არქივი

პატიმრებით დაკომპლექტებული„Clink“ რესტორნები…

2e77f101f739
ინგლისური რესტორანი „The Clink“, კოლოკვიალიზმით ნიშნავს – „ციხეს“.„Clink“ არის კოლოკვიალიზმი ; ის არის გამოთქმა , რომელიც არაფორმარულ მეტყველებაში იხმარება: იგი არც ჟარგონია, არც დიალექტი და არც სლენგი. ეს არის ზეპირი, არაფორმალური მეტყველებისას გამარტივებული და სახეშეცვლილი სიტყვა.
ეს რესტორანი გამოირჩევა დანარჩენი კვების ობიექტებისაგან, იმ განსხვავებით, რომ „The Clink“-ში დასაქმებულია ოფიციანტები, მზარეულები , მიმტანები, დამლაგებლები, ასე 30-მდე პატიმარ-თანამშრომელი;

4a9ba639097e
1. კარდიფში ინგლისური რესტორანი „Clink“ , რომელსაც შეუძლია დღეში მოემსახუროს 96 ადამიანს, არის მეორე ასეთი დაწესებულება დიდ ბრიტანეთში , ხოლო პირველი ასეთი რესტორანი გაიხსნა სამი წლის წინ საგრაფო სურეიში (Surrey).

ed97b97126e6
2. რესტორნის შტატში აყვანილნი არიან – კარგი დისციპლინის კრიმინლები, რომელთაც შეხება არ აქვთ ნარკოტიკებთან-ესეიგი არ არიან ნარკომანები და რომელთაც სასჯელის ვადა უმთავრდებათ 6-18 თვეში;
48fd449803af
3. რესტორნის კონცეფცია ეკუთვნის ალბერტო კრისტის (Alberto Christie), რესტორან Mirabelle -ის ყოფილ შეფ-პოვარს ლონდონში;
3f3e866f312e
4. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი , რის გამოც ალბერტო კრისტიმ გადაწყვიტა შეექმნა ანალოგიური დაწესებულება -არის ის, რომ დაეხმაროს პატიმრებს თავიანთი თავის რეალიზაციაში, თუ ზუსტად რით უნდა იყვნენ დაკავებულნი და რისი გაკეთება მათ სურთ , როცა გამოვლენ თავისუფლებაზე;
54a5452c71b3
5. ალბერტო კრისტის თქმით, პატიმარს , რომელსაც არ გააჩნია სათანადო გამოცდილება და კვალიფიკაცია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ , არ აქვს არანაირი პერსპექტივა და მომავალი.
ადამიანმა, რომელმაც მოიხადა საჯელი და თავი დააღწია ციხეს და არ აქვს თავშესაფარი, არანაირი სპეციალობა, არც სამუშაო, არც ოჯახური აურა , დიდი ალბათობაა კვლავ მოკლე დროში დაადგეს აცდენილ გზას და მოხვდეს სატუსაღოში.
ასეთი ტიპის დაწესებულებას შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს ამ მანკიერი წრიდან გამოსვლაში. პირველი ´ The Clink“ რესტორნის გამოცდილებამ აჩვენა , რომ იქ მომუშავე თანამშრომლებს შორის , ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10% იყო რეციდივი. (წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა).

1fe383be9341
6. პატიმრები მუშაობენ სხვა თანამშრომლებთან ერთად: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დრე, წელიწადში 52 კვირა, მაგრამ ისისნი იღებენ ანაზღაურებას გაცილებით ნაკლებს- $20 დოლარს კვირაში. ცვლის დამთავრებისთანავე, რესტორნის თანამშრომელი -პატიმრები უბრუნდებიან თავიანთ საკნებს;
„The Clink“ რესტორანში, ყველა კერძი მომზადებულია პატიმრების მიერ. პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება კერძების მომზადებისათვის , ამარაგებს ციხის ფერმა; ასევე ავეჯის ზოგიერთი ნაწილიც დამზადებულია პატიმრების მიერ საკუთარი ფანტაზიით და უნიკალური აქსექსუარებებით; ;
ნახეთ ვიდეო:

რესტორანი საზეიმოდ გაიხსნა 19- სექტემბერს. ნებისმიერ მსურველს რესტორანში შეუძლია ისაუზმოს და ისადილოს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ალკოჰოლური სასმელები სასტიკად აკრძალულია „The Clink“ -ში.
თუ მეორე დაწესებულების მუშაობის მცდელობამ პირნათლად გაიმეორა რესტორანის წარმატება, რომელიც გაიხსნა საგრაფო Surrey-ში, მაშინმ ორგანიზატორები დაგეგმავენ ყოველწლიურად გახსნან ყვეყნის ციხეებში ორი „The Clink.“ -ის რესტორანი.
Bon apetit! Enjoy your meal!
bon appétit-მიირთვით და ისისმოვნეთ

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button