არქივი

ჩინეთი – გამყალბებლების მექა

d1d1a31f73a1
ჩინეთში დამზადებულ ყალბ პროდუქციას, დღეს არა მარტო ჩინეთში არამედ მთელს მსოფლიოში შეხვდებით. მხოლოდ 2003 წელს გაყალბებული პროდუქციის საბაზრო ღირებულება 24 მილიარდ დოლარს უდრიდა, მას შემდეგ კი მასშტაბები უფრო და უფრო გაიზარდა.

ქვეყანაში არ არსებობს პატივისცემა ინტელექტუალური საკუთრებისადმი. რაც შეეხება მთავრობას, ისინი ამ კანონდარღვევებზე თვალს ხუჭავენ, რადგან მილიონობით ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში.
a80efadf7fa8
გაყალბებული საქონლის ჩამონათვალი შემდეგია: კომპიუტერული პროგრამები, უცხოური სიგარეტი, წამლები, საათები, ღვინო, მანქანის ნაწილები, სამკაულები, ელექტრო ტექნიკა, ავტომობილები, ფული, ბილეთები და ა. შ. შანხაის მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ Louis Vuitton -ის ჩანთა სულ რაღაც 25$-ად, Cartier-ის საფულე 15$-ად, Wilson-ის ჩოგბურთის ჩოგანი 10$-ად, IPhone 5 150$-ად.
771eac3cb1bb
Fujian და Guangdong-ის პროვინციები გამყალბებლების სამოთხეა. ამ რეგიონებში უამრავი ქარხანა მუშაობს პროდუქციის გაყალბებაზე. აქ არსებული ქალაქები სპეციალიზდებიან სხვადასხვა პროდუქციაზე, მაგალითად: ქალაქ ტაიჯოუში მზადდება გაყალბებული ავტონაწილები, ჩანჯოუში კოსმეტიკა და ა.შ.

ჩინეთში APPLE-ის არა მარტო ოფიციალური , არამედ უამრავი გამყალბებელი ქარხანა ფუნქციონირებს. ახალი პროდუქტის გამოსვლიდან ერთ-ორ თვეში ბაზარზე გამოდის გაყალბებული პროდუქცია, რომლის ფასი ორიგინალზე 5-ჯერ ნაკლებია. მსგავს სიტუაციაშია შემდეგი ბრენდები : Prada, Louis Vuittin, Burberry, Hermes, Ralph Lauren, Givenchy და Chanel-ი.

უნდა აღინიშნოს რომ გამყალბებლები ნელ-ნელა ვითარდებიან და აუმჯობესებენ გაყალბებული ნივთების ხარისხს. მაგალითად იტალიაში აღმოაჩინეს გაყალბებული ,,როლექსის” საათები , რომლებიც ვიზუალურად თითქმის 100% -იანი სიზუსტით იყო გაკეთებული, ისე რომ მყიდველი მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანას ვერ მოახერხებდა.
d7adc338b286
2010 წელს ახალი IPhone 4 ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ბაზარზე, როცა ჩინეთის მაღაზიებში უკვე გამოჩნდა გაყალბებული IPhone 4-ები, თანაც დამატებული ჰქონდა ისეთი ფუნქციები, რაც რეალურს არ გააჩნდა. მაგალითად 2 სიმბარათის ჩასადები. მსგავსი ტელეფონები არა მარტო ჩინეთში , მთელს მსოფლიოშია ხელმისაწვდომი და რამდენიმე ასეული დოლარით იაფი ღირს. უამრავი ყალბი ტელეგონი და ელექტრო ტექნიკა იგზავნება აფრიკაში , სადაც დაბალი შემოსავლების გამო მოსახლეობა ყიდულობს ამ პროდუქციას, ხოლო მწარმოებლები კი დიდ ფულს აკეთებენ.

არსებობს გამყალბებლების ცალკეული ნაწილი, რომელიც ცნობილი ბრენდის მიმგვანებულ სახელს იყენებს : “iPhooe,” “Samsnug,” “Suny-Ericssin” and “Nckia.”
6a8415425db4
9276d5594701
8b0190abed41
გაყალბებულ პროდუქციასთან ერთად უკვე გაყალბებული მაღაზიებიც გვხვდება ჩინეთში . ქალაქ კუნმინგში უპრობლემოდ ფუნქციონირებს APPLE-ის მაღაზია, სადაც უკვე ლეგალურად იყიდება გაყალბებული პროდუქცია. პერსონალს აცვია ფირმის ლოგოიანი მაისურები, მაღაზიაში მყურდო სიტუაციაა და კლიენტისთვის სასიამოვნო ატმოსფეროა შექმნილი, მაგრამ ეს ყველაფერი სიყალბეა, რადგან კომპანია APPLE ჩინეში მხოლოდ 4 მაღაზია აქვს – 2 პეკინში და 2 შანხაიში.
f8184f57ad01
84b3d729cd2e
dc43da86c72a

 

მსგავსი ამბები

Back to top button