არქივი

წყალბადის ბომბი – ადამიანის შექმნილი ყველაზე დიდი გამანადგურებელი ძალა

http s019.radikal.ru i611 1206 d8 36c05cce6e29

წყალბადის ბომბი თავისი ენერგიის უმეტეს ნაწილს წყალბადის იზოტოპის ბირთვების შეერთებით წარმოქმნის. ატომური ბომბისაგან განსხვავებით, რომელიც ენერგიას ურანის ან პლუტონიუმის ბირთვის გახლეჩის, მძიმე ელემენტისგან მსუბუქი ელემენტების მიღების შედეგად წარმოქმნის, წყალბადის ბომბი პირიქით, საჭიროებს მსუბუქი ელემენტების მძიმე ელემენტად ქცევას მათი შეერთებით. ვინაიდან შეერთების რეაქციის განსახორციელებლად საჭიროა ძალზედ მაღალი ტემპერატურა, წყალბადის ბომბს ხშირად მოიხსენიებენ როგორც თერმობირთვულ ბომბს ან სინთეზურ ბომბს.

http s019.radikal.ru i611 1206 d8 36c05cce6e29
პირველი თერმობირთვული ბომბი 1952 წელს, აშშ-ს მიერ შეიქმნა. მისი ტესტირება ცენტრალური წყნარი ოკეანის მარჯნის კუნძულზე, ენივატოკზე მოხდა. თავდაპირველად ენივატოკი იაპონიას ეკუთვნოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი აშშ-მ დაისაკუთრა და ბირთვული იარაღების სასინჯად იყენებდა. კუნძული 1980 წელს უსაფრთხოდ გამოცხადდა და იქ კვლავ იაპონელი ხალხი დასახლდა.

http s019.radikal.ru i601 1206 14 2f7acf11de4d
მეორე თერმობირთვული ბომვი 1 წლის შემდეგ, 1953 წელს რუსეთშიც, მაშინდელ საბჭოთა კავშირში შეიქმნა. სახაროვი და ტემი ბომბის ტესტირებაზე, მის მონტაჟზე მუშაობდნენ, სანამ ზელდოვიჩის ჯგუფი თეორიულად ხვეწავდა მას. იარაღი ცენტრალური ვოლგის რეგიონში, ქალაქ საროვში მონტაჟდებოდა, სადაც ადრე ერთ-ერთი ცნობილი მართლმადიდებლური მონასტერი იდგა. 1953 წლის 12 აგვისტოს საბჭოეთის H-ბომბის ტესტირება წარმატებით დასრულდა. ბომბის მასშტაბურობამ და დამანგრეველმა ძალამ მისივე შემქმნელი სახაროვიც კი გააცვიფრა. იგი წერს:

“მე არ შემიძლია თვალი დავხუჭო იმაზე, თუ რაოდენ შემაძრწუნებელი და არაჰუმანურია ჩვენი ნაშრომი. თუმცა ომი, რომელიც ახლახანს დამთავრდა ასეთივე სასტიკი იყო. მე არ ვცოფილვარ ჯარისკაცი ამ ომში, თუმცა თავს ვგრძნობდი მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ომის ჯარისკაცად.”

ეს ექსპერიმენტი 40 წლის მანძილზე დარჩა გასაიდუმლოებული. სახაროვი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიან წევრად, სოციალური შრომის გმირად და სტალინის პრემიის ლაურეატად გამოაცხადეს. სახაროვმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამჭოეთის სრულყოფილი წყალბადის ბომბის შექმნაში, რომლის ტესტირებაც 1955 წელს განხორციელდა.

აშშ-სა და სსრკ-ს შემდეგ თერმობირთვული იარაღი დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ჩინეთშიც შეიქმნა. ამ ხუთმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ე.წ. ბირთვული კლუბი. ისინი ითვლებოდნენ ბირთვული იარაღის შექმნის უნარის მქონე ქვეყნებად. იგივე მცდელობა პაკისტანს, ინდოეთსა და ისრაელსაც ჰქონდათ, თუმცა მათ საჭირო მასალების საკმარისი რეზერვი არ აღმოაჩნდათ. უკრაინამ, ყაზახეთმა და ბელორუსმა (საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნები) თავისი მარაგები რუსეთს გადასცა.

წყალბადის ბომბის სასხლეტ მექანიზმს ატომური ბომბი წარმოადგენს. იგი თერმობირთვული ბომბის ცენტრშია მოთავსებული და შემოგარსულია ლითიუმის დეიტერიდით (ლითიუმისა და წყალბადის 2 მასის იზოტოპის, დეიტერიუმის ნაერთი). გარსის შემდეგ გამხლეჩი ნივთიერების სქელი ფენაა, რომელიც მჭიდროდ იჭერს შიგთავსს და ხელს უწყობს აფეთქების მასშტაბის ზრდას. ატომური აფეთქების შედეგად ლითიუმი იყოფა ჰელიუმად და ტრიტიუმად (წყალბადის 3 მასის იზოტოპი) და გამოთავისუფლდება ენერგია. ატომური აფეთქებისას ასევე წარმოიქმნება საჭირო ტემპერატურა დეიტერიუმის ტრიტიუმთან (50 000 000*ჩ) და ტრიტიუმის ტრიტიუმთან (400 000 000*ჩ) შეერთებისთვის. შეერთების რეაქციისას მიიღება საკმარისი რაოდენობის ნეიტრონები, რომლებიც წარმოშობენ ხლეჩას ბომბის გულში და შემდგომ ბომბის საფარი ნივთიერების ხლეჩასაც. წყალბადის ბომბის ცენტრის მახლობელ ზონაში ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ აირად აქცევს ამ ზონაში არსებულ ყველა ნივთიერ ფორმას და წნევა ძლიერად მატულობს. წარმოქმნილი წნევა ბევრად აღემატება ატმოსფერულ ზნევას. სწორედ ეს ჭარბი წნევა წარმოშობს ე.წ. შოკურ ტალღას, რომელი სწრაფად, წრიულად ვრცელდება. რაც მეტ მანძილს გადის შოკური ტალღა, მით უფრო ეცემა წნევა. წყალბადის ბომბის ეფექტი დამოკიდებულია მისი გაშვების ადგილზე, ხდება ეს ჰაერში, მიწის ქვეშ თუ წყალში.

წყალბადის ბომბის მოქმედების მექანიზმზე დაყრდნობით თეორიულად შემუშავდა ნეიტრონული ბომბი და კობალტის ბომბი. ნეიტრონული ბომბი სუფთაა რადიაქტიურად, ანადგურებს ყველა სულიერს, თუმცა მინიმალურ ზიანს არენებს შენობა-ნაგებობებს. მისი სრული ანტონიმია კობალტის ე.წ. “ბინძური” ბომბი, რომელიც ტოვებს დიდი რაოდენობით რადიოაქტიურ ნარჩენებს. მასში ურანის ნაცვლად გამოიყენება კობალტი. მისი შედეგები სრულიად გამანადგურებელია.

 

წყარო : http://mecniereba.ge

lukikovani

me davibade 2001-wels

მსგავსი ამბები

Back to top button