გართობაუცნაური

კაცობრიობის ისტორიის 5 დიდი საიდუმლო

03128f7b1534

დაკარგული ატლანტიდა არის ერთერთი უძველესი ამოუხსნელი ამოცანა. ოდითგანვე ადამიანები ცდილობდნენ ეპოვათ ატლანტიდა, რომელიც ითვლება , რომ ჩაიძირა მიწისძვრის ან ცუნამის შედეგად.

1. დაკარგული ატლანტიდა

bff612f6c3d2

დაკარგული ატლანტიდა არის ერთერთი უძველესი ამოუხსნელი ამოცანა. ოდითგანვე ადამიანები ცდილობდნენ ეპოვათ ატლანტიდა, რომელიც ითვლება , რომ ჩაიძირა მიწისძვრის ან ცუნამის შედეგად.

ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი აღწერდა ატლანტიდას, როგორც დიდი ნახევარკუნძულს, რომელიც მდებარეობდა გიბრალტართან ახლოს, ძალიან განვითარებული ცივილიზაციით, უზარმაზარი სიმდიდრით და შესანიშნავი ციხესიამაგრით. დასახლებული მშვენიერი, საუკეთესო მოსახლეობით. მასზე მდებარეობდა პოსეიდონის ტაძარი.

აქამდე ვერავინ შეძლო ეპოვა ეს ქალაქი – ვერც წყალქვეშა და ვერც ვერანაერი სახით, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მის მდებარეობაზე უამრავი თეორიების წარმოშობას. ბევრი ისტორიკოსი, მკვლევარი ცდილობდა ექპედიციების ორგანიზებას, რათა ეპოვათ წყლისქვეშა ქალაქი, მაგრამ არც სამხრეთ ამერიკაში (როგორც არცთუ შორეულ წარსულში აცხადებდნენ), არც საბერძნეთის კუნძულების მიდამოებში, არც ანტარქტიდის სიახლოვეს ის ვერ იქნა ნაპოვნი.

2. ადამიანთა ორგანოების ჭაობი

e90b0163afec

ადამიანთა ორგანოების ჭაობი, ანუ ჩვენი პლანეტის მაცხოვრებელთა ჭაობი – ეს არის ბუნებრივი სასაფლაო ადამიანთა ცხედრების, რომლებსაც პოულობენ ჩრდილოეთ ევროპის ჭაობებში. ჭაობმა შექმნა სხეულის შენახვის კარგი პირობები, რამაც კანი და შინაგანი ორგანოები პირობითად ხელშეუხებელი დატოვა. მათ შემთხვევით ნახულობენ მთელს გერმანიაში, ირლანდიაში, ინგლისში, ნიდერლანდებში და დანიაში.

ნაპოვნი ცხედრების ასაკი შეიძლება მივაკუთვნოთ ფოლადის საუკუნეს. არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ რომ მათი უმრავლესობა მოკლულია. თვლიან , რომ რაიმე რიტუალის მსხვერპლი არიან, ან მოკლულები რაიმე სასჯელის ფორმით, მაგრამ საბოლოო პასუხი ამ კითხვაზე, რატომ ყრიდნენ ცხედრებს ჭაობში, არ არსებობს.

3. ჯეკ მფატრავი

73533a73b835

ჯეკ მფატრავის პიროვნება, ყველა დროის და ხალხების ყველაზე დიდი დამნაშავე დღემდე რჩება ამოუხსნელ ამოცანად. ეს არის სერიული მკვლელი, რომელიც თავის დანაშანაულებებს ჩადიოდა 1888 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრამდე. მასზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე უაიტჩეპლში, ყველაზე ცოტა 5 მეძავის მკვლელობისათვის. ეს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ მკვლელის ნამდვილი პიროვნება, მსხვერპლის რაოდენობა, მკვლელობის ფორმა და გაურკვეველი წერილები, რომელთაც ის აგზავნოიდა პოლიციაში დღემდე ბურუსითაა მოცული. გაურკვევლობის გამო გამოძიებაში გაჩნდა დიამეტრიულად განსხვავებული თეორიები, მათ შორის ბრალი მეფის ოჯახსაც წაუყენეს, ცნობილ მწერალს ლუის კეროლას. ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, მან მთელი იმპერია შიმშილობის პერიოდში დააშინა და თავზარი დასცა.

4. სტოუნჰეჯი

5ed09832a36f

სტოუნჰეჯი მთელი თავისი საიდუმლოების შემცველი დიდებულებით დგას ბრიტანეთში, უილტშირის საგრაფოში, სოლსბერის დაბლობზე. ეს არის შემოსაზღვრული, ერთმანეთზე დაწყობილი უზარმაზარი, თითოეული 6 ტონა მასის გათლილი ლურჯი ქვების კონსტრუქცია. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ქვის მონუმენტი აგებულია 2500-3000 წლებში ჩვენს წელთა აღრიცხვამდე და აგებულია ნეოლითის მაცხოვრებლების მიერ.

მისი აღმართვის მიზანი დღემდე ამოუხსნელია. ჰიპითეზა ბევრია, ზოგიერთი თვლის, რომ ეს არის დიდი გამყინვარების შედეგი, ან ტექნოლოგიური საოცრება, ზოგიერთი კითვლის, რომ ამაში უცხოპლანეტელების ხელი ურევია. ყველაზე უფრო მეტაად მიღებული თეორია არის ის, რომ სტოუნჰეჯი ეს სამარხია. ეს იქნა დამტკიცებული 2008 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მონაცემებით, როცა ამ ადგილზე ნაპოვნი კრემირებული ნაშთების ასაკი, დაემთხვა სტოუნჰეჯის სავარაუდო აღმართვის დროს.

5. მეფე არტური

95ce0d913123

მეფე არტური ეს არის ლეგენდარული ბრიტანელი წინამძღვარი, რომელიც შუა საუკუნეების ისტორიების მიხედვით, უძღვებოდა ბრიტანეთის დაცვას საქსონელი დამპყრობლებისგან, ადრეულ მეექვსე საუკუნეში. მან დაამარცხა საქსონი დამპყრობლები და შექმნა იმპერია , რომელიც მოიცავდა ბრიტანეთს, ირლანდიას ,ისლანდიას, ნორვეგიას და გალებს. მეთორმეტე საუკუნის ფრანგმა მწერალმა კრეტიენ დე ტრუამ, დაწერა ისტორია ლანსელოტისა და გრაალის თასის შსახებ. ამ ფრანგულ ისტორიაში ხშირად მთავარ მოქმედ პირად არა მეფე არტური არამედ მრგვალი მაგიდის რაინდები იქცევიან ხოლმე. არტურის ლეგენდები იქმნებოდა შუა საუკუნეებში თუმცა აღორძინება განიცადა მეცხრამეტე საუკუნეში, ხოლო ოცდამეერთე საუკუნეში უამრავი რეჟისორის შთაგონების წყაროდ იქცა.
სინამდვილეში არაა არანაერი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი ადამიანი რეალობაში არსებობდა. მისი არსებობის რეალობა დღესაც დავის საგანია ისტორიკოსებისათვის. სავარაუდოდ, მეფე არტურის მთელი ისტორია არის ფაბრიკაცია, ბრიტანელ ჯარისკაცებში საბრძოლო განწყობის ამაღლების მიზნით. მიუხედავად საერთო მიღებული მოსაზრებისა, რომ მეფე არტური არის ფიქცია, არსებობს ბევრი ადამიანი, რომლებიც ამბობენ საწინააღმდეგოს.

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button