არქივი

ლიტერატურული სალონი V

c3dc7a8de963
შემდეგი ნაწილი ძვიიირფასი მაარტგალიტებით დახუნძლული

უეჭველია, არაფერი ისე არ ესაჭიროება ადამიანის გულს, როგორც სიყვარული.

  • სიყვარული გაურბის მას, ვინც მას მისდევს და კისერზე ეკიდება მას, ვინც მას გაურბის.
    შექსპირი
  • “თუ დავინახე ჩემზე უკეთესი ღმერთი ჰყავს ვინმეს ის შემშურდება, სხვა კაცისა რა უნდა შემშურდეს”
    ქარჩხაძე
  • “Муха все еще ползала по столу. Я скатал “Программу
    бегов”, хлопнул по ней, промахнулся. 084bc06456f1Неудачный день. И неделя. И месяц. И год. И жизнь. Будь она проклята.”
    ბუკოვსკი
  • “იდეა სახიფათო თუ არ არის, მაშინ არც იმის ღირსია, რომ იდეა ეწოდოს.. ”
    ოსკარ უაილდი
  • “მაძღარ ადამიანს სიზმრის ის ნაწილი ამახსოვრდება, რომელიც აწყობს, მშიერს_რომელიც მაძღრებს აწყობთ.”
    “პოლიტიკა მავნე სპორტია ჯანმრთელობისთვის, სიზმარშიც კი.”
    მიშა ბახსოლიანი
  • ხომ უნდა ჰქონდეს დედამიწას ლურჯი თვალები – ცასავით ლურჯი… ხომ უნდა ჰქონდეს დედამიწას თეთრი მკლავები – ნისლივით თეთრი… ხომ უნდა ჰქონდეს ბედნიერი წუთების განცდა, იცოდეს ტრფობა, სინანული და სიმწუხარე; თავს შავი ნისლით იმოსავდეს, ავ ფიქრს იხვევდეს, ხან წუხდებოდეს, როგორც კაცი, რაღაცის გამო გულქვაობდეს, მოუსვენრობდეს; ხან უხაროდეს, ხან ადარდებდეს, ხან სიმშვიდე იპყრობდეს მის გულს. სურვილი… სწრაფვა… მოუსვენრობა…გოდერძი ჩოხელი
  • რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მაღლა ადის და ვინ დაბლა ჩამოდის, ნიკალა კიბისქვეშ წევს და კვდება.
    ნიკა ჩერქეზიშვილი
  • თურმე რაც უფრო გიჟია კაცი, შეიძლება, მით უფრო დიდი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. მაგალითად თუნდაც ჰიტლერი გამოდგება.
    გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა
  • მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ.ვოლტერი
  • ვისაც ერთ რამეში ბედმა გაუღიმა, მეორე უნდა დათმოს.ტრიუმფალური თაღი
  • როცა ვიტყვი ი
    მაშინ გამო…დი!
    ბალღური
    თითქოს გუშინ დასრულდა
    შინ და გარეთ, შინ,
    ჭრელკაბიან ასულთან
    თა…მა…ში…
    ენკი, ბენკი, სიკლისა,
    ენკი, ბენკი, და,
    დღენი სიყმაწვილისა
    გა…ვი…და.მორის ფოცხიშვილი

24285f1a2c66

  • ვისაც ებრძვი, იმას ემსგავსები ოთარ ჭილაძე
  • ნუთუ დღეს მზე ჩემთვის იმიტომ ანათებს, რომ გუშინდელ დღეზე ვიფიქრო?! შილერი
  • ერთხელ ხუმრობით დედაჩემი მხარზე შევისვი, იგი ისეთი მსუბუქი იყო, რომ უცბად ცრემლი მომერია და ვეღარ ვზიდე.
  • ფაქტები ყოველთვის ნებისმიერ დამაჯერებელ ლოგიკაზე უფრო ძლიერია. ფაქტები ხშირად აიწყვეტენ ხოლმე და დოღის ცხენებივით წინ მიაჭენებენ.ემანუელ შმიტი
  • ნებას ნუ მისცემ ცდუნებას დაიკავოს შენი გონების სავარძელი.
  • როდესაც ის მარტოობის ჭაშია, ის ეჭვზე ფიქრობს.
    როდესაც ის მარტოობის გუბეშია, ის იმედგაცრუებაზე ფიქრობს.
    როდესაც ის მარტოობის ტბაშია, ის ნუგეშზე ფიქრობს.
    როდესაც ის მარტოობის მდინარეშია, ის იმედზე ფიქრობს.
    როდესაც ის მარტოობის ზღვაშია, ის ღმერთზე ფიქრობს.შრი ჩინმო
  • “მადლით, მადლით იყვნენ სავსენი იმის ჩაფიქრებული თვალები! დიდი მადლი უნდა უტრიალებდეს კაცს გულში, რომ ისე გამოსცეს, გამოატანოს თვალებს, როგორც იმის თვალებისათვის გამოეცა და გამოეტანა.” გლახიის ნაამბობი
  • “ლომს თუნდ ცალ თვალას ვინ შეჰბედავს ელამი ხარო” კ. გამსახურდია
  • „ადამიანის ერთი გასეირნებაც ათი ათას მცირე არსებათ ასალმებს ხოლმე წუთისოფელს. ერთი უხეში ნატერფალიც ჭინჭველების მრავალრიცხოვან ბუდეს სამწუხარო სამარედ აქცევს.“
  • ხშირად ვგრძნობთ ჩვენივე ნაკლს, და თანაც გვგონია: რაც ჩვენ გვაკლია, ეს სხვას მოეპოვებაო.და ეს სხვა ჩვენივე წარმოდგენით ხდება იდეალური ღირსებებით დაჯილდოებული ადამიანი. არსებითად კი იგი ჩვენი წარმოდგენის ნაყოფია და სხვა არაფერი. გოეთე
  • “თქვენ მხოლოდ საკუთარი თავისკენ სახით შებრუნება გჭირდებათ”.ოშო რაჯნიში

 

  • შენი სული ბუდეგამოფუკულ
    c24e42baf96c კრაზანასავით წრიალებს , გახუნდებიან ამქვეყნიური ფერადები, არ გინდა არც შენი თავის, არც ადამინების დანახვა, ყოველივე ხმაურობა ნერვებს გიშლის, აღარ იცი სად წახვიდე ? აღარ იცი ვის შეაკლა თავი და მაშინ დედამიწაზე ჭილობისოდენა მიწაც არ გეგულება სადაც შეგეძლოს თავი მიიდრიკო
  • ხომ აუტანელია : ქვეყანაზე ”შინ” არ გქონდეს, ცაში ღმერთი არ გეგულებოდეს და არც არავის უყვარდე
  • “იყავ თამამი, იყავ თამამი და ნუ იქნები მეტად თამამი”.
  • “უკანასკნელი რაკეტები ყველაზე უკეთ ანათებენ”.
  • “ყოველი საინტერესო ადამიანი ავანტიურისტია”.
  • “ასეა, ბედისწერის ბნელ დერეფნებში მოხეტიალენი, გვიან ვცნობილობთ ერთმანეთს”.

კონსტანტინე გამსახურდია

  • ჯვარედინ გზაზე ისმის:
    -გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!
    – მე მონა ვარ!..
    – რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები…
    – მე სუსტი ვარ…
    – თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…
    – არ მაქვს იმედი…
    – არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
    – მეშინია უარესის…
    – მონობაზე უარესი რაღა იქნება?
    – სიკვდილი… შიმშილი…
    ….
    – მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.
    ნიკო ლორთქიფანიძე: ,,მონა”

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button