არქივი

ლიტერატურული სალონი I

cb490a94dd4c
ლიტერატურული მარგალიტები, რომლებიც ისტორიამ შემოგვინახა

  • “რა სიცოცხლეა ეს სიცოცხლე!”-
    რამდენჯერ მითქვამს,
    მაგრამ არასდროს მიფიქრია
    მისი დათმობა.
    მ.ფოცხიშვილი
  • კაცის წარსულსაც ისევე სათუთად უნდა მოექცე, როგორც ცოცხალ არსებას.
    იოსებ გრიშაშვილი
  • ყველაფერი დაიკელით, ყველაფერზე უარი სთქვით, თუნდაც ტანშიშველი იარეთ, ოღონდ სიხარულს გაუფრთხილდით. ლაღი სული წრფელი გული შეინახეთ.
  • ადამიანის სიცოცხლეში რამდენიმე დღე, ან საათია დიდი სიხარულისთვის გადადებული: ქორწილის ღამე, მემკვიდრის დაბადება და საპატიმროდან გამოსვლა. ყოველივე დანარჩენი უბრალო ღიმილია. დინჯი კმაყოფილება.
  • სიმართლეს მარტო წინასწარმეტყველები, სტუდენტები, ქადაგები და პოეტები დასდევენ. ჰგონიათ, სადაც სიმართლეა, ბედნიერებაც იქ არისო. მე კი მოგახსენებთ, ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ჭეშმარიტება ხანდახან და ზოგთათვის ნამდვილი შხამია: შესვამს, გაიგებს, გათავდება: ადამიანი იღუპება – ზოგჯერ დროებით, ხან კი სამუადამოდ.
  • დალიეთ! დალიეთ მაგრამ ნუ გაილეშებით. გაიცინეთ, მაგრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით, იმღერეთ, ოღონდ ნუ აბღავლდებით, შეიყვარეთ, მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ.მიხეილ ჯავახიშვილი
  • ნურვინ ემდურის სხვას ვისმე,
    სოფელს ეს უდევს წესია:
    მთესველი მარტო მას მომკის,
    რაც უხნავს და უთესია.
    ილია ჭავჭავაძე
  • პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში.ნ.დუმბაძე
    • არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი – მსჯავრია, ღვინო – მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა”. ჭაბუა ამირეჯიბი
  • დანაშაულია როცა არ იცი და არც გაღელვებს შენი უვიცობა. კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, როცა არ იცი და ჯიუტად გაიძახი ვიციო. ოთარ ჭილაძე
    • ფუფაალ…
      შე ფურცლებს შორის ჩარჩენილო,
      ხმელო პეპელა,
      დაჯექ, დაჯექ ჩემს ხელისგულზე.
      დაჩრჩილულ კაბას ამოგიკერავ,
      შენ კი, ჩემთვისაც,
      უფლისწული გამოიგონე….
  • მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?
    ვინ იცის?!

    • რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს ვაჟა ფშაველა
  • მამაკაცი და დედაკაცი:
    ერთი უფრო მაღლა დაფრინავს,
    ერთი უფრო ლამაზად ანათებს.

    ვაჟა ხორნაული

    • აქედან ვერ ამოშლი, აქედან!!!
      შერეკილები

    თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი – გმირებად.

    ზვიად გამსახურდია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button