გართობაუცნაური

ყველაზე უცნაური პლასტიკური ოპერაციები

b3e15c649128

შესაძლებელია თუა არა, რომ მედიცინის დახმარებით დაემსგავსოთ ელფს, ან გადაიქცეთ კულტურისტად ისე, რომ არ გაატაროთ დროის უმეტესობა სპორტდარბაზში? ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა 10 ყველაზე უცნაური პროცედურა, რომლებიც ესთეთიკური მედიცინის კლინიკების პრაქტიკაში არსებობს .

მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკურ ოპერაციას ბევრი თვლის თანამედროვეობის მოვლენად, ისტორიკოსები ამტკიცენებენ , რომ ის არსებობდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, 3 ათასზე მეტი წლის წინ. რა თქმა უნდა მაშინდელ ექიმებს არ გააჩნდათ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც დღეს გამოიყენება. ადამიანს ყოველთვის ჰქონდა მისწრაფება სილამაზისკენ და თუ წარსულში ექიმებს უხდებოდათ გარეგნობაში დეფექტები გასწორება, ახლანდელ სპეციალისტებს უხდებათ კლიენტების გაუგებარი, ხანაც სულელური კაპრიზების ასრულება. როგორც ცნობილია, სადაც მოთხოვნილებაა იქ მიწოდებაცაა.

ინექცია ქუსლებში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მოყვარულთათვის
ღირებულება – 500-1.500 დოლარი

52f0102279c1

რამდენიც არ უნდა უმტკიცოთ ქალებს, რომ ყოველდღე სიარული მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე საზიანოა, ისინი ჯიუტად მაინც იგნორირებას უკეთებენ ექიმების რჩევას, მაგრამ არ უარყოფენ, რომ დიდი ხნით მათი ტარების შემდეგ ფეხები სტკივათ. მათთვის ვისაც არ სურს განშორება საყვარელ ფეხსაცმელებთან და ამავე დროს სურს თავიდან აიცილოს ტკივილი, ექიმები აკეთებენ ბიოგელის ინექციას. ინექციას აკეთებენ ქუსლის კანში, რის შედეგადაც კანში იქმნება თავისებური რბილი ბალიში, რომელიც აძლევს საშუალებას ექვსიდან თორმეტ თვემდე ვერ იგრძნოთ დისკომფორტი ფეხებში, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე მუდმივი სიარულისას.

თმის საფარის გაზრდა ტანზე
ღირებულება – 2.000 დოლარიდან

49a2a2575771

მამაკაცების პრობლემა – თმების უქონლობა, ქალების პრობლემა – მათი ზედმეტი რაოდენობა. შედეგად პირველები იტანჯებიან გამელოტებისაგან, მეორენი კი ფულს იხდიან ეპილაციაზე. თუმცა არის კიდევ ერთი კატეგორია ხალხის (კაცებისაც და ქალებისაც), რომლებიც მიმართავენ მედიცინას სხეულზე თმების გადანერგვის მიზნით. მამაკაცებს შორის, რომლებიც “იმდიდრებენ” თმის საფარს მკერდზე და მუცელზე, როგორც წესი ახალგაზრდები არიან, რომლებთაც სურთ უფრო მამაკაცურად გამოიყურებოდნენ. ხოლო სამხრეთკორეელ ქალბატონებში გაჩნდა ახალი უცნაური მოდა: სულ უფრო მეტ ქალს სურს გაზარდონ თმის რაოდენობა წინა ინტიმურ ადგილზე. აღმოსავლური ტრადიციის ტანახმად, აშკარად გამოხატული მეორადი სქესობრივი ნიშნები წარმოადგენენ მტკიცებულებას ბავშვის გაჩევის გაზრდილ უნარზე. თუმცა მსგავს მომსახურეობაზე კლინიკებს აკითხავენ ევროპელი ქალბატონებიც, ამ შემთხვევაში მათ იზიდავთ ინტიმური ვარცხნილობის დიზაინის ექპერიმენტების გაკეთების შესაძლებლობა .

მუხლებზე კანის გადაჭიმვა
ღირებულება – 8.000-9.000 დოლარი

95b11eff53a4

ცნობილია რომ, როგორც არ უნდა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს ქალი, მის ნამდვილ ასაკზე შეიძლება ვიმსჯელოთ, კისერით და მუხლებით. თუ ექიმებმა დიდი ხანია ისწავლეს ებრძოლონ პიგმენტურ ლაქებს და ნაოჭებს, მაშინ მუხლების “გაახალგაზრდავება” ეს ახალი რამაა პლასტიკურ ოპერაციაში. ჩამოშვებული მუხლების თავიდან აცილება შეუძლებელია სწორი კვებით, სპორტით და კვებით ან კოსმეტიკური საშუალებებით. სხეულის აღნაგობასაც ამ შემთხვევაში არ ააქვს მნიშვნელობა: ეს პრობლემა აქვს , როგორც გამხდრებს ასევე მსუქნებსაც. თვით ოპერაცია მუხლებზე კანის ამოჭრა ქირურგიისათვის რთული არაა. ექიმის მთელი სირთულე და პასუხისმგებლობა მდებარეობს ნაკერების დადების პროცესში, ვინაიდან სიარულის დროს კანი იჭიმება და დროთა განმავლობაში შესაძლოა ოპერაციისშემდგომი ნაიარევების გაზრდა. ამიტომაც მათი ფორმირების დროს საჭიროა დიდი სიფრთხილე.

