გასართობისაკითხავიუცნაური

ძვირადღირებული ქალიშვილობა

ქალიშვილობა საქართველოში ჯერ კიდევ ფასობს, მაგრამ ისე არა, როგორც საზღვარგარეთ. განსხვავება ისაა, რომ ,,ტკბილ” ოჯახს, იქაურ ქალიშვილებს ფული ურჩევნიათ, შესაბამისად ქალიშვილობა იყიდება, თანაც ძალიან ძვირად. თქვენ გინახავთ ამის გარდა სხვა ისეთი ინდუსტრია, რაშიც ადამიანს გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მაინც მილიონებს უხდიან? = )

Cathy Cobblerson

ქეთი 24 წლის იყო, ტეხასიდან. მან იბეის აუქციონზე გამოიტანა თავისი ქალიშვილობა, მიზეზების შესახებ კი მოგვიანებით ესაუბრა ჟურნალისტს
,,მე მოგონებები მჭირდებოდა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვებოდა და აი ისიც. თუმცა იყო სხვა ფაქტორებიც. არც ისე ადვილია პაემნებზე სიარული, მაშინ როცა მამაკაცმა იცის კოცნისა და ჩახუტების გარდა ვერაფერს მიიღებს, ამიტომაც არდადეგები ჩემთვის მოსაწყენი აღმოჩნდა. საახალწლო ფართიდანაც მარტო წამოვედი, ერთ ბიჭს უნდა გამოვეცილებინე, მაგრამ ბოლო წუთს მითხრა ფეხი ვიტკინეო. რა თქმა უნდა არ დავიჯერე. ამის შემდეგ ფიქრი დავიწყე, იქნებ ეს ქალიშვილობა იყო დამნაშავე ყველაფერში? მართალია მას ქმრისთვის ვინახავდი, მაგრამ იქნებ ეს სულაც არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი როგორც მე მეჩვენებოდა.”
ქეთი ადგა და განცხადება პირდაპირ იბეიზე გამოაქვეყნა, ბიდი 100 000 დოლარი მიუთითა, ამის შემდეგ ზუსტი ცნობები აღარ არსებობს, ამბობენ რომ ბიდმა 500 000-ს მიაღწია და დასრულდა.

Rosie Reid

როზი 18 წლის იყო, როცა 2004 წელს ქალიშვილობის გაყიდვა გადაწყვიტა. ის ბრიტანელია და ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა. ამბობს, რომ მისი ოჯახი არც ისე მდიდარი გახლდათ, მას კი ცხოვრება და სწავლის საფასურის გადახდა საკმაოდ ძვირი უჯდებოდა. თავიდან ქალიშვილობის აუქციონზე განთავსება მხოლოდ ხუმრობით დაიწყო, საბოლოოდ კი ,,რატომაც არა?”, მასში ხომ ნამდვილ ფულს იხდიდნენ, თანაც არც ისე ცოტას, და აი ასე და ამგვარად მისი სხეული 42 წლის მამაკაცმა, ცოლს გაცილებულმა და 2 შვილის მამამ იყიდა, მასში სულ რაღაც 8, 400 ფუნტი გადაიხადა. სანატრელი ღამე სასტუმროს ნომერში გაატარეს, როზი ამბობს რომ ეს მისთვის ძალიან არაკომფორტული იყო.

Graciela Yataco

2005 წელს, გაზეთებში 18 წლის პერუელი გოგონას, გრასიელას განცხადება გამოჩნდა, ის ქალიშვილობას ყიდდა. ამან პერუში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ზოგი გოგონას მეძავს ეძახდა, ზოგიც ფსიქოლოგთან კონსულტაციას ურჩევდა. ასე იყო თუ ისე, გრასიელამ ბიბისი ნიუსს ინტერვიუ მისცა.
გრასიელამ მუშაობა 8 წლის ასაკში დაიწყო, მას დედა ჰყავს და ძმა. დედა მძიმე ავადმყოფია და მუშაობა არ შეუძლია, მისი წამლების ფულიც გოგონას გადასახდელი იყო, ამიტომაც სწავლა 15 წლისამ მიატოვა, ხან კინო-გადაღებებზე იღებდა მონაწილეობას, ხანაც მოდელი იყო. მაგრამ ნაშოვნი ფულით გადასახადებსაც ვერ იხდიდა. ცალკე პატარა ძმაც ჰყავდა მისახედი, არ უნდოდა მასაც თავი დაენებებინა სწავლისთვის, არადა ოჯახს წიგნების საყიდელი ფულიც არ ჰქონდა.
,,დედაჩემი ავად იყო, მეც და ჩემი ძმაც ცუდად ვიყავით, მე უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მინდოდა წინ წავსულიყავი, მესწავლა, უბრალოდ ვიღაც გავმხდარიყავი, მაგრამ ამის შანსიც არ მქონდა, რადგანაც ყველაფერს ხომ ფული სჭირდება. ხანდახან ადამიანი გზაჯვარედინზე ხვდება, და ხედავ რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ აქვს, ჩერდები და ხედავ რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი გაქვს, და თანაც მხოლოდ ერთხელ შეგიძლია მიმართო ამ ხერხს. ეს უნდა გააკეთო, ისე რომ უკან არ მოიხედო, მხოლოდ იმისთვის, რომ ისწავლო, რაღაცას მიაღწიო და შენნაირებს დაეხმარო.
ვიცი რომ ბევრი მაკრიტიკებდა, ასეთები არიან პერუში, მხოლოდ სხვის ცუდს ხედავენ, საკუთარს კი არასოდეს. მე უბრალო ადამიანი ვარ, რომელსაც სურს წინ წავიდეს ცხოვრებაში, 8 წლიდან ვმუშაობდი, მაგრამ რას მივაღწიე, აქ მეტი გამოსავალი არაა. აქამდე არც არავინ დაინტერესებულა ჩემი ცხოვრებით, არავის უკითხავს როგორ ვიყავი, რა მიჭირდა, რამ მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე, ისინი მხოლოდ ჭორაობენ და ჩემსკენ იშვერენ თითს. მე საჯაროდაც გამოვედი და აღვწერე ჩემი სიტუაცია, მაგრამ ერთსაც არ უთქვამს დაგეხმარებიო. ”
საბოლოოდ კანადელმა მამაკაცმა მას ერთი ღამისთვის 1.5 მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ გრასიელამ გადაწყვეტილება შეცვალა და უარი თქვა ქალიშვილობის გაყიდვაზე. ამბობს, რომ ამ თემაზე დედა ელაპარაკა. სთხოვა დაფიქრებულიყო თუ რა სიხარულს მოუტანდა ასე ნაშოვნი ფული, აუხსნა, რომ ცხოვრებაში მთავარი ფული არაა და რომ ის მაინც შეძლებდა საჭირო თანხის შოვნას, ოდესმე მაინც მიაღწევდა თავისას, ასეთ წარსულს კი შეიძლებოდა ხელი შეეშალა მისთვის მომავალში.

