახალი ფორმა. კომიკები, რომელთა ხუმრობები სიცილს იწვევდა, ახლა თავიანთ ტალანტს ეკრანზე ამჟღავნებდნენ. ახალი კომედიური ფილმები სხვადასხვაგვარი იყო დაწყებული ბობ ჰოუპის სარკაზმული გამოსვლებიდან, დამთავრებული სოფისტიკური გონებამახვილობის დეტექტიური ფილმით “გამხდარი”(“Thin Man”), რომლის მთავარ როლებს განასახიერებდნენ ვილიამ პოუველი და მირნა ლოი. ძმებმა მარქსებმა გააერთიანეს აგრესიული იუმორი და მხიარული იმპროვიზაცია სანახაობრივ მუშტი-კრივთან, რითაც კინოს ანარქიული სახე მისცეს.

d5b357637b2c

1930_იან წლებში ხანგრძლივი დეპრესიის პერიოდმა დიდი გავლენა იქონია ჰოლივუდზე, რომელმაც ესკაპიზმის გზა აირჩია. რეალობასთან ახლოს იყო მხოლოდ განგსტერული ჟანრის ფილმები. მათგან აღსანიშნავია “პატარა კეისარი”(1930), ედვარდ ჯი რობინსონის მონაწილეობით და “სახალხო მტერი”(1931), ჯეიმს კაგნეის მონაწილეობით.

a6df894fe91b

პოპულარობა მოიპოვა ვესტერნებმა და საშინელებათა ფილმებმა, რომლებშიც იგრძნობოდა თავგადასავლებისა და რეალური საფრთხის სურვილი. ხმოვანი ეფექტები ფილმს მეტ ემოციურობას და დაძაბულობას მატებდა. ისეთმა რეჟისორებმა, როგორებიც იყვნენ ჯონ ფორდი, ჰოვარდ ჰოუქსი, აგრეთვე მათმა ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ ვესტერნს შეუძლია გადმოსცეს წარსულის რეალური შეგრძნებები და გამოიძიოს პირადი და საზოგადო კონფლიქტები. საშინელებათა კლასიკას ეკუთვნის “დრაკულა”(1931), რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა უნგრელი ბელა ლუგოში და “ფრანკენშტეინი”, აგრეთვე მთავარ როლში იყო ინგლისური წარმოშობის მსახიობი ბორის კარლოფი.

7c62a4c62453

გაგრძელებას მალე შემოგთავაზებთ…

cotne

davibade 1997 wels. q.batumi. var 15 wlis da vcxovrob batumshi. vswavlob n6 sajaro skolashi, 9 klasshi.

მსგავსი ამბები

Back to top button