ახალი ამბებივიდეოებისაკითხავი

მეტეორიტების წვიმა ჩელიაბინსკში


2013 წლის 15 თებერვალს, კამენსკ-ურალსკში (სვერდლოვსკის ოლქი), ლენინსკის მიკრორაიონში, დაახლოებით 08.40 წუთზე ადგილობრივი დროით ჩამოვარდა მეტეორიტი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გათენებული იყო, შესამჩნევი გახლდათ ძალზედ მკაფიო გაელვება.

დაახლოებით 9.21-ზე ისე განათდა, რომ თვითმხილველთა თქმით, შეუძლებელი იყო ნათების წყაროს დანახვა, ადამიანებმა თვალები ხელით დაიფარეს… ცაში მკაფიოდ გაიელვა თეთრ-წითელმა ობიექტმა, რომელმაც დატოვა მეტად შესამჩნევი კვალი… ერთი წუთის შემდეგ კი აფეთქებათა სერიაც გაისმა, ამას მოჰყვა დარტყმის ძალა, რომელმაც ჩაამსხვრია ფანჯრები, ქუჩაში გამოსული შეძრწუნებული ადამიანები შეშფოთებულები აკვირდებოდნენ ცაში მიმდინარე მოვლენას, რომლის დროსაც ისმოდა აფეთქებების ხმა და იგრძნობოდა რყევები.

აფეთქებები ესმოდათ ჩელიაბინსკში, ეკატერინბურგსა და ტიუმენში. თვითმხილველთა აზრით ნათება, რომელსაც ისინი აკვირდებოდნენ იყო კომეტა ან მეტეორიტი. სვერდლოვსკსა და ჩელიაბინსკში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ნახეს როგორ ცვივოდნენ ციდან ალმოდებული ობიექტები.

როგორც ИТАР-ТАСС-ი იუწყება, ჰაერში “მოხდა გაელვება, რომელმაც ძლიერი დარტყმა გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, დედამიწის ატმოსფეროში მეტეორიტი შემოიჭრა”.

“კოსმიური მონიტორინგის მოწყობილობებმა დააფიქსირეს გაელვებები ატმოსფეროს ქვედა შრეებში, ეს იყო მეტეორიტთა წვიმა”, – იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსის მოადგილე ელენა სმირნიხი. მისივე თქმით, მომხდარის შედეგად ჩელიაბინსკის მაღალსართულიან შენობებში ჩაიმსხვრა მინები. “ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება. მსხვერპლი და ნგრევა არ არის. მოსახლეობის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება”, – აცხადებს სმირნიხი.

უფრო ადრე, ძალოვანი სტრუქტურებიდან სანდო წყარო იუწყებოდა, რომ სპეციალისტები ამოწმებენ ინფორმაციას ჩელიაბისნკში, დაახლოებით 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მომხდარი აფეთქების შესახებ. ურალის რეგიონიდან შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცაში დაინახეს მკაფიო გაელვებები. ასე, მაგალითად, ეკატერინბურგიდან იუწყებიან, რომ ქალაქის გარეუბანში იხილეს თუ როგორ ჩამოვარდა ალმოდებული ობიექტი. ეს მოვლენა ტიუმენის მცხოვრებლებმაც ნახეს. ნანახი მათ აღწერეს, როგორც მანათობელი ბურთი.

ცენტრალური სამხედრო ოლქის წარმომადგენელმა РИА Новости-ს განუცხადა, რომ სამხედრო-საჰაერო ლაინერების მიერ არანაირი კატასტროფა დაფიქსირებული არ არის. კოსტანაის (ყაზახეთის ჩრდილოეთი) მცხოვრებლებმაც ნახეს მეტეორიტის აფეთქება და მისი ჩამოვარდნა, – წერს რეგიონალური გამოცემა “Наша газета”. გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს, 15 თებერვალს, დაახლოებით 9.15 წუთზე (7.15 მოსკ.) კოსტანაის მცხოვრებნი ამოუცნობი ზეციური ობიექტის ჩამოვარდნის მოწმენი გახდნენ. თვითმხილველები მიიჩნევენ, რომ ეს იყო მეტეორიტი. “უეცრად გაიელვა მოწმენდილ ცაზე. ეს იყო დიდი ცეცხლოვანი ბურთი კვამლის შლეიფით, შემდეგ ის სადღაც ჩამოვარდა. ეს ყოველივე გრძელდებოდა რამოდენიმე წამი. ჩვენი სამუშაო კაბინეტი წითლმა ნათებამ გაანათა”, – იუწყება კოსტანაის მცხოვრები ალსუ სახოვა. “Наша газета”-ს რედაქციის მონაცემებით, შემოვიდა მრავალი ზარი თვითმხილველთაგან, რომლებიც საკუთარი თვალით აკვირდებოდნენ მეტეორიტის ჩამოვარდნას.

