უცნაური

დავოსი 2013: უცხოპლანეტელები და უკვდავება

image15983753

ეკონომიკური საკითხების გარდა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა გენოინჟინერული ტექნოლოგიის არაკონტროლირებადი გამოყენება, ადამიანის ტვინში მედიცინის ჩარევა, არამიწიერი ცივილიზაციების არსებობა და ადამიანის ცხოვრების გახანგრძლივება. მსოფლიო ეკონომიკა საჭიროებს სადისკუსიო პანელის გააქტიურებას, რომელიც “X-ფაქტორად” იწოდება და მომზადებულია ზოგადმეცნიერულ ჟურნალ “ბუნების” (Nature) მიერ.

კლიმატის ხელოვნური ცვლილების, ტყის ხანძრების ელექტრონული მართვისა და გენური ინჟინერიის განვითარების ტრადიციულ საკითხთა გარდა – “X-ფაქტორის” თემათა სიას დაემატა ადამიანის სიცოცხლის ხელოვნური გახანგრძლივების, ადამიანის კოგნიტიური შესაძლებლობების ხელოვნური ზრდისა და არამიწიერ ცივილიზაციათა მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

მეცნიერთა აზრით, უახლოეს დროში კაცობრიობა იხილავს სამედიცინო პრეპარატებს, რომლებიც ადამიანებს სუპერ-უნარებს განუვითარებენ. რადგან სადღეისოდ მსოფლიოს მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება და შიზოფრენია, სრულიად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდეს ახალი პრეპარატები, რომლებიც ადამიანის თავის ტვინის აქტივობის სტიმულაციას მოახდენენ. უკვე შემუშავებულია ისეთი წამლები, როგორიცაა “რიტალინი” და “მოდაფილინი”, რომლებიც ადამიანის ტვინის კოგნიტიურობას ააქტიურებენ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, ყველა ეს პრეპარატი იქმნება მხოლოდ გონებრივად შეზღუდული ადამიანებისთვის, არ არის გამორიცხული ისინი გამოიყენონ ჯანმრთელმა ადამიანებმაც, რათა უკეთესად დაიმახსოვრონ ინფორმაცია და, მუშაობასა თუ სწავლაში აჩვენონ მაღალი შედეგები.

გარდა ამისა მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის სუპერ-უნარების განვითარება შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური ელექტრონული მოწყობილობების დახმარებითაც. ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ტვინისა და მეხსიერების მუშაობის გაძლიერება ტვინში ჩანერგილი ელექტრონული ჩიპების დახმარებით სრულიად შესაძლებელია. თუმცა სამედიცინო პრეპარატებისგან განსხვავებით ტექნოლოგიის ასეთი მეთოდი რთულია და ჩვეულებრივი ადამიანისთვის ხელმიუწვდომელიც. მიუხედავად ამისა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ათი წლის შემდეგ ნეირობიოლოგია განვითარების ახალ დონეზე გავა, იმ დროს უკვე ტვინში ელექტრონული ჩიპებისა და სენსორების ჩანერგვა საყოველთაოდ იქნება დანერგილი. მაგრამ აქ მეცნიერები აწყდებიან ეთიკურ საკითს – რამდენად სამართლიანია საზოგადოების დაყოფა იმგვარ ფენებად, სადაც ერთ ნაწილს შეეძლება თავისი ტვინის განვითარება, მეორეს კი არა; და ამგვარი პრეპარატები უნდა არსებობდნენ თუ არა თავისუფალ გაყიდვაში; არის თუ არა საჭირო ამისთვის საკანონმდებლო ბაზა?!

