ახალი ამბებისაკითხავი

მეტეორის აფეთქების შედეგად 1200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა


ატმოსფეროში ციური სხეულის აფეთქების შემდეგ ჩელიაბინსკის ოლქში, დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს 1200-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, მათგან 200 ბავშვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ყველაზე მეტი ადამიანი მინის ნამსხვრევებით დაშავდა.

ატმოსფეროში ციური სხეულის აფეთქების შემდეგ ჩელიაბინსკის ოლქში, დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს 1200-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, მათგან 200 ბავშვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ყველაზე მეტი ადამიანი მინის ნამსხვრევებით დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულები არ არიან.

ევაკუარებულნი არიან სამხრეთ-ურალის უნივეერსიტეტის სტუდენტები. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რამდენიმე ქარხნის მუშების ევაკუაციასა და ჩელიაბინის სკოლებში სწავლის შეწყვეტის შესახებაც. კოსმოსური სხეულის ნაწილების დაცემას თან სდევდა პატარა აფეთქებები, რის შედეგადაც შენობების უმრავლესობაში მინები ჩაიმსხვრა.

ურალსა და დასავლეთ ციმბირში, პარასკევს დილით “ცეცხლოვანი ბურთების” წვიმის შემდეგ, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები აკვირდებოდნენ არა მეტეორიტულ წვიმას, არამედ ერთ-ერთი დიდი მეტეორის აფეთქებას. “წინასწარი შეფასებით, ურალის ფედერაციულო ოლქის ტერიტორიაზე ჩამოვარდა მეტეორი, რომელიც ნაწილობრივ დაიწვა ქვემო ატმოსფეროში” – ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთო ჯამში დაალოებით 1000 ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიხედვით 112 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 200-მდე ბავშვია.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მეტეორის ყველაზე დიდი მოცულობის ნაწილი დავარდა ჩელიაბინსკის რეგიონის რაიონულ ცენტრ სატკადან 80 მეტრში. თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ რაიონის ტერიტორიაზე არც ერთი ელემენტი არ ჩამოვარდნილა. მოგვიანებით ჩელიაბინსკის გუბერნატორის მიხეილ იურევიჩის პრესსამსაურმა განაცხადა, რომ რომ ერთ-ერთი ნაწილი ჩავარდა ჩაბარკულის ტბაში, რომელიც ყაზახეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. “დაცემული ობიექტები არსად აღმოჩნდნენ. ავიადაზვერვაში ჩართულია რვა საჰაერო ხომალდი” -ნათქვამია სამინისტროს საიტზე გაკეთებულ განცხადებაში.

იმავდროულად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ მათი ინფორმაციით ციური სხეული ნაწილები სამ ადგილზეა აღმოჩენილი. სამინისტროს განცხადებით ორი მათგანი ნაპოვნია ჩებარკულსკის რაიონში, ჩელიაბინის ოლქში, ხოლო კიდევ ერთი ზლატოუსტოვსკში.

რუსეთის სამეცნიერო კვლევების გაერთიანების “კოსმოპოისკის” განცახდებით, ისინი მალე დაიწყებენ მოხალისეთა შეგროვებას, რომლებიც შეეცდებიან იპოვნონ მეტეორის ნაწილები. ამის შესახებ განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ჩერნობროვმა. მისი გაცნხადებით ობიექტის ძებნის ახლა დაწყებას “თოვლის საფარიდან გამომდინარე აზრი არ აქვს”. მოხალისეების შეგროვება მაშინვე დაიწყება, რაც ცნობილი გახდება მათი დაცემის ზუსტი ადგილსამყოფელი.

