არქივი

ცა მიწიდან იწყება

98846cb7846f
მოგზაურობა ათონზე-იქ წასვლა არაა უბრალო მოგზაურობა, ან თუნდაც რიგითი პილიგრიმობა, იქ თითქოს ცხოვრების აუცილებელ შემადგენელ რაღაც დაკარგულ დეტალს პოულობ, იქ თითქოს კი არ მიდიხარ, არამედ გადიხარ მიწიერიდან, იქ თითქოს სახელიც ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს, მსგავსი ნახევარკუნძულისა, ანუ რაღაც შუა, მიწასა და წყალს შორის
იქ წასვლა არაა უბრალო მოგზაურობა, ან თუნდაც რიგითი პილიგრიმობა, იქ თითქოს ცხოვრების აუცილებელ შემადგენელ რაღაც დაკარგულ დეტალს პოულობ, იქ თითქოს კი არ მიდიხარ, არამედ გადიხარ მიწიერიდან, იქ თითქოს სახელიც ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს, მსგავსი ნახევარკუნძულისა, ანუ რაღაც შუა, მიწასა და წყალს შორის, ხიდი თავისებური, თუმცა არა მარტო მიწასა და წყალს, არამედ მიწასა და ზეცას, ამიტომაც ჩვენს მას მთას ვუწოდებთ, მთა, რომელიც ჯვრით მთავრდება, და ზედ ტაძრით რომელიც ფერისცვალებისაა, უკვე გემიდანვე ხედავ ამ მთას, მის სილუეტს და ხვდები, რომ ეს ის გზაა რომელიც ტაძარში მიდის; ფერისცვალების ჯვარცმული გზა

ფეხი დავაბიჯე დაფნის მიწას და ემოციები ბოლომდე ვერც კი შევიგრძენი…
fb1af13c439d
..აქ კი საერთოდ ამავსო ფიქრმა და ემოციამ, ჩუმმა, უთქმელმა, მაგრამ ძალიან მეტყველმა, ივერონმა! მეც, ივერიის ერთი პატარა შვილი, იქ მივდივარ, სადაც ათასი წლის უკან მიდიოდნენ და მიდიოდნენ შემდეგშიც, სადაც იზრდებოდა, იხვეწებოდა და იჭედებოდა ჩვენი კულტურა და ჩვენი ისტორია, სადაც აღვლენილი ლოცვები ზე-ეფარებოდა მრავალტანჯულ ერთ მუჭა ერს, სადაც უამრავი ქართველი მოღვაწე აღესრულა, სადაც ბევრი ღვთის სათნო ღმერთს ესათნოა…

130a0fd9f5d6 ჩვენი გემი უახლოვდებოდა ერთერთ მონასტერს, როცა მის მისადგომთან შევნიშნეთ ბერი, რომელიც ჯდებოდა გასაბერ ნავში. ჩვენ მას დავაკვირდით. როცა კარგად მოკალათდა შეხედა ჩვენს გემს და დაგვიქნია

ხელი. მანძილი შორი იყო, მაგრამ ჩანდა, რომ თბილად გვიღიმოდა ყველას. ჩვენც, ვინც გემის ბაქანზე ვიდექით, ყველამ დავუქნიეთ ხელი და უცბად ამ ბერმა აამუშავა ელექტროძრავა და თავისი ნავი ”გააჭენა” ისე როგორც ცხენს აჭენებენ – ნავის ცხვირი ჰაერში ავარდა. ძალიან კარგი სანახაობა იყო, ყველას გაგვეღიმა. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა იქაურ ბერთან.
be49ceb36f05
მონასტერი განლაგებულია ძალიან ახლოს ზღვასთან. კომპლექსის გარეთა ნაწილი ხარაჩოებშია ჩასმული, მიმდინარეობს მშენებლობა და ალბათ რეკონსტრუქციაც. მონასტრის შესასვლელთან დიდი აბრაა ბერძნული წარწერით.

ახლა თითქმის ყველაფერი ბერძნულია, ყველა საგანი ბერძნულად მეტყველებს, მაგრამ არცერთი არაა ისეთი ხმამაღალი და სულში ჩამწვდომი,როგორც ის ძველქართული წარწერა ღვთისმშობლის ხატის პერანგზე ფრაგმენტულად რომაა და ბუსუსებს რომ გაყრის მისი შეხედვისას…
3c241a8fb0a6
ხანდახან გამორკვეულვარ ლოცვიდან,და ჩუმად თვალი შემივლია ამ მიწის ანგელოზთ, ღრმა თვალებს და თბილ.
თეთრ წვერებს, ან
მკაცრ შავს, და მაინც
თბილს…

38168b7eaf0c
თავჩახრილნი ლოცვაში იძირებიან
…ლოცვა შუაღამიანი, ჭაღნითაფლსანთლიანი,ბერნი შავმანტიანი,
eb4ecfa2c0b9
რეკვა ჩაქუჩიანი,ასეთია ის მოკლე გაფიქრებები,
რომლებიც
შუაღამის ოთხ საათზე ამდგარს და მთვარით განათებულ ქვაფენილზე
მიმავალს მეუფლება.

ათონის მთის ისტორია

ტექსტი დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალში “ჯვარი ვაზისა”, 2010, #2. აქ წარმოვადგინე მისი მცირეოდენი ნაწილი ცვლილებებით

მსგავსი ამბები

Back to top button