კულტურა

T 90 თანამედროვე რუსული საბრძოლო ტანკი

8614e81195c8
ტ-90 გახლავთ უახლესი რუსული საბრძოლო ტანკი (შექმნილია ტ 95-იც მაგრამ არაა ჩაშვებული მასიურ წარმოებაში.) სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ეს ტანკები იქნა ოკუპანტების მიერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შეყვანილი. ვფიქრობ საინტერესო იქნებ გავეცნოთ ამ ტანკის შესაძლებლობებს.
ტ-90 არის საბჭოთა ტანკმშენებლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მართალია იგი უკვე სსრკს დაშლის შემდგომ შეიქმნა, მაგრამ მისი ძირთადი კონსტრუქცია წამოსულია სსრკში შექმნილი ტ 72-დან. დღესდღეობით ამ ტანკის ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციაა T 90A. მისი პრეზენტაცია მოხდა 1995 წელს საუდის არაბეთში ჩატარებულ გამოფენაზე. მაშინ ტანკმა მაყურებლების გაოცება გამოიწვია შესრულებული ნახტომით.

ტ 90-ის შეიარაღება: 125მმ ქვემეხი 2А46М4 (43 ჭურვით-მათ შორის 22 მოთავსებულია ავტომატურ დამტენში).დამიზნების მაქსიმალური მანძილი ჯავშანგამტანი, ქვეკალიბრული ჭურვებით არის-4000 მ, მართვადი რაკეტებით-5000 მ, მსხვრევად-ფუგასური ჭურვებით 10 000 მ. პირდაპირი გასროლის მაქსიმალური მანძილი,2მ სიმაღლის მქონე მიზანზე აღწევს 2120 მ. ქვემეხის სწრაფსროლა არის 8გასროლა წუთში (ხელით დატენვის შემთხვევაში 2 გასროლა წუთში)
ქვემეხთან შეწყვილებული 7,62მმ ტყვიამფრქვევი ПКТ-2000 ტყვიით.
საზენიტო,12,7მმ მძიმე ტყვიამფრქვევი Корд-300 ტყვიით.

54ac08149946

ცეცხლის მართვის კომპლექსი (ცმკ) 1А45Т Иртыш შედგება ცეცხლის მართვის სისტემისგან (ცმს) 1А42 და მართვადი რაკეტების 9К119 Рефлекс მართვის სისტემისგან. ცმს უზრუნველყოფს სროლის პარამეტრებში შესწორებების ავტომატურ შეყვანას. ამ დროს გამოითვლება ტანკის სისწრაფე, მანძილი მიზნამდე და მისი კუთხური სიჩქარე, ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, ქარის სიჩქარე და მისი მიმართულება, ქვემეხის დახრის კუთხე და ასევე მისი არხის ცვეთის ხარისხი

ცმს შემადგენლობაში შედის დღის სამიზნე-მანძილმზომი 1Г46,რომლის ხედვის არეც სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში, ციფრული ბალისტიკური გამომთვლელი 1В528-1,ასევე ქვემეხის ორსიბტყული სტაბილიზატორი 2Э4204 Жасмин.ქვემეხი აღჭურვილია გასწორების კნტროლის ჩანერგილი სისტემით, რომელიც ჩამონტაჟებულია მემიზნე-ოპერატორის სამიზნე მოწყობილობაში (1Г46).

d50d3d8330b2

ტანკის სითბოვიზორული კომპლექსი ТО-ПО2Т Агава-2ТИ (მოდერნიზირებულკზე ატენია Эсса,ფრანგული სითბოვიზორით Catherin-FC)ჩვეულებრივ პირობებში უზრუნველყოფს მიზნის აღმოჩენას 6400 მ;ახდენს კვალიფიცირებას-4600 მ;იდენტიფიცირებას-2500 მ. სითბოვიზორის წყალოით T-90 გახდა უფრო მხედველი:დღისითაც და ღამითაც სამიზნეში ჩანს არა მარტო ჯავშანტექნიკა არამედ ადამიანებიც 3-4კმ მანზილზე.
ტანკი ასევე აღჭურვილია 6 ცალი მართვადი სარაკეტო კომპლექსით 9К119М Рефлекс (ან მისი მოდერნიზირებული ვარიანტით 9К119М1 Рефлекс-М).პირველის შემადგენლობაში შედის გასროლა 3УБК20 რაკეტა 9М119М Инвар – ით, მეორის შემადგენლობაში შედის გასროლა 3УБК20М რაკეტა 9М119М1 Инвар-М-ით და ასევე ცეცხლის მართვის სიტემა და გამაომთვლელი აპარატურა.

9К119М Рефлекс (9К119М1 Рефлекс-М) მახასიათებლები:
30კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ტანკის გარტყმის შესაძლებლობა-0,8
სროლის მანძილის დიაპაზონი- 100-5000მ
ფრენის საშუალო სიჩქარე-340მ/წ (350მ/წ)
5კმ ფრენის დრო-17,6წ (17წ)
მაქსიმალური ჯავშანგამტანობა 90 გრადუსიანი კუთხით-700-750მმ (900მმ)
მაქსიმალური ჯავშანგამტანობა 90 გრადუსიანი კუთხით, დინამიური დაცვის მიღმა-650-700მმ (750მმ)

დადებითი მხარეები: დასავლეთის ტანკებთან გაცილებით უკეთესი დაცულობა, რომელიც მიიღწევა მძლავრი პასიური ჯავშნის და ახალი თაობის დინამიური დაცვის შერწყმის წყალობით.
ზეზუსტი იაღარის წინააღმდეგ მოქმედების მოწყობილობის ქონა.

მცირე წონა და ზომები, რომელიც ხელს უწყობს სტრატეგიულ მობილურობას, გაბარიტულ გამავლობას, ბრძოლის ველზე ნაკლებად შემჩნევადობას და დაზიანების შესაძლებლობის შემცირებას.
ჭურვების ტიპის ფართო არჩევანი,რომელშიც შედის ქვეკალიბრული-კინეტიკური-ჯავშანგამტანი, მსხვრევად-ფუგასური (მათ შორის მსხვრევად-შრაპნელური ელექტრონული დისტანციური-კონტაქტური ამფეთქიანი), კუმულაციური ჭურვები და მართვადი რაკეტები.
მოდერნიზაციის კარგი პოტენციალი.

კარგი გამავლობა და საიმედო მუშაობა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში.
დაბალი ფასი. (მიახლოებით 2,35-3მლნ დოლარი)

უარყოფითი მხარეები: ეკიპაჟი დაუცველია საბრძოლო კომპლექტის აფეთქებისგან, რაც განპირობებულია მის კორპუსში განთავსებით (პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრილია Т-90А).
Т-90 რამდენადმე ჩამორჩება დასავლეთის ტანკებს მობილურობაში, მექნიკური ტრანსმისიის და სიჩქრეთა კოლოფის გამო.
სერიულ ტანკებზე არ აყენია სატანკო ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ბრძოლის ველიდან ცოცხალ დროში, ქვედანაყოფის ტანკების ადგილმდებარეობაზე და ტანკის ტექნიკურ მდგომარეობაზე.2006წ ასეთი რუსული სისტემა გადიოდა ცდებს მოდერნიზირებულ ტანკზე Т-72Б2 Рогатка.

წყარო: Wikipedia.Org, Popmech.ru

მსგავსი ამბები

Back to top button