უცნაური

სიზმრების კონტროლი (ლუციდური სიზმრები)

7e54f8e3c8ac

როგორ ვმართოთ სიზმრები-გაცნობიერებული სიზმარი არის მდგომარეობა, როცა მძინარე ადამიანი ხვდება რომ ის სიზმარშია. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს რაიმე ყოველდღიური ცხოვრებისთვის ზედმეტად არაორდინალურთან შეხვედრა.

გაცნობიერებული სიზმარი არის მდგომარეობა, როცა მძინარე ადამიანი ხვდება რომ ის სიზმარშია. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს რაიმე ყოველდღიური ცხოვრებისთვის ზედმეტად არაორდინალურთან შეხვედრა. მაგალითად თუ სიზმარში ვნახავთ როგორ მოგვდევს მფრინავი კამეჩი მაწვნის ბანკით ხელში, დიდი შანსი გვაქვს მივხვდეთ რომ რეალობაში არ ვიმყოფებით( ;) ). ასეთი მოვლენები საკმაოდ იშვიათია და ჩვენზე არაფრითაა დამოკიდებული, თუმცა ცნობილია რომ ადამიანს შეუძლია თავისი ნებითაც მოახერხოს “სიზმარში გამოღვიძება” რაც პირველი ნაბიჯია სიზმრების კონტროლის გზაზე. გთავაზობთ ამის რამდენიმე გზას:

1.დღის განმავლობაში რამდენჯერმე კითხეთ თქვენს თავს “ნეტა სიზმარში ხომ არ ვარ?” და სრული სერიოზულობით გაეცით პასუხი ამ კითხვას. დროთა განმავლობაში ეს ჩვევად გადაიქცევა და ერთხელაც ეს კითხვა სიზმარშიც შეგვაწუხებს, მივიხედ-მოვიხედავთ და ვნახავთ რომ ყოველდღიურობაში ნამდვილად არ ვიმყოფებით.
5f2a75cb02a8
2. გააკეთეთ სიზმრების დღიური. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დაიდეთ ის საწოლთან ახლოს და გაღვიძებისთანავე ჩაიწერეთ მთელი ღამის თავგადასავალი. დღიური იქნება მკაფიო სიგნალი ქვეცნობიერისთვის, რომ თქვენ მკაცრად გაქვთ გადაწყვეტილი დაკავდეთ სიზმრების მართვით, ამასთანავე ეს გვეხმარება გავხადოთ სიზმრისეული სამყარო მაქსიმალურად “რეალური”. დროთა განმავლობაში შევძლებთ შევქმნათ საკუთარი “ყოველღამიური” რეალობის ალტერნატიული სამყაროც კი.
be3419606747

3. დააკვირდით და აღმოაჩინეთ საუკეთესო დრო როდესაც შეგეძლებათ დაკავდეთ გაცნობიერებული სიზმრით. პრაქტიკოსები ამტკიცებენ რომ ამისთვის ყველაზე კარგი დილის ძილია, თუმცა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველაფრის გასაღები საკუთარ თავზე დაკვირვებაა.

4. დააყენეთ მაღვიძარა ისე რომ დარეკოს ძილის დაწყებიდან დაახლოებით ოთხსაათ ნახევრის ან ხუთი საათის შემდეგ. დიდია შანსი იმისა რო ზარის დროს სიზმარში იქნებით გამოღვიძებულმა დეტალურად აღიდგინეთ სიზმარი, ეცადეთ წარმოიდგინეთ თითქოს ისევ იმ სიტოაციაში ხართ რომლიდანაც გამოგეღვიძათ.  თქვენ მალევე შეძლებთ დაძინებას და  და თქვენი სიზმარიც გაწყვეტის ადგილიდან გაგრძელდება. ამით ჩვენ მივეჩვევით ჩვენი ნებით აღვიდგინოთ სიზმრები და დროთა განმავლობაში გამოვიწვიოთ კიდეც ისინი.
dbdbf5b76540

5. ეს ეტაპი ძალიან გავს მეოთხეს, ისევ გვაღვიძებს მაღვიძარა,  თუმცა ამ შემთხვევაში ვდგებით დაახლოებით ნახევარი საათი ვფიქრობთ გაცნობიერებულ სიზმრებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვაგრძელებთ გაწყვეტილ სიზმარს.

6.აქციეთ ჩვევად იმის შემოწმება იმყოფებით თუ არა ყოველდღიურობაში.  ამის შესამოწმებლად შეიძლება ისეთი მარტივი მეთოდის გამოყენება როგორიცაა საათზე დახედვა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ ყველა კონტური საკმაოდ გამოკვეთილია სიზმარში კი ძალიან სწრაფად იცვლება და უკეთეს შემთხვევაში თუ სიზმარში ორჯერ ზედიზედ დავხედავთ საათს – დრო რამდენიმე საათით განსხვავებული იქნება. უარეს შემთხვევაში საერთოდ ვერ გავარჩევთ დროს. რეალობის შესამოწმებლად შეგვიძლია ასევე ვცადოთ მზერის დაფიქსირება ნებისმიერ საგანზე მაგალითად ხელებზე (ეს საკმაოდ მოსახერხებელია რადგან ხელები ყოველთვის თან გვაქვს) სიზმარში ეს შეუძლებელია და საგნის გამოსახულება წამებში გაიცრიცება და გაქრება.
9f4c5eed3f3b

რათქმა უნდა არსებობს კიდევ უამრავი რჩევა და ტექნიკა რომლებსაც სიზმრების სრულ გაცნობიერებამდე მივყავართ, თუმცა მათი ერთ პოსტში მოთავსება საკმაოდ რტულია. ზემოთ მოყვენილი რჩევები კი წარმოადგენს საკმაოდ კარგ ტრამპლინს ამ მხრივ.

ფსიქოლოგიური კვლევები გვიჩვენებს  რომ ადამიანები რომლებმაც ისწავლეს სიზმრების მართვა საკმაოდ დიდ წარმატებას აღწევენ პირად ცხოვრებაში. ამის ისტორიულ მაგალითად გამოდგება ნიკოლა ტესლა რომელსაც დღე ღამეში მზოლოდ ორი საათი ეძინა და როგორც თითონ ამბობდა ამ დროსაც მოგზაურობას “ახმარდა”. მაგებს კი ღრმად სწამთ რომ სიზმრები ერთერთი ძირითადი გასაღებია ალტერნატიული სამყაროებისა და უკვდავებისაც კი.

manana

zgarbi
Back to top button