დასუსტება ენაზე “ნაკერის” დადების დახმარებით
ღირებულება – 1.500-2.000 დოლარი

ae8995110ba7

როგორც ცნობილია, დასუსტების საუკეთესო ხერხი, ეს არის ნაკლები ჭამა, მაგრამ ამის ნებისყოფა ბევრს არ ააქვს , მაგრამ არც მედიცინა არ დგას ერთ ადგილზე ამ სფეროში და გვთავაზობს საკმაოდ მტკივნეულ, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტის ორიგინალურ ფორმას. ექიმები გვთავაზობენ ენაზე სწორკუთხა ბადეს დამაგრებას, რომელიც მყარი საკვების მიღების დროს ძლიერი ტკივილით თავს შეგვახსენებს. ოპერაციის ღირებულებას თან ერთვის დამატებითი ხარჯები სპეციალური სითხეების შესაძენად, რომლებიც შეიცავენ ორგანიზმისათვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და ვიტამინებს. ნიკოლოზ ჩუგაი – ექიმი, რომელმაც მოიგონა ეს მეთოდი, ამტკიცებს, რომ პაციენტები რომლებმაც გაიარეს ეს პროცედურა, ერთ თვეში იკლებენ 7-13 კილოს. თუმცა ის დელიკატურად დუმს იმის შასახებ, რომ თუ ოპერაციის შემდეგ ენა გასივდება, პაციენტი შესაძლოა გაიგუდოს.

ფეხების დაგრძელების ოპერაცია
ღირებულება – 5.000-6.500 დოლარი

8cf0ebad7cda

ფეხების დაგრძელების ოპერაცია ითვლება , ერთერთ რთულ ოპერაციად. კეთდება ის შემდეგი სქემით: ერთ ფეხზე მაგრდება ილიზაროვის აპარატი (კომპრესიულ-დისტრაქციური აპარატი, შექმნილი ქირურგ ილიზაროვის მიერ), ოპერაცია კეთდება ჯერ ერთ ფეხზე შემდგომ 2-3 თვის მერე მეორე ფეხზე. ყველა მანიპულაციის დამთავრების შემდეგ იწყება ხანგძლივი (ხანდახან არანაკლებ ნახევარწლიანი) შედეგების გამყარების პროცესი. პაციენტს უხდება არა მარტო ძლიერი ტკივილების მოთმენა, აგრეთვე ბევრი საყოფაცხოვრებო უხერხულობების განცდა, ფაქტიურად ცხოვრების ნორმალური რეჟიმიდან ამოვარდნა. სიარული შეიძლება მხოლოდ კასტილებით. პროცესს თან ახლავს სიხლდება და დაჩირქებები, რასაც იწვევვს რბილ კანში სპიცების შეყვანა. და ეს ყველა ჯოჯოხეთური წვალება სულ რაღაც 6-7 სანტიმეტრი დამატებითი სიმაღლისათვის.

დიმპლ-ეკტომია, ანუ ღრმული ლოყაზე
Стоимость – 2.000-5.000 долларов

574540cc6186

ითვლება, რომ ადამიანი, რომელსაც ააქვს ასეთი ღრმული ლოყებზე, იწვევს დიდი სიმპატიას და ნდობას ადამიანებში. ზოგიერთ ქვეყანაში, კი მაგალითად აზიის ქვეყნებში ზრდის ადამიანის სექსუალურ მიმზიდველობას. იმისათვის, რომ გქონდეთ ლოყაზე ღრმული, ამისათვის საჭიროა ჩაიტაროთ პროცედურა , რომელსაც ქვია დიმპლ ეკტომია. ასეთ ოპერაციას აშშ-ში, აკეთებენ ყო0ველ მეორე პლასტიკურ ქირურგიის კლინიკაში. იჭრება ლოყის შიდა მხარე, იღებენ ცხიმის გარკვეულ რაოდენობას, რის შემდეგაც კანს ამოკერავენ. ოპერაცია გრძელდება ნახევარ საათს. ღრმული ლოყაზე თავიდან ჩანს მაშინაც , როცა ადამიანი არ იღიმება, მაგრამ დროთა განმავლობაში, დაახლოებით 2-3 კვირაში ყველაფერი დგება თავის ადგილას. ეს ადვილ ოპერაციად ითვლება , ვინაიდან სარეაბილიტაციო პერიოდში პაციენტს არ ააქვს ტკივილები, არ მოსდევს რაიმე გართულებები, უფრო მეტიც არაა აუცილებელი ნაკერების ამოღებაც.