Natalie Dylan

2008 წელს 22 წლის ქალიშვილი, ამერიკელი ნატალი გამოჩნდა, მას ფული სწავლისთვის სჭირდებოდა.
,,მესმის შეიძლება ბევრს საეჭვოდ მოეჩვენოს 22 წლის ასაკში ქალიშვილობა, მაგრამ მე ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი, სანამ ნაბიჯს გადავდგამდი. მყავდა 2 სერიოზული ბოიფრენდი,გვქონდა გარკვეული ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ კარგი ბიჭები იყვნენ და პატივისცემით მეპყრობოდნენ. მათთან ურთიერთობა ვერ აეწყო და ველოდი ისეთს, რომელშიც დარწმუნებული ვიქნებოდი, მაგრამ ასე შეიძლებოდა სულ ქალიშვილი დავრჩენილიყავი.
19 წლის რომ ვიყავი ჩემი დის ამბავი გავიგე, მან 3 კვირა იმუშავა ერთ-ერთ საროსკიპოში და საკმარისი ფული გააკეთა იმისთვის, რომ სწავლის საფასური გადაეხადა, დღესდღეობით კი კომფორტულად ცხოვრობს, მეც გადავწყვიტე რომ რაღაც მსგავსი მჭირდებოდა და ამ მეთოდს მივმართე. სიმართლე რომ ვთქვათ ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი, ბევრი მამაკაცი მწერდა, იყო შეურაცხმყოფელი შემოთავაზებებიც ბიზნესმენებისგან.”
საბოლოოდ ნატალიმ ქალიშვილობა 3.7 მილიონ დოლარად გაყიდა.

Alina Percea

2009 წელს, 18 წლის რუმინელმა ალინამ აუქციონზე ქალიშვილობა გამოიტანა. მას ფული სწავლისთვის დასჭირდა, მართალია მუშაობა სცადა და გერმანიაშიც წავიდა, მაგრამ სამსახური მალევე დაკარგა, რადგანაც გერმანული ცუდად იცოდა. შემდეგ ინტერნეტში ნატალი დილანის ამბავი ნახა, რომელმაც 3.7 მილიონი დოლარი გააკეთა 1 ღამით და ამით შთაგონებულმა გადაწყვიტა მოქმედებაზე გადასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ალინას გარეგნობა აშკარად არ უწყობს ხელს, მასთან ღამის გატარების მსურველები მაინც გამოჩნდნენ, რას გაუგებთ ისეთ უცნაურ რამეს, რომელსაც გემოვნება ჰქვია.
ყველაზე მაღალი ბიდი იტალიელმა ბიზნესმენმა დადო, მან 8 800 ფუნტი გადაიხადა, გოგონას ვენეციაში გადასაფრენი ბილეთიც უყიდა, სადაც გაასეირნა, შემდეგ კი 5 ვარსკვლავიან სასტუმროში წაიყვანა. ალინა ამბობს, რომ მას გაუმართლა, მამაკაცი მხიარული და კეთილი აღმოჩნდა, პირველმა ღამემაც კარგად ჩაიარა, მიუხედავად ტკივილისა.

Raffaella Fico

2009 წელს 20 წლის მოდელმა, იტალიელმა რაფაელამ ქალიშვილობის გაყიდვა 1 მილიონ დოლარად გადაწყვიტა. მას იტალიაში სახლის ყიდვა და სამსახიობოს კურსების საფასურის გადახდა უნდოდა. ამბობდა, რომ პირველ რიგში პარტნიორი უნდა მოსწონებოდა, თუკი მისი გარეგნობა არ დააკმაყოფილებდა, ერთ ჭიქა ღვინოს დალევდა და სულ დაივიწყებდა მის არსებობას. საბოლოოდ მან უარი თქვა თავის განცხადებაზე, ამის შემდეგ ამბობენ რომ ფეხბურთელ რონალდოს ხვდებოდა, მერე კი ბალოტელის გერლფრენდი იყო, რომლისგანაც ბავშვი ახლახან შეეძინა. თუმცა წყვილი უკვე დაშორდა ერთმანეთს.
რაფაელა ფეხმძიმობის პერიოდშიც ასე ლამაზად გამოიყურებოდა

 

…………………………………………………………………………………………………………………..

 

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close