არქივი

პორტუგალიის იმპერია

810b851c2f01
პორტუგალია დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. XV საუკუნის დასაწყისში პრინცი ჰენრის დაფინანსებით პორტუგალიური ხომალდებმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაიწყეს მოგზაურობა. იმ პერიოდის ყველაზე გამორჩეული მეზღვაურები ბართლომეო დიასი და ვასკო და გამა იყვნენ.
პორტუგალიელებმა აღმოაჩინეს ახალი ტერიტორიები სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში , აზიაში და იქ თავიანთი დასახლებები შექმნეს. პორტუგალიის იმპერიამ დაახლოებით 6 საუკუნე იარსება და პირველი გლობალურ ევროპულ იმპერიას წარმოადგენს.

bffa2dc2e46e

პორტუგალიის მაშინდელი ტერიტორიები, დღევანდელ 50 ქვეყანაშია განთავსებული. კოლონიები არსდებოდა სხვადასხვა მიზნებით: სანელებლებით, ოქროთი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით და სხვა პროდუქტებით სავაჭროდ, კათოლიციზმის გასავრცელებლად , ადგილობრივ მოსახლეობაში ცივილიზაციის შესატანად. პორტუგალიის იმპერიამ კოლონიების მეშვეობით უზღვავი სიმდიდრე დააგროვა მაგრამ საბოლოოდ ადამიანური და სხვა რესურსების დეფიციტის გამო ვეღარ შეძლო დიდი ტერიტორიების კონტროლი და დაიშალა. ქვემოთ წარმოგიდგენთ პორტუგალიის იმპერიის ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან კოლონიებს:

ბრაზილია

4c66224581e6
ბრაზილია ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით პორტუგალიის ყველაზე დიდი კოლონია იყო. ბრაზილიის კოლონიზაცია დაახლოებით 1500-იან წლებში მოხდა. პორტუგალიელებმა აფრიკიდან შემოიყვანეს მონები თამბაქოს, ყავის, შაქრის და სხვა კულტურების პლანტაციებში. პორტუგალიელები ადგილობრივ ხე-ტყეს კაფავდნენ და ევროპაში გაჰქონდათ. კოლონიზატორბმა დიდი წვლილი შეიტანეს ბრაზილიის ტერიტორიების გამოკვლევაში და დასახლებაში. ბრაზილიამ დამოუკიდებლობა 1822 წელს მოიპოვა.

ანგოლა, მოზამბიკი გვინეა-ბისაუ

ეს აფრიკული ქვეყნებიც პორტუგალიის კოლონიებს წარმოდგენდნენ. აფრიკის ქვეყნებიდან პორტუგალიელებმა უამრავი ადამიანი გაიყვანეს მონად , ასევე მოიპოვეს იქ დიდი რაოდენობით ოქრო და სხვა ძვირფასი წიაღისეული. მეოცე საუკუნეში პორტუგალია საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოექცა ამ კოლონიების გამო. 1960-70-იან წლებში ამ სამ ქვეყანაში აჯანყებამ და სამოქალაქო ომმა იფეთქა. ანგოლა, მოზამბიკი და გვინეა-ბისაუ დამოუკიდებელი ქვეყნები გახდნენ 1975 წელს.

გოა, ინდოეთი
92beb3fde08b
გოა ინდოეთის დასავლეთ რეგიონია, რომელიც პორტუგალიის კოლონიების რიცხვს როგორც სხვები XV საუკუნეში შეუერთდა. ის არაბეთის ზღვასთან მდებარეობს და ყოველთვის მნიშვნელოვან პორტს წარმოადგენდა. 1961 წელს ინდოეთმა გოას ანექსირება მოახდინა და დღეს ის ინდოეთის ერთ-ერთი შტატია. იქ დღესაც ბევრი კათოლიკე ცხოვრობს.

მაკაუ
4268d92b9213

მაკაუ სამხრეთ ჩიენთის ზღვასთან მდებარეობს. მისი კოლონიზაცია პორტუგალიამ მე-16 საუკუნეში მოახდინა და მას როგორც მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს იმპერიისთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა. პორტუგალიის იმპერია შეიძლება ითქვა რომ მაკაუს დაკარგვით, 1999 წელს, საბოლოოდ დაიშალა. დღეს მაკაუ ჩინეთის ტერიტორიაა.

პორტუგალიურ ენაზე მსოფლიოში 240 მილიონი ადამიანი საუბრობს და მსოფლიოში მეექვსე ენას წარმოადგენს. ის ოფიციალური სახელმწიფო ენაა შემდეგი ქვეყნებისათვის: პორტუგალია, ბრაზილია, ანგოლა, მოზამბიკი, გვინეა-ბისაუ, კაპო ვერდე, სან-ტომე და პრინსიპი, აღმოსავლეთ ტიმორი. ამ ენაზე საუბრობენ ასევე მაკაუში და გოაში. ბრაზილია 190 მილიონი მოსახლეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი პორტუგალიურენოვანი ქვეყანაა.

მსგავსი ამბები

Back to top button