ცეცხლოვანი ობიექტი და მისი ნაწილების მიწაზე დაცემა დაინახეს ჩელიაბინსკში, ეკატერინბურგში, ტიუმენში, კურგანში, ორენბურგსა და მაგნიტოგორსკში. სოციალურ ქსელებსა და YouTube-ზე მალევე გავრცელდა ვიდეოები იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

ჩელიაბინსკის ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რადიაციული ფონი ქალაქის ტერიტორიაზე ნორმაშია. ქალაქის მოსახლეობას ურჩევენ ბავშვები გამოიყვანონ სკოლებიდან და ბაგებიდან და სახლებში დაბრუნდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, 20 ათასი მაშველი სრულ სრულმზადყოფნაშია. ტერიტორიაზე კვლევას ანხორციელებს სამი საჰაერო ხომალდი.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ აფეთქების შემდეგ ჰაერში დენთის სუნი დადგა. გარდა ამისა, რუსული მედიის ინფორმაციით, ურალის ზოგიერთი მცხოვრები პირში მეტალის გემოსაც გრძნობს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება, რომ მეტეორის კიდევ ერთი ჩამოვარდნა მოსალოდნელი არ არის. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ჩელიაბინსკში, ეკატერინბურგში და ტიუმენში გავრცელდა ინფორმაცია ცაში ბუნდოვანი ციმციმისა და აფეთქებების შესახებ. თვითმხილველები ეკატერინბურგიდან იტყობინებდონენ, რომ ქალაქის გარეუბანში დაინახეს ცეცხლოვანი იბიექტი, რომელიც შემდეგ მიწაზე დავარდა. ტიუმენის მაცხვოვრებლებმა კი ის, როგორც “გავარვარებული ბურთი” ისე აღწერეს. “მოხდა უცხო წარმოშობის სხეულის აფეთქება, სავარდაუდოდ, ეს იყო მეტეორიტი” – განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა.

წინასწარი ინფორმაციით, ურალის ტერიტორიაზე მობილური ქსელები ხარვეზებით მუშაობენ, ამავდროულად ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონში არ შეფერხებულა.

ეკოლოგები აცხადებენ, რომ რუსეთს გაუმართლა, რადგან ამ რეგიონში არის რადიაციულ ნივთიერებათა რამდენიმე საცავი, ატომური ელექტროსადგური და ბირთვული ქობინების შესანახი საწყობიც. თუმცა სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ამ ობიექტებს კურირებენ, აცხადებენ, რომ ისინი მიწაში ღრმად არიან განთავსებული, კარგად არიან დაცულნი და მსგავსი სიმძლავრის აფეთქება და ასეთი ზომის მეტეორის მიწაზე ჩამოვარდნა მათ ვერ დააზიანებს.

ექსპერტების აზრით ეს შესაძლოა იყოს ასტეროიდ “2012DA14”-ის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც დაახლოებით ნახევარი საფეხბურთო სტადიონის ზომისაა და რომელიც დედამიწას რამდენიმე საათში ჩაუვლის. მეცნიერთა პროგნოზით ასტეროიდი დედამიწას 27,7 ათასი კილომეტრის დაშორებით მოუახლოვდება. შემდეგ სპეციალისტებმა ამ ორ ციურ სხეულს შორის კავშირი გამორიცხეს.

ასტეროიდი სახელად “2012 DA14” იქნება ამ ზომის პირველი ასტეროდი, რომელიც ჩვენ პლანეტასტას ასე ახლოს ჩაივლის, მას შემდეგ რაც კოსმიურ ობიექტებზე რეგულარული დაკვირვებები დაიწყო. მანძილი, რომელზეც ციური სხეული ჩვენ პლანეტას მიუახლოვდება, თითქმის თოთხმეტჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე დედამიწის დაშორება მთვარემდე (384.4 ათასი კილომეტრი). ასტეროიდის სიჩქარე იქნება 7,8 კილომეტრი წამში.

NASA-ს გაცნხადებით “ 2012 DA14”-ის მსგავსი ასტეროიდები, დედამიწას საშუალოდ 40 წელიწადში ერხთელ უვლის, ხოლო მისი შეჯახება დედამიწასთან დაახლოებით 1,2 ათას წელიწადში ერთხელ ხდება. მეცნიერთა თქმით ამ ზომის ასტეროიდს არ შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პლანეტას, თუმცა შესაძლოა ცოცხალი არსებების სიცოცხლე იმსხვერპლოს.

 

წყარო : http://24saati.ge

lukikovani

me davibade 2001-wels

მსგავსი ამბები

Close
Close