არქივი

ყურადღება!!! ყურადღება!!!

a504cf769db9
ყველამ წაიკითხოს აუცილებლად!!!

ამ პოსტის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ აივსო მოთმინების ფიალა!!!

როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ძვირფასი საიტი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და ძალიან ბევრი ახალი მომხმარებლები გვემატება. იდება უამრავი პოსტი, დღეში მინიმუმ 30-40…

მაგრამ… რაც ყველაზე არასასიამოვნოა, საიტზე იმატა უცენზურო სიტყვებმა, დედის გინებამ, ათასგვარმა შეურაცყოფამ, ერთმანეთთან დაპირისპირებამ ,ქუჩურმა გარჩევებმა… ეს ყველაფერი კი ძალიან ცუდია, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ საიტზე ასეთი რამ დაუშვებელია!!! აქ უამრავი მოზარდი თუ ბავშვი,მანდილოსანი შემოდის და პირველ რიგში მათდამი უპატივცემულობაა ასეთი “გამოხტომები”

ამიტომ… დღეიდან თავს ვანებებთ ყოველგვარ ლმობიერებას და ცენზურის დარღვევის გამო ეგრევე დაგედებათ ბანი!!! კარგად გაითვალისწინეთ ყოველივე ეს, შემდეგ პრეტენზიები რომ არ გაგიჩნდეთ!!!

აქვე მოგიწოდებთ ყველა სტატუსიანს: გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, ნუ იზარმაცებთ და პოსტები დროულად გამოაქვეყნეთ, წაშალეთ ყველა უვარგისი პოსტი, ამას თქვენ მაგივრად მე არ უნდა ვაკეთებდე! ასევე მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ პოსტი გამართული იყოს, თავისი აბზაცებით და ა.შ. ნუ მიაბამთ ერთმანეთს მთელ ტექსტს!

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გადახედეთ წესებს კარგად, განსაკუთრებით კი ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

2.1 Ucnauri.Com-ზე დადებული ყველა მატერიალი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. საიტის ადმინისტრაცია არ წარადგენს რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ანაც ნაგულისხმებს, რომ ისინი არის სრული, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.

2.2 Ucnauri.Com-ის ავტორები არიან პასუხისმგებლები თავიანთ მასალებზე, რომლებსაც გამოაქვეყნებენ საიტზე.

2.3 Ucnauri.Com არ კისრულობს პასუხისმგებლობას არანაირ მასალაზე, რომელიც გამოქვეყნებული იქნება საიტზე.იმედია გაგებით მოეკიდებით ყოველივე ზემოთხსენებულს…მადლობთ ყურადღებისთვის…

P.S. ამ პოსტს ერთი-ორი დღით ავპინავ ყველამ რომ წაიკითხოს კარგად

მსგავსი ამბები

Back to top button