არქივი

თურქ-სელჩუკები და საქართველო

8b979918455d

კავკასიაში სელჩუკები 1048 წელს შეიჭრნენ და იმ დროს ბიზანდიის კუთვნილი სომხეთი დაიკავეს.
თავდაპირველად ბიზანტიელები წარმატებით ეწინააღმდეგებოდნენ თურქებს.

ამ ბრძოლებში მათ ლიპარიტ ბაღვაშიც ეხმარებოდა, მაგრამ მანაზკერტის ბრძოლამ სიტუაცია მკვეთრად შეცვალა და 1074 წლის ხელშეკრულებით ბიზანტიამ თავისი აღმოსავლეთი პროვინციების დიდი ნაწილი თურქებს დაუთმო.
სელჩუკები საქართველოში ალფ არსლანის მმართველობის ხანაში გამოჩნდნენ. თავდაპირველად ალფ არსლანმა საკუთარი ვაჟი გამოაგზავნა დასაზვერად, ხოლო 1064 წელს თავად ჩაუდგა სათავეში უზარმაზარ ლაშქარს და სამხრეთ საქართველოში შემოიჭრა. მან ქალაქის მცველთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედევად აიღო ახალქალაქი და სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივ მოსახლეობას. ამ პირველი შემოსევის შედეგად სამხრეთ საქართველომ დიდი ზარალი განიცადა. თურქთა დაუნდობლობისა და სისასტიკის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო.

“შევიდა ქალაქად თურქნი და ტყვე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისიატეთანი, აღიღეს განძი და შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა.”

პირველი ლაშქრობა ალფ არსლანს აღარ გაუგრძელებია და, პირიქით, დამოყვრებაც კი შესთავაზა ბაგრატ IV-ს. მართლაც, ბაგრატმა საკუთარი დისწული მიათხოვა სელჩუკ სულთანს, თავისი ასული კი ბიზანტიაში გაათხოვა. ამ შემთხვევაში ბაგრატი ცდილობდა ორივე პოტენციურ მტერთან შეენარჩუნებინა კეთულმეზობლური ურთიერთობა.
თუმცა, სიცუაცია მალე შეიცვალა. საქართველოში ალფ არსლანის ერთგული მოკავშირე, ანისის გამგებელი აბულ-სავარი შემოიჭრა, რომელსაც ალფ არსლანისაგან დავალებული ჰქონდა ანისის გარშემო და მიმდებარე ქვეყნებში ელაშქრა სელჩუკთა პოზიციების დაცვის მიზნით. საპასუხოდ, ბაგრატ IV-მ არანში გაილაშქრა და ბარდავი დაარბია. ამი შემდეგ, სავარაუდოდ, 1068 წელს ალფ არსლანმა ისევ ილაშქრა საქართველოში. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროიდან დაიწყო მომთაბარე თურქების ჩამოსახლება ქართველ მიწებზე, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა ქვეყნისათვის.
პირველი და მეორე ლაშქრობების დროს სელჩუკებმა საქართველოს სამხრეთ რეგიონები დაიკავეს, ამასთანავე, ქართული მიწების ნაწილი სულთანმა თავის მოკავშირე განძის ამირას გადასცა. ბაგრატი სათანადოდ მოემზადა განძის წინააღმდეგ გასალაშქებლად. ბაგრატის ცოლისძმა, ოსთა მეფე დორღოლელი, მას დიდი ლაშქრით დაეხმარა. ქართველებმა, რომელთაც სათავეში უფლისწული გიორგი ედგა, მოახერხეს განძის მბრძანებლის ფადლონის ჯარის დამარცხება. ეს დიდი წარმატება იყო ბაგრატისათვის. არც სულთან ალფ არსლანს შესწევდა ძალა კიდევ ერთი სადამსჯელო ლაშქრობის მოწყობისათვის. ის მოციქულებსა და ძღვენს გზავნიდა საქართველოს მეფესთან და ხარკს ითხოვდა, მაგრამ ბაგრატიც დიპლომატიურად მოქმედებდა _ ისიც ძღვენსა და თქმით ბაგრატი ქვეყნის დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა.
მართალია, ბაგრატმა სელჩუკებთან დაპირისპირებაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე ამ დროს დაიწყო საქართველოში თურქული ელემენდის დამკვიდრება, რასაც ხელს უწყობდა ანატოლიის დაპყრობა თურქთა მიერ და მათი იქ დასახლება.

4706720002 915465be06
1080 წლიდან საქართველოში დაიწყო ე.წ. “დიდი თურქობა”. სელჩუკებმა ამ პერიოდიდან წესად შემოიღეს ყოველწლიური შემოსევა საქართველოში. ისინი გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ და არბევდნენ ქვეყანას.
გიორგი II იძულებული გახდა თავი დამარცხებულად ეცნო და 1083 წელს ის ეახლა მალიქშაჰს, მორჩილება გამოუცხადა მას და ყოველ წლიური ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა.
გიორგი II-მ ვერ მოახერხა ვერც კახეთის და ვერც თურქების განდევნა ქვეყნიდან. გიორგი II მალიქშაჰთან ზავის დადებისა და ხარკის გადახდის პირობის მიცემის შემდეგ მალე იძულებული გახდა თავისი უფროსი ვაჟისთვის, 16 წლის დავითისთვის დაეთმო სამეფო ტახტი.

წყარო: 11 კლასის ისტორია, გამომცემლობა ბაკურ სულაკაური.

მსგავსი ამბები

Back to top button