TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

10 ყველაზე უცნაური სტომატოლოგიური კაბინეტი

fd352d783310

ჩვენ მიჩვეული ვართ , რომ სტომატოლოგიური კაბინეტი, ეს სტანდარტული, მკაცრად განსაზღვრული “მშრალი” დიზაინის მქონე დაწესებულებაა, რომელსაც ზედმეტი განსაკუთრებულობა და სილამაზე არ სჭირდება, სადაც მხოლოდ სავარძელი დევს , რომელზეც დაჯდომა არავისთვის სასიამოვნო არაა და იქვე მდგარი მაგიდა ზედ დაყრილი სამედიცინო ინსტრუმენტებით, მაგრამ აღმოჩნდა თურმე არსებობს ისეთი სტომატოლოგიური კაბინეტები, რომლებიც კი არ თრგუნავს ადამიანს შიგ შესვლისას, არამედ პირიქით განწყობას გიუმჯობესებთ და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. გთავაზობთ მსოფლიოს, კრეატიული დიზაინის სტომატოლოგიური კაბინეტების კოლექციას:

1bc6ff0fe0fc

1. მსოფლიოში უამრავი რესტორანი, სასტუმრო, საავადმყოფო და სხვადასხვა დაწესებულებაა «Hello Kitty»-ის სტილში , რატომ არ უნდა იყოს სტომატოლოგიური კანინეტი? მათთვის ვინც ვერ იტანს სტანდარტული სტომატოლოგიური კაბინეტების სტერილურ გარემოს, კაბინეტი გაფორმებული Hello Kitty-ის სტილში – ეს სასიამოვნო ალტერნატივაა… მაშინაც კი , როცა ეს ნიშნავს იაპონიაში გამგზავრების აუცილებლობას თუნდაც უბრალოდ კბილების გაწმენდვისათვის.

3e36064684a8

2. იყო მეფე ეს ძალიან კარგია, ამიტომაც სტომატოლოგიურ კაბინეტში «Royal Dental», ბუქარესტში, ყოველ პაციენტს ემსახურებიან, როგორც მეფეს. ნუ თუ მთლად როგორც მეფეს არა, ყოველ შემთხვევაში, კლიენტების სტომატოლოგიური პრობლემები იკურნება ისეთ გარემოში, რომელშიც მარია ანტუანეტაც კი ისე იგრძნობდა თავს , როგორც სახლში. კომპანია «EZZO»-ს დიზაინის წყალობით, «Royal Dental» აღაფრთოვანებს თავიანთ პაციენტებს და თანამშრომლებს მართლაც მეფური ფერთა გამით: თეთრი კედლები და სანათები, ხაზგასმულია იასამნისფერი ნაკეთობებით.

4a1f10bc22c3

3. ამ სტომატოლოგიური კაბინეტის დიზაინი, სახელწოდებით – «DFT – Dentistry for Teens» (სტომატოლოგია მოზარდებისათვის) თავიდანვე აშენებული იყო მოზარდი თაობის ინტერესების გათვალისწინებით. აქ არის სპეციალური ტექნოლოგიური სტენდი, საიდანაც მოზარდებს შეუძლიათ შევიდნენ საიტებზე, არის სასმელები, ონლაინ მუსიკა, შესაძლებელია სხვადასხვა თამაშებიც. დიზაინერული ფირმის «My Studio Line»-ის მიერ , გაკეთებული იქნა ღრუბელი დახლის ზევით, პირადაპირ როგორც კინოთეატრში. კომიქსებს დათმობილი აქვს მთელი კედელი და დამონტაჟებულია ეკრანები Xbox და Playstation -ის სათამაშოდ. მუსიკალური ავტომატი DVD და სათამაშო ავტომატი – «Ms. Pacman» რეტროს სტილში აგრეთვე წარმოადგენს გართობის ნაწილს. საოპერაციოში, რომელიც გაკეთებულია როკ-ენ-როლის სტილში, ნახავთ თითქმის 3 მეტრაინ გიტარას, ხოლო ეკრანზე პაციენტს შეუძლია ნახოს ვიდეოკლიპები ან ფილმები. ეს სტომატოლოგიური კაბინეტი გააკეთა აარონ კრისტენსენმა (Aaron Christensen), საიტის – EmbellishmentsKids.com-ის მფლობელმა.

f08137c7b79a

4. არკანზანში, 1950 წლების სტილში გაკეთებული სტომატოლოგიური კაბინეტი, მოგვაგონებს კაფეს ბენზინ გასამართ სადგურში. სიძველეების მოყვარულმა ექიმმა დევიდ მაიერსმა (David Myers), გააკეთა ყველა ავეჯი თავისი ხელებით. ოფისის მისაღებში დგას დივანი, რომელიც გაკეთებულია 1947 წლის გამოშვების «Mercury»-ის მარკის ძველი ავტომობილიდან, სკამების როლს ასრულებს 1956-1959 წლების ვარდისფერი კადილაკების საჯდომები.