თავის ტვინის ნეირომედიატორულ სისტემაზე ზემოქმედებით ეს პრეპარატები არა მარტო ზრდიან ადამიანის მეხსიერებას და ააქტიურებენ თავის ტვინის მუშაობას, არამედ ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე; ადამიანი ადვილად მართვადი და კონკრეტულ დავალებაზე დაპროგრამირებადი ხდება. თანაც, მსგავსი ტექნოლოგია მეხსიერების წაშლის შესაძლებლობასაც იძლევა, რამაც შეიძლება ადამიანს წარმოუდგენელი და აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენოს. მეცნიერები შიშობენ, რომ კოგნიტიური უნარების გამზრდელი პრეპარატები და ტექნოლოგია შესაძლოა ხელში ჩაუვარდეთ კრიმინალურ დაჯგუფებებს ან ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც მათ კაცობრიობის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

მომდევნო პრობლემა, რომელიც დავოსში განიხილება, სიცოცხლის ხანგრძლივობაა. უახლესმა სამედიცინო გამოგონებებმა ადამიანის სიცოცხლე 35%-ით გაახანგრძლივა. ერთის მხრივ, ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, წარმოიქმნება მრავალი პრობლემა, მაგალითად, ფინანსური დანახარჯები სოციალურ გადასახადებზე და პლანეტის მოსახლეობის ზრდადობა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემათა ერთადერთი გადაწყვეტა – ხანგრძლივად მცხოვრებთა იძულებითი ევთანაზია უნდა გახდეს. ამგვარი მეთოდის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების წყალობით ყველაზე სუსტი და ავადმყოფი ადამიანები 90 და 100 წლამდე თავისუფლად მიაღწევენ. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს პლანეტის მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა, თანაც ეს ეწინააღმდეგება ბუნებითი შერჩევითობის კანონს, სადაც უძლიერესი უნდა გადარჩეს. ამიტომაც, ექსპერტების აზრით პლანეტის მოსახლეობის შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნას იძულებითი ევთანაზია.

და ბოლოს, დისკუსიის ყველაზე ბუნდოვანი თემა – არამიწიერ ცივილიზაციათა არსებობა. მრავალმა მსოფლიო ლიდერმა არაერთხელ გააკეთა განცხადება უცხოპლანეტელთა არსებობის შესახებ. ასე, მაგალითად, 2012 წლის დეკემბერში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში უცხოპლანეტელთა არსებობა ხუმრობით აღიარა. “რამდენია ჩვენს შორის უცხოპლანეტელი მე არ ვიტყვი, რადგან ამან შეიძლება პანიკა გამოიწვიოს”, – თქვა მედვედევმა. მაგრამ ინტერესი არამიწიერი ცივილიზაციების არსებობასთან დაკავშირებით ამით როდი ამოიწურა, ამაზე მეტყველებს დავოსის ფორუმის დღის წესრიგი. ფორუმის ექსპერტები თანხმდებიან, რომ კოსმოსის ათვისების შედეგად, საბოლოო ჯამში, კაცობრიობა არამიწიერ ცივილიზაციებსა და ახალ პლანეტებსაც აღმოაჩენს. “სავარაუდოდ, ათი წლის შემდეგ, ჩვენ შევიტყობთ, რომ დედამიწა ერთადერთი პლანეტა როდია სამყაროში, რომელზეც სიცოცხლე არსებობს”, – მიიჩნევენ ფორუმის მონაწილეები.

შედეგად, ექსპერტები მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას მოემზადონ არამიწიერ ცივილიზაციებთან შესახვედრად და საღად შეხედონ ამგვარი შეხვედრის საშიშროებასაც. გარდა ამისა, საჭირო გახდება არამიწიერ ცივილიზაციათა აღმომჩენი სპეცსამსახურების ჩამოყალიბება, რომელიც წინასწარ გააფრთხილებს კაცობრიობას კოსმიური საშიშროების შესახებ. მიუხედავად ამისა, ექსპერტების აზრით არამიწიერი ცივილიზაციების აღმოჩენის შემთხვევაშიც კაცობრიობის ცხოვრება უმნიშვნელოდ თუ შეიცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ფაქტი წლის ან შესაძლოა საუკუნის უდიდეს მოვლენადაც აღიარონ, დედამიწის ცხოვრებაზე მომენტალურ ზეგავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი აღმოჩენა შეცვლის ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ცნობიერებას. ფორუმის ექსპერტების აზრით “სხვა პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის ფაქტი შეცვლის ფილოსოფიისა და რელიგიების საფუძვლებს”.

წყარო: http://apocalypse.ge/sxv_davosi_2013_ucxoplanetelebi_da_ukvdaveba.html

jobson

,jghv,jfhgkhjgftfdt

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button