არქივი

ცხოველთა საოცარი სამყარო (ნაწ. I)

7c2315b5cef5

დედამიწაზე არსებობს მრავალი ცხოველი. ყველა მათგანს აქვს თავისი დამახასიათებელი ცხოვრების სტილი, ქმედებები, ურთიერთობები. მე მინდა რამოდენიმე მათგანის შესახებ მიგიყვეთ.

მიწისძვრების პროგნოზირებისათვის ორიგინალური ხერხი მოიგონა ამერიკელმაგეოლოგმა ჯიმ ბერკლენდმა. ის ყოველდღე კითხულობდა საგაზეთო რუბრიკას, სადაც ქვეყნდებოდა განცხადებები დაკარგული ძაღლების, კატების და სხვა შინაური ცხოველების შესახებ. მსგავსი შემთხვევები თუ მატულობდა, იგი მიწისქვეშა ბიძგებს წინასწარმეტყველებდა და თითქმის არასოდეს ცდებოდა. ბერკლენდის აზრით, ცხოველები წინასწარ გრძნობდნენ მიწისძვრას და ამიტომ გარბიან სახლიდან.

e7ddefdaa0b9

ცხოველების მიერ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობის ფაქტების შესახებ ხშირად ყვებიან მონადირეები. აფრიკაში ნადირობისას მონადირემ ანტილოპა უკანა ფეხში დაჭრა. ის ის იყო ცხოველი ძირს უნდა დაცემულიყო, რომ სროლის ხმაზე გაქცეულ ანტილოპათა ჯგუფს სამი მათგანი გამოეყო და დაჭრილთან მიირბინა. ისინი შეეცადნენ მხარში ამოსდგომოდნენ დაჭრილ ცხოველს რათა სახიფათო ადგილიდან გაეყვანათ. თუმცა ჭრილობის სერიოზულობის გამო ეს ვერ მოახერხეს.

7c2315b5cef5

ფლორიდის შტატში მცხოვრებმა სინდი კაფტოსმა საკუთარი ძროხა მიჰყიდა 55 კილომეტრით დაშორებულ რანჩოში მცხოვრებ ჯულიანას. ძროხამ დიდხანს ვერ გაუძლო ჩვეული გარემოდან მოშორებით ყოფნას და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. იგი 20 საათის სიარულის შემდეგ მშვიდობით დაუბრუნდა მშობლიურ ეზოს.
ძროხის მოქმედებით გაოცებულმა სინდი კაფტოსმა მყიდველს ფული უკან დაუბრუნა და განაცხადა, რომ ძროხას აღარასდროდეს გაყიდდა.

3bddbc06ac76

კენგურუ, როგორც ცნობილია ავსტრალიის სიმბოლოს წარმოადგენს. დღეისთვის ავსტრალიაში 17 მილიონზე მეტი კენგურუ ბინადრობს. როგორც ირკვევა ავსტრალიის გარდა ბუნებრივ პირობებში მობინადრე შეიძლება შევხვდეთ მისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ინგლისის ტერიტორიაზეც.
1939წლის ნოემბერში ინგლისის ერთ-ერთი ზოოპარკიდან წყვილი კენგურუ გაიქცა. ვინაიდან მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა ამ ფაქტისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
მიუხედევად იმისა, რომ ავსტრალიის კლიმატური პირობები რადიკალურად განსხვავდება ინგლისის ცივი კლიმატისაგან, კენგურუების წყვილი ადვილად შეეგუა ახალ პირობებს და წარმატებით იწყო გამრავლება. დღეისთვის მათი შთამომავლების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს.
ზოოლოგებს მიაჩნიათ, რომ შესაბამისი დაცვის პირობებში კენგურუ ირემივით, ინგლისის ტყეების ჩვეულებრივი ბინადარი გახდება.

db233b66a248

ნიუ-იორკის პოლიციის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ მათ ქალაქში რომელიმე მტაცებელი ცხოველის ან ქვეწარმავლის მიერ დაკბენის გაცილებით მეტი საშიშროება არსებობს, ვიდრე აფრიკის ან სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში. ნიუ-იორკის ქუჩებში მოსიარულე ადამიანები შეიძლება დაკბინონ გველებმა, მგლებმა, ნიანგებმა, მორიელებმა ან სხვა შხამიანმა ცხოველებმა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ნიუ-იორკში არსებობს მრავალი მაღაზია, სადაც ეგზოტიკური ცხოველები იყიდება. მოსახლეობა მათ, როგორც წესი, პატარებს ყიდულობს, მაგრამ როდესაც ისინი იზრდებიან და საშიშნი ხდებიან, მოსახლეობა მათ თავიდან იშორებს და ქუჩაში უშვებს. ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც მტაცებელი ცხოველების შეპყრობით არის დაკავებილი. ისინი ყოველწლიურად რამდენიმე მაიმუნს, ვეფხვს, ნიანგს და გველს იჭერენ, რომლებსაც შემდეგ ქალაქის ზოოპარკს აბაებენ.

226f196a42ae

აფრიკის სავანეებში სირაქლემები და ზებრები მუდმივად ერთად არიან. მაღალ სირაქლემებს ზებრებზე უკეთესად შეუძლიათ შეამჩნიონ მოსალოდნელი საფრთხე და განგაში ატეხონ, ხოლო ზებრები იმით არიან სასარგებლონი, რომ მათ მიერ დატოვებულ ნაკელში კარგად მრავლდებიან მსხვილი ხოჭოები, რომლითაც სირაქლემები იკვებებიან.

2bbddbcd482e

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button