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩელიაბინსკის სამმართველოს ძალები მაქსიმალურად არიან მობილიზებულნი. გამოცხადებულია უმაღლესი დონის განგაში. გაძლიერებულად იცავენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

ჩელიაბინსკის ოლქის მცხოვრებლებს ამ დილით ეგონათ რომ ომი დაიწყო: ყველა მხრიდან მოდიოდა შეტყობინებები გიგანტური ცეცხლოვანი ბურთების შესახებ, რომლებიც ცაში გამოჩდნენ, შემდეგ კი ქალაქის ახლომახლო ჩამოვარდნენ. მკაფიო გაელვება იხილეს ჩელიაბინსკში, კოპეისკში და ეკატერინბურგშიც კი. ამბობენ, რომ ობიექტი წააგავდა ცეცხლოვან ბურთს – ზოგიერთს ეს თვითმფრინავის კატასტროფა ეგონა, – შემდეგ კი სრულიად დაბნელდა და აფეთქების უძლიერესი ხმა გაისმა.

“დღეს, რაღაც საშინლად უცნაური და გაუგებარი რამ მოხდა! ქუჩაში ერთდროულად ამუშავდა ყოველგვარი სიგნალიზაცია, ქუჩებში თითქოსდა ვიღაცა ეთამაშებოდა ელექტრო გამომრთველს, რომელიც ჩააქრობდა და აანთებდა განათებას. ჯერ დაბნელდა, შემდეგ მკაფიო ალიონივით განათდა, თან ისე, რომ ნათებისგან თვალები გვეტკინა. 20 წამის შემდეგ კი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. სახლების ფანჯრები გაიღო, ჩაიმსხვრა მინები. ხალხი პანიკაში ჩავარდა. ყველა ქუჩაში გარბოდა. ზოგის აზრით რაკეტა ჩამოვარდა, ზოგის აზრით კი ბომბი აფეთქდა. სადმე დარეკვა შუძლებელი იყო, მობილური კავშირი გამოირთო”, – წერს თავის ბლოგში ქ. კოპეისკის ერთ-ერთი მცხოვრები.

რუსეთის საგანგებო სიტუაციის სამმართველოსა და რეგიონის აეროპორტებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვერსია გამოირიცხა. “ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ყურადღება მიაპყრეს ალმოდებული ობიექტების ვარდნას. ზოგიერთმა ისინი საჰაერო ლაინერებად მიიჩნია. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ურალის თავზე იმ დღეს არც ერთ საჰაერო ლაინერს კატასტროფა არ განუცდია, ყველა დაფრინავს საშტატო რეჟიმში”, – იუწყებიან საგანგებო ვითარებათა სამმართველოდან.

კატასტროფის “გეოგრაფიის” მიხედვით, ჩამოვარდა რამოდენიმე ნამსხვრევი. რაღაცა დაეცა ჩურილოვოზე, ემანჟილინსკზე, კიდევ ერთმა ობიექტმა პანიკაში ჩააგდო ჩელიაბინსკის მიკრორაიონ შერშნის მცხოვრებნი.

საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს ურალის რეგიონალური სამმართველოს პრეს-სამსახურის უფროსმა, ვადიმ გრებენნიკოვმა განაცხადა, რომ მეტეორიტმა გადაიფრინა ყაზახეთიდან სამხრეთით ტიუმენისკენ, კურგანისა და სვერდლოვსკის ოლქების გავლით, და სავარაუდოდ ჰაერში აფეთქდა.
დაახლოებით 20 ათასამდე მაშველი სრულ მზადყოფნაშია. მეტეორიტული წვიმის შემდეგ გამოცხადებულია საგანგებო ვითარება. სამი საჰაერო სამხედრო ლაინერი მეტეორიტების ჩამოვარდნის არეალს ამოწმებს. ერთ-ერთი ფრაგმენტი აღმოჩენილია ძნელად მისაწვდომ რაიონში.

მეტეორიტის ჩამოვარდნა ურალში იხილა ათასობით ადამიანმა. ჩელიაბინსკში მეტეორის ჩამოვარდნა არ უნდა იყოს დაკავშირებული მოახლოვებულ 45 მეტრიან ასტეროიდთან, რომლის სახელწოდებაა 2012 DA14 და რომელიც მალე ძალიან ახლოს ჩაუვლის დედამიწას.

ურალში მეტეორის ჩამოვარდნის შემდეგ მძლავრ აფეთქებებს აკვირდებოდნენ უზარმაზარი ტერიტორიის არეალში (დაახლ. ათასობით კილომეტრის რადიუსში). ამ მოვლენის შედეგები იხილეს ეკატერინბურგში, ჩელიაბისნკში, ყურგანში, ტიუმენსა და ყაზახეთშიც კი.

სამხედროებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ნამსხვრევის ჩამოვარდნის ადგილი. მათი უწყებით რადიაციული ფონი მეტეორის ჩამოვარდნის ადგილზე ნორმალურია.

უკანასკნელი მონაცემებით, დაზარალებულთა რიცხვმა ჩელიაბინსკის ოლქში ათას ადამიანს მიაღწია, იუწყება РИА Новости.

ინტერნეტ წყაროების მიხედვით.

წყარო: http://apocalypse.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close