6516da11c8af

5. სტომატოლოგიური კაბინეტი სახელწოდებით – «KU64», რომელიც მდებარეობს კურფურსტენდამის (Kurfürstendamm) ბულვარში ბერლინში, დაპროექტებულია კომპანია «Graft architects»-ის დიზაინერების მიერ, თანამედროვე და უფრო მეტიც ფუტურისტულ სტილში. მისი მფლობელია ექიმი ზიგლერი (Ziegler). ეს სტომატოლოგიური კაბინეტი შეიმუსავებს პრინციპულად ახალ კონცებციას ახალი სამედიცინო დაწესებულებისათვის. ინტერიერში გამოყენებულია საოცარი ფერთა შეხამება, კომბინაცია ისეთი ფერების , როგორიცაა, ნარინჯისფერი, წითელი და თეთრი. ისისნი ტამაშობენ მოწიტალო განათების ქვეშ და საბოლოოდ გამოდის საოცარი და ზალიან სასიამოვნო სტომატოლოგიური ინტერიერი. ავეჯი და ტოფოგრაფიული საგნები აგრეთვე წარმოადგენენ საგნების შსანახ ადგილს, ხოლო ტექნიკური აღჭურვილობა მთლიანად ინტეგრირებულია ინტერიერის კონტურებში.

288831c0b5e7

6. ესეც სტომატოლოგიური კაბინეტის ძალიან მაგარი დიზაინი.

a7a2b6dc98c6

7. სტომატოლოგიური კაბინეტი წარმოადგენს მშვენიერ ადგილს დაკვეთით გაკეთებული აკვარიუმისათვის. აკვარიუმი თამაშობს დამამშვიდობებელ და დამაწყნარებელ მოქმედებას პაციენტებზე. ეს აკვარიუმი გაკეთებულია ფირმა «SeaView Aquariums»-ის მიერ .

fd352d783310

8. ეს შენობა გამოიყურება , როგორც საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა. სინამდვილეში ეს არის «Colgate»-ის უზარმაზარი ინსტალაცია კბილების ჰიგიენის თემაზე, რომელიც შექმნილია დიზაინერ ჟეფ სორეის (Geoff Sowrey) მიერ. საბავშვო მუზეუმისათვის (Museo de Los Ninos).

afe124f0f8bd

9. ეს საუცხოო სურათები არის ბერლინში, ცნობილი ბავშვთა კბილის ექიმის, სუპერ-შემოქმედებითი და მულტიფუნქციური სტომატოლოგიური კაბინეტი სახელწოდებით «Kinderdentist», შემუშავებული იქნა ბრედ პიტის საყვარელი არქიტექტურული ფირმის – «GRAFT»-ის მიერ. ეს სწორედ ის ადგილია, რაც გაიძულებთ თქვენ ისურვოთ დაბრუნდეთ ბავშვობაში. ამ სილამაზის ყურებისას იფიქრებთ: რატომ არ გამოიყურება სტომატოლოგიური კაბინეტები მოზრდილთათვის ასევე?

«Kinderdentist» ეს არის წყალქვეშა სამყარო თამაშებისა და თავგადასავლებისათვის, რომელიც პატიჟებს მნახველებს გადაეშვას მასში. თქვენ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თქვენ იმყოფებით წყალქვეშა გემში და ნამდვილი თავგადასავლები მალე დაიწყება. შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ აქ კბილებსაც მურნალობენ.

5be6ccd3a4e4

10. სტომატოლოგიური კლინიკა სახელწოდებით «Children’s Dental Care» – ეს არის პედიატრიული სტომატოლოგია ჯორჯ ჰანკერსონისა (George Hankerson, DDS) და ბრენტ კვიტემის (Brent Kvittem, DDS) ხელმძღვანელობით. ორი ოფისის მშენებლობის შემდეგ, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, პარტნიორებმა გადაწყვიტეს შეემუშავებინათ შენობა თავისი სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში. ნახეს კარგი ადგილი ახლახან აშენებულ სავაჭრო ცენტრში, რომელიც სთავაზობდა ადგილებს მშენებლობისათვის. მათ მიერ არჩეულმა ადგილმა საშუალება მისცა აეშენებინათ კომერცილული და საცხოვრებელი შენობები უამრავი ბინებით, გარშემოტყმული მათ ირგვლი პედიატრიული კლინიკებით.
ექიმები ეძებდნენ ისეთ დიზაინს, რომელიც ძალიან მოეწონებოდათ ბავშვებს. დიზაინერ დიანა პალ სტრაპკოს (Diane Pahl Strapko) დახმარებით, მათ გადაწყვიტეს გაეფართოვებინათ ჯუნგლების თემა ერთი ტიპიური გაფორმებული კუთხიდან მთელს კედელზე. კომპანიასთან , რომლებიც დაკავებული არიან სამუზეუმო ექსპონატებით და მოხატვის ხელოსანთან ერთად დიანამ შექმნა კედლები პანორამული სცენებისათვის და ჯუნგლებისათვის. ისინი შეიცავენ ბამბუკის ქოხს, ქვის სკამებს, არაჩვეულებრივ ხის ქანდაკებებს.
ბავშვები, რომებიც მათთან მკურნალობენ, აგრძელებენ მკურნალობს მერეც , როცა ხდებიან მოზრდილები. შესაბამისად დიზაინიც უნდა გაკეთებული იყოს სხვადასხვა ასაკის გათვალისწინებით. ფერები და ტექსტურა ჯუნგლების სტილში გადაჭიმულია მთელს ოფისში, ინტერიერის კომბინირებულ ნაწილში მისვლამდე, რომელიც შეესაბამება, როგორც ბავშვებს ასევე მოზრდილებს.

 

მსგავსი ამბები

Back to top button