არქივი

წიგნი რჩება შეუცვლელი…

wignebi2009 dorian gray poster11
წიგნის კითხვა ყველასთვის აუცილებელია, ასე ამბობენ უფროსები, თუმც დღევანდელმა თანამედროვე ტექნოლოგიებმა წიგნი იმათაც გადაავიწყა, ვინებიც ერთ დროს დიდ მოყვარულებად მიიჩნეოდნენ. მაგრამ ასეა, თუ ისე, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ წიგნის კითხვა აუცილებელია და ის ძალიან ბევრ რამეზე ახდენს დადებით ზეგავლენას.
თუმც კარგი შედეგის მისაღწევად, კარგი იქნება თუ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით საჭირო და აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიას, რომელიც 50-ს აღწევს. თუმც დღეისთვის 10 წიგნის სიას მოგაწვდით.
saskolo wignebi 94859
მაგალითად, ამ, ერთი შეხედვით გრძელი სიის პირველი ადგილი უჭირავს წიგნს, სახელწოდებით “შაგრენის ტყავი”, მისი ავტორია ონორე დე ბალზაკი. რომანი ძალიან საინტერესოა, ის მოგვითხრობს ახალგაზრდა ადამიანზე, რომელიც დროს მფლანგველობაში ატარებს, თუმც არასაკმარისი შემოსავლების გამო ყოვლისშემძლე თილისმას იღებს, თუმც ეს თილისმა ყოველი სურვილის ასრულებისას ვიწროვდება, ისევე როგორც მისი სიცოცხლე.
მეორე ადგილი უჭირავს წიგნს სახელწოდებით “მარტინ იდენი”-ჯეკ ლონდონის. ამ წიგნში თავმოყრილია მწერლის პირადი გამოცდილება და მისი წაკითხვით თქვენც არანაკლებ გამოცდილებას შეიძენთ.
london jack older
შემდეგი, ანუ მესამე ადგილზეა ჩვენთვის საამაყო, უნიკალური და მსოფლიოში განუმეორებელი წიგნი, ეს არის შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი.” ის იმდენად, ძველია, იმდენად საინტერესო, იმდენად საამაყო ჩვენთვის ქართველებისთვის და იმდენად უნიკალური, რომ ალბათ ზადმეტი იქნებოდა მისი წაკითხვის აუცილებლობაზე ლაპარაკი.
a19199
მეოთხე ადგილი: “სამი მუშკეტერი”-ალექსანდრე დიუმას. აქ მთავარ დევიზად აქვთ “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის”
Storybook Classics The Three Musketeers 1986
V – უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”. ამ ნაწარმოებში აღწერილია უფლისწულის შურისძიება ბიძამისზე მამის მკვლელობის გამო. ეს შექსპირის ყველაზე გრძელი პიესაა, მასში 4042 ტაეპი და 29551 სიტყვაა.
images?q=tbn:ANd9GcR W2XZPptlnsStMDQRzWu3jT5zHjh3b8TmsOenuq552qZP1mZg8A
VI – ჟიულ ვერნის “80 000 კილომეტრი წყალქვეშ”, ამ ნაწარმოებმა მსოფლიო პოპულარობა მოუპოვა მწერალს.
220px Jules Verne 05
VII – მიხაილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”. ის 1966 წელს გამოიცა, მასში თავმოყრილია როგორც სატირა, ისე ფარსი, მისტიკა, რომანტიკა, მოკლედ ამ წიგნის წაკითხვით აღფრთოვანებული დარჩება ნებისმიერი მკითხველი.
images?q=tbn:ANd9GcRYcKpbB2gvmuEYakS2h2Yo4qWJ8SVogW V3AqpRJ0XkpP 8tXS4g
VIII – ოსკარ უაილდი “დორიან გრეის პორტრეტი” ეს უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანია. აქ აღწერილია, თუ როგორ სურს ახალგაზრდა ყმაწვილს დარჩეს მუდამ ახალგაზრდა.
2009 dorian gray poster11
IX – ჩარლზ დიკენსი “დევიდ კოპერფილდი” ეს რომანი ითვლება დიკენსის ყველაზე ავტობიოგრაფულ რომანად, რადგან მასში გამოყენებული სიუჟეტური ელემენტები აღებულია მწერლის პირადი ცხოვრებიდან.
david koperfildi 2 carls dikens
X – ერიხ მარია რემარკი “ტრიუმფალური თაღი” მწერალი მასში აღწერს ლტოლვილის ცხოვრებას, რომელიც არალეგალურად გადავიდა გერმანიიდან პარიზში მეორე მსოფლიო ომამდე.
319553 298368203519183 100000380169084 1055045 1695345702 n
ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ გრძელი სიიდან, რომელიც ზემოთ იყო ხსენებული. იმედი მაქვს მიიღებთ ძალიან დიდ სიამოვნებას ამ წიგნების წაკითხვით. მე კი სულ მალე მოგაწვდით ამ სიის გაგრძელებას…

diana

anamaria
იხილეთ ასევე
Close
Back to top button