არქივი

როგორ ხდებოდა ბიბლიის გადაწერა

ab2dfe837531
ბიბლია უნიკალური წიგნია. არ არსებობს დედამიწის ზურგზე სხვა წიგნი, რომელსაც ესოდენ დიდი ზეგავლენა მოეხდინოს კაცობრიობის განვითარებაზე, როგორც ბიბლიას. სხვა ღირსებებთან ერთად ყველა მკვლევარი აღნიშნავს ბიბლიის ტექსტების განსაკუთრებულ სიზუსტეს და საუკუნეთა მანძილზე მის უცვლელობას. ეს აღარ გაგიკვირდებათ, თუ გაეცნობით, როგორ მუშაობდნენ ებრაელი გადამწერები ბიბლიის ასლების შესაქმნელად.

იმის მიზეზი, რომ ძვ.აღთქმის ხელნაწერები შედარებით მცირე რაოდენობით მოგვეპოვება, შეიძლება აიხსნას შემდეგი გარემოებით: 1. მასალა, რომელზეც იწერებოდა ძვ.აღთქმა, მყარი არ იყო და 2. ის რომ გადაწერის შემდეგ ხელნაწერი ნადგურდებოდა.   ახლა დავუფიქრდეთ თუ რამდენად რეალურია იმის მტკიცება, რომ ახალ ხელნაწერსა და ძველს შორის შეიძლებოდა რაიმე განსხვავება ყოფილიყო? ებრაელები ბიბლიას განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ, თუნდაც იმის გამო, რომ იგი ღვთის სიტყვად მიაჩნდათ, ხოლო თუ რამდენად მორწმუნეები იყვნენ ისინი, საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია. მაგრამ იმისათვის , რომ ფუჭი სიტყვებით არ ვისაუბროთ, მოვიშველიოთ ფაქტები, ანუ განვიხილოთ როგორ ხდებოდა ბიბლიის გადაწერა.

ებრაელებს შემუშავებული ქონდათ ბიბლიის გადაწერის მეტად მკაცრი სისტემა;

1. სინაგოგისთვის გადასაცემი ხელნაწერები უნდა შესრულებულიყო სუფთა ცხოველის (შეურყვნელის) ტყავზე;
2. ტყავი სინაგოგისთვის უნდა გადაეცა მხოლოდ ებრაელს;
3. ყოველ პერგამენტზე უნდა ყოფილიყო გარკვეული რაოდენობის სვეტი, მთელი ხელნაწერის ჩათვლით;
4. ყოველი სვეტის სიგრძე არ უნდა ყოფილიყო 48 სტროფზე ნაკლები და 60ზე მეტი;
5. ყოველ სტროფში უნდა ყოფილიყო 30 ასო;
6. ყოველი სიტყვა სახაზავით უნდა ყოფილიყო გასწორებული და თუ 3 სიტყვა უსწორმასწოროდ დაიწერებოდა, ხელნაწერს ანადგურებდნენ;
7. მელანი უნდა ყოფილიყო მხოლოდ შავი ფერის, არც ლურჯი და არც სხვა ფერი.მელანი სპეციალური რეცეპტით მზადდებოდა;
8. გადამწერს ზუსტად უნდა დაეცვა ყოველი სიტყვა, ასო და სავენი ნიშნები (ერთი შეცდომა ხელნაწერის განადგურებას მოასწავებდა);
9. არც ერთი სიტყვა, არც ერთი ასო, არც ერთი სავენი ნიშანი არ უნდა ჩაწერილიყო მეხსიერებით ანუ მანამ, სანამ გადამწერი ორიგინალში არ ჩაიხედავდა;
10. ყოველ ორ თანხმოვანს შორის უნდა დარჩენილიყო მანძილი თმის ან ძაფის სისქისა;
11. 2 აბზაცს შორის უნდა დაეტოვებინათ 9 თანხმოვნის ადგილი;
12. წიგნთა შორის – 3 სტრიქონი;
13. მოსეს მე-5 წიგნი უნდა დამთავრებულიყო ისე, რომ ბოლო სტრიქონი არ უნდა გადაეტანათ;
14. გადამწერი უნდა ყოფილიყო ნაციონალურ ტანსაცმელში;
15. მუშაობის წინ მთელი სხეული უნდა დაებანა;
16. ახლად ჩაწებული კალმით არ უნდა დაეწერა ღმერთის სახელი;
17. მუშაობისას, ვინც არ უნდა შეხმიანებოდა, თუნდაც მეფე, გადამწერს მისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია.

ძვ. ხელნაწერები მეთვალყურის მიერ ახლის სამმაგი შემოწმების შემდეგ, მიწაში იმარხებოდა _ ან წვავდნენ, ან სკოლებში გადასცემდნენ. ასე, რომ ძველი ხელნაწერების შედარებითი სიმცირე ხაზს უსვამს, თუ რამდენად სანდოა და საიმედოა ახალი.
1947 წლამდე ძვ.აღთქმის უძველეს ხელნაწერად მიჩნეული იყო ახ.წ.აღ-ის 980 წლით დათარიღებული პერგამენტი.  1947 წელს მკვდარი ზღვის მიდამობში, გამოქვაბულში ნაპოვნი იქნა 1000 წლით უფრო ძველი ხელნაწერები. კერძოდ ისაია წინასწარმეტყველის წიგნი და წარმოიდგინეთ, რომ ამ ხელნაწერსა და უძველესად მიჩნეულ ხელნაწერს შორის განსხვავება მხოლოდ 5%-ია  და ისიც მართლწერის საკითხში, დანარჩენი 95% სიტყვასიტყვით დაემთხვა.

რაც შეეხება ახალ აღთქმას აქ, საერთოდ სალაპარაკოც არაფერია, იმიტომ რომ მომხდარ ფაქტსა და ჯერჯერობით, ჩვენთვის ყველაზე ძველ ხელნაწერს შორის სულ რაღაც 30-50 წელია და ხელნაწერთა სპეციალისტები ასეთ პატარა დროის სხვაობას საერთოდ უგულველყოფენ. მეტიც , მათი აზრით , როცა საქმე ასეთ მცირე დროს ეხება, ხელნაწერი შეიძლება ჩაითვალოს ორიგინალად.

თუ ახალ აღთქმათა ხელნაწერებს შევადარებთ, მივიღებთ განსხვავებას 0.5 %-ს, იმავე შემოწმებით ”ილიადა” დამახინჯებულია 5%-ით და მაინც მისი სიზუსტე ეჭვს არ იწვევს. უფრო ნათელი რომ იყოს: სახარების ხელნაწრეში დამახინჯებულია 400 სიტყვა, ”ილიადა” -ში კი – 7640. ამასთან ერთად ნუ დაგვავიწყდება ”ილიადას” მხოლოდ 643 ხელნაწერი მოგვეპოვება , როცა ახალი აღთქმის 24000  ხელნაწერი გვაქვს. თუ ამ შედარებებით დავალთ პროცენტულობამდე, მაშინ ახალი აღთქმის სიზუსტე აბსოლუტურია.

მსგავსი ამბები

Back to top button