ფეხის თითების კორექცია
ღირებულება – 1.800-2.200 დოლარი

a66cceb4866d

კოპის მოცილება ფეხის დიდი თითთან, ეს გავრცელებული და გამართლებული ოპერაციაა , მაგრამ ზოგიერთი მოდის მოყვარულის ფანატზია შორს წავიდა: ვიღაცას უნდა თითების დამოკლება, რათა ახალი ფეხსაცმელი კარგად მოერგოს, ზოგიერთს კი თითები ეჩვენება ულამაზოდ. ოპერაცია გრძელდება არა უგვიანეს 30 წუთისა და როგორც წესი კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. თითები იჭრება სეკატორის მაგვარი ინსტრუმენტით. კლინიკას პაციენტი ტოვებს დამოუკიდებლად, ოღონდ ფრთხილად და ნელლა. ფეხზე მას ეცმება სპეციალური ფეხსაცმელი, რომელიც თითებს ფიქსირებას უკეთებს. საერთოდ ძალინ უცნაურია, რატომ მიმართავენ ასეთი პაციენტები მედიკებს და არა ფეხსაცმლის მკერავებს.

ნეკნების ამოჭრა წელის დაწვრილებისათვის
ღირებულება – 10.000-15.000 დოლარი

bc172376a0f5

ადრე, იმისათვის, რომ ქალებს ჰქონოდათ ვიწრო წელი, ქალები ატარებდნენ კორსეტებს წლეების განმავლობაში, პრაკტიკულად არ იხსნიდნენ მას და იჭერდნენ ისე მჭიდროდ, რომ ხშირად გონებას კარგავდნენ კიდეც. დღეს მისცე შენს სხეულს სასურველი ფორმები, შესაძლებელია უფრო სწრაფი, მაგრამ არა ნაკლებ საშიში საშუალებით: საკმარისია მიმართოთ ქირურგს, რომელიც ამოგაცლით მე-11 და მე-12 ნეკნს. ცოტა ექიმი თუ რისკავს ასეთ ოპერაციის გაკეთებას, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ნეკნები ადამაინის ორგანიზმისათვის არ თამაშობს რაიმე განსაკუთრებულ როლს, მსგავსი რადიკალური ქირურგიული ჩარევა შეიძლებამ გამოიწვიოს არასასიამოვნო შედეგების პროვიცირება, დაწყებული თირკმლების დაწევიდან, დამთავრებული მკერდის (გულის ფიცარის) დეფორმაციამდე. უფრო მეტიც, სარეაბილოიტაციო პერიოდი გრძელდება რამდენიმე კვირას, პაციენტს კი სხეულზე რჩება ნაიარევი.

ყურების ფორმის კორექცია “ელფისებურად”
ღირებულება – 1.700-2.000 დოლარი

9c7ae554ed37

ტოლკიენის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა, ნახეს ერთადერთი საშუალება გამოხატონ თავისი დამოკიდებულება – გაიკეთონ წაწვეტებული “ელფისმაგვარი” ყურები. თვით ოპერაცია გახლავთ მარტივი, მაგრამ ყურების ადრინდელი ფორმის დაბრუნება ვეღარ ხერხდება. ამიტომაც უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტთ ამდაგვარად გარეგნობის შეცვლას. ექიმების უმრავლესობა არ იღებს პასუხისმგებლობას მსგავს პროცედურაზე, რადგან იციან საზოგადოების რეაქცია, გარეგნობის ასეთ ცვლილებებზე. ამ შემთხვევაში “ელფისმაგვარი” ყურების ქონის დიდი მსურველები მიმართავენ თხოვნით ბოდიმოდიფიკაციის ხელოსნებს, რომლებსაც მსგავსი რამ არ უკვირთ და არ აშინებთ.

“კუნთების” იმპლანტაცია
ღირებულება – 7.500-14.000 დოლარი

56066c948071

ბოდიბილდერები, რომელთაც სურთ თავიანთ სხეულზე იდეალური რელიეფი, მიემართებიან სატრენაჟორო დარბაზებში, სხვები კი მიმართავენ ქირურგებს ხელოვნური კუნთების იმპლანტაციის ოპერაციისათვის. იყენებენ სილიკონის იმპლანტატებს. ისინი თავსდება კუნთების ქვეშ. ოპერაციის შემდეგ სპორტით დაკავებს შეიძლება 2-3 თვის შემდეგ. ასეთი ოპერაციის მსურველები, რა თქმა უნდა არ გახდებიან უფრო ძლიერები და ამტანები, – ეს მხოლოდ ვიზუალური ეფექტია. ამასთან , როგორც პროფესიონალი კულტურისტები ამბობენ , ხელოვნური და ბუნებრივი კუნთების ამოცნობა შეიძლება შეუიარაღებელი თვალითაც.

 

მსგავსი ამბები

Back to top button