TECH & მეცნიერებაგართობა

მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასტუმროები

image002 zps2ff88d73

სად დაიძინებთ ციხეში, სასახლეში, ჰაერში თუ ამოყირავებულ სახლში თქვენი და თქვენი ფინანსების გადასაწყვეტია. მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის დროს, ადამიანი ხშირად ხვდება ათასგვარი უცნაურობის თვითმხილველი და ამაში მოგზაურებს ხელ ის სასტუმროებიც უწყობენ, სადაც გაჩერება უწევთ. უცნაური თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებს სხვადასხვა ქალაქები თუ ქვეყნები განსხვავებულ არჩევანს სთავაზობენ:

Мalmaison Hotel, ოქსფორდი, ინგლისი:

2013072811222046204
ეს არის ყოფილი ციხე, რომელშიც ამჟამად 100-მდე ძვირადღირებული კომფორტული ნომერი და რამდენიმე კაფე-ბარია განთავსებული.

Jules’ Undersea Lodge, ფლორიდა, აშშ.:

2013072811223846204თავიდან ეს იყო სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც წყალქვეშ 6 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. სასტუმრო გათვალისწინებული ორ წყვილზე და აღჭურვილია ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკით: მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, შხაპი და ა.შ. სტუმრებს განუწყვეტლივ თვალს ადევნებს სხვადასხვა ჯიშის თევზი, რაც ამ ადგილის მთავარ უცნაურობას წარმოადგენს.

Das Park Hotel, ავსტრია:

2013072811225946204

აქ მსურველებს სთავაზობენ დუნაის ნაპირზე ღამის გათევას ბეტონის მილში, რომლის დიამეტრი 2, ხოლო სიმაღლე – 2, 5 მეტრია. აქვს კარი და ფანჯრები. შიგნით დაგხვდებათ სანათი, საძილე ტომარა, საბანი და მატრასი. სხვა სასტუმროებისგან იმითაც განსხვავდება, რომ აქ ფასები ფიქსირებული არ არის და სტუმარი თავად წყვეტს რამდენი გადაიხადოს ღამის გათევაში.

სასტუმრო Kakslauttanen, ფინეთი:

2013072811232146204

ეს არის ჩრდილოეთ ფინეთში, ყინულზე განლაგებული ყინულისა და მინისგან შექმნილი ბუდეების მსგავსი პატარა ნაგებობები, საიდანაც სტუმრებს შეუძლიათ ცას უყურონ. მიუხედავად მასალისა, ნაგებობები საკმაოდ თბილი და კომფორტულია, თუმცა განმარტოების მოყვარულთათვის ნამდვილად არ არის რეკომენდირებული.

Utter Inn, შვედეთი:

2013072811241746204

ეს არის სტოკჰომლთან ახლოს ტბაზე მდებარე სასტუმრო, რომელიც ერთი შეხედვით დაივინგისთვის განკუთვნილ პლატფორმაზე განთავსებული პატარა ქოხი გეგონებათ. მაგრამ შიგნით მოთავსებულია ლუკი, რომლიდანაც მეტალის კიბის საშუალებით ჩადიხართ წყალგაუმტარ კამერაში, რომელიც საძინებლის როლს ასრულებს.

ყინულის სასტუმრო, შვედეთი:

2013072811243446204
59 ნომერზე გათვლილი სასტუმრო, სადაც ტემპერატურამ შეიძლება -30 გრადუსსაც კი მიაღწიოს, თუმცა  მუდმივი ტემპერატურა  -5 გრადუსია. სასტუმროში არის საუნა, ბარი, გალერეა და კინოთეატრი. მართალია, მატრასები ყინულისაა, მაგრამ არც ისე ცივია, რადგან მათზე ირმის ქურქია დაფარებული, საბნების მაგივრად აქ თბილ საძილე ტომრებს იყენებენ.  ზაფხულობით სასტუმრო დნება, ნოემბრის ბოლოს კი არქიტექტორები ყინულისა და თოვლისგან იმავე ადგილზე ახალ სასტუმროს აშენებენ.

Luxury Resort, სანტ-ანჯელო, იტალია:

2013072811245546204

ეს ოთხვარსკვლავიანი სასრუმრო 9000 წლის წინ კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულში განლაგდა. თითოეული გამოქვაბული ახლა ნომრის ფუნქციას ასრულებს. არის კაფე-ბარები და სამხატვრო გალერეა.

იურტების სასტუმრო, ესპანეთი:

2013072811252646204

ანდალუზიაში ზეთისხილის ხეებს შორის განლაგებულია იურტები, სადაც სტუმრები ჩიტების გალობასა და ზარების რეკას უსმენენ, ძილის წინ კი უმშვენიერესი მთის პეიზაჟით ტკბებიან.

Hotel Monasterio, პერუ:

2013072811260046204

ქალაქ კუსკოში მდებარე სასტუმრო XVI საუკუნის მონასტრის შენობაშია განთავსებული და ზღვის დინიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთის დაავადებისგან სტუმართა დასაცავად, ნომრებში სპეციალური სისტემით ხდება ნახშირბადის მიწოდება.

Les Cabanes du Bois Landry, საფრანგეთი:

2013072811262146204

ეს არის პარიზიდან 90 წუთის სავალ გზაზე, მუხის ხეებზე აგებული ხის ქოხები, რომლებიც ერთმანეთს კიბით და ხიდებით უკავშირდება. ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის შესანარჩუნებლად, სასტუმროს მფლობელებმა არ გაიყვანეს არც ელექტრობა და არც წყალი.

სასტუმრო The Mirrorcube შვედეთი:

image001_zps4f560670

ეს უზარმაზარი სარკეებით მოპირკეთებული ალუმინის დიდი ყუთია (4X4X4), რომელიც ხეებზეა ჩამოკიდებული. სასტუმრო ორადგილიანია. მასში ერთი საძინებელი, პატარა აბაზანა და სასტუმრო ოთახია.

 

Marmara Antalya ანტალია, თურქეთი:

image003_zps13ecf1ad

208 ნომრიანი სასტუმრო იმით არის გამორჩეული, რომ მისი ბოლო სართული ბრუნავს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს ხან ხმელთაშუა ზღვის, ხან მთის პეიზაჟებით ისიამოვნონ.

Giraffe Manor კენია:

image004_zps3ae65155

Giraffe Manor სასტუმრო ნაირობიში კრეატიულობის ერთ-ერთი ნიმუშია. ექვსნომრიანი სასტუმრო იმით გამოირჩევა, რომ მის ეზოში ჟირაფები სეირნობენ. ჟირაფებს შენობის ღია ფანჯრებიდან კვებავენ, რის გამოც ისინი თავს ფანჯრებში ყოფენ.

Palacio de Sal ბოლივია:

image005_zps94288ebf

სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, ბარი, რესტორანი და 15 ნომერ. – მთლიანად გაქვავებული მარილისგან არის აშენებული. სასტუმროს ადმინისტრაცია ტურისტებს მკაცრ რეკომენდაციას აძლევს, კედლებს წყალი არ მიასხან.

Godiva Chocolate Suite ნიუ იორკი:

image006_zps7bc62949

Godiva Chocolate Suite მცირე ზომის სასტუმროა ნიუ იორკში, რომლის ერთი ნომერიც მთლიანად შოკოლადისაა. სასტუმროს ავეჯი, ბრები, აქსესუარები ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს.

 Kokopelli’s Cave Bed and Breakfastფარმინგტონი:

image