გასართობისაკითხავი

კარნავალი ბრაზილიაში

ბრაზილიური კარნავალი ყველასთვის კარგად ცნობილი დღესასწაულია, რომელიც, როგორც იცით, ყოველწლიურად ტარდება რიო დე ჟანეიროში. ის იწყება დიდი მარხვის წინა კვირას და ხორციელ სიამოვნებასთან გაყრის სიმბოლოდაც მიიჩნევა, ვინაიდან ბრაზილია კათოლიკური ქვეყანაა, სადაც ხალხი დიდი მარხვის წინ ყოველთვის ერიდება ჭამას, სმას და ყველანაირ ხორციელ სიამოვნებას.

კარნავალი სათავეს პორტუგალიელების წინა სამარხვო ზეიმიდან იღებს, სახელწოდებით ენტრუდო. ეს იყო ღონისძიება, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს ესროდნენ ტალახს, წყალსა და საჭმელს. რიოს კარნავალი პირველად 1840 წელს ჩატარდა, ხოლო მასში სამბის ელემენტები კი 1917 წელს შეიტანეს. სამბა ანგლოთა სემბის, ევროპული პოლკას, აფრიკული ბატუკისა და კუბური ჰაბანერას ნაზავია, რომელიც შავკანიანი გადასახლებული ხალხის შინ დაბრუნების აღსანიშნავი დღისთვისაა მიძღვნილი.

კარნავალი სამბის საუკეთესო სკოლების შეჯიბრად ითვლება, რომელშიც მონაწილეობას თითოეულიდან 2000-დან 5000-მდე ადამიანი ღებულობს. ეს კონკურსი მთელი კარნავალის კულმინაციად მიიჩნევა, სადაც სკოლები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული.ისინი მაყურებლებს ბრაზილიაზე დადგმულ სიუჟეტს უჩვენებენ, რომლის ხანგრძლივობაც დაახლოებით 1,5 სთ-მდეა. ზოგიერთი საკარნავალო სამოსის წონა 10 კილოგრამსაც აჭარბებს.

გაუთავებელი მხიარულების შემხედვარე, ძნელია დაიჯერო, რომ მრავალი თვის მანძილზე დაუღალავად გადიოდნენ ყოველი ნაბიჯის რეპეტიციას. ყოველ მოქმედებას მსაჯთა კოლეგია ადევნებს თვალყურს. ჟიური ყველაფერს ინიშნავს: მუსიკას და სიმღერის სიტყვებს, მოძრაობის სინქრონულობას, ტანსაცმლის მორგებას, მოქმედების სიუჟეტსა და ადგილს“. მსაჯები უმოწყალოდ აკლებენ ქულებს მედროშე ქალისა და მისი „მესტრე-სალას“ ცეკვისას არასაკმარისი ექსპრესიისთვის, დემონსტრანტების რიგებში აღმოჩენილი სიცარიელისთვის და მაყურებლის სუსტი გამოძახილისთვის.

ბრაზილიაში კარნავალი დაამკვიდრეს პორტუგალიელებმა XVII საუკუნეში, საბოლოო სახე XIX საუკუნეში მიიღო საფრანგეთის და იტალიის კარნავალების ზეგავლენით. სწორედ ევროპის კარნავალების ზეგავლენაა ფანტასტიკური კოსტიუმები და ნიღბები პიეროს, კოლომბინას და მეფე მომოს სტილში. აქედან იღებს სათავეს ასევე პირველი სხვადასხვა ფორმის საალღუმო მსვლელობები.

კარნავალის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტად ala das baianas ითვლება. ეს არის ფრთა, რომელიც სამბას სკოლის შესვლის დროს წარადგება და ფრთაში სულ ცოტა 100 მდედრობითი სქესის წარმომადგენილია თავმოყრილი.

კარნავალის სპეციალური ჟიური “სამბას” საუკეთესო სკოლასა და “კარნავალის მეფეს” ირჩევს. “მეფეს” ქალაქის მერი ქალაქის გასაღებს გადასცემს. “კარნავალის მეფე” ქალაქის სრულუფლებიანი მმართველი ხდება მხოლოდ ოთხი დღით და ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი კანონის გაუქმების ან შექმნის უფლება აქვს.

ასევე ულამაზესია ოლინდას კარნავალი, რომელიც ტრადიციულ პორტუგალიურ კარნავალთა მსგავსია, აფრიკული ზეგავლენის ცეკვების დამატებით. მთელი ზეიმი ქუჩაში იმართება და წარმოდგენას ასობით მუსკალური ჯგუფი უერთდება.

ბრაზილიის კარნავალზე სამასი ათასზე მეტი ტურისტი ჩადის. ამ პერიოდში ყველა ისვენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი სანაპირო ზოლის ქალაქები, სადაც 24 საათიან რეჟიმში იმართება ზეიმი, ამიტომაც ქალაქში გამკაცრებული დაცვაა. სწორედ ამ პერიოდში იყიდება ალკოჰოლის 80 % და ბრაზილიას სტუმრობს ტურისტების 70 % წლიური წილიდან.

ვიდეოები იხილეთ აქ:

თეგები

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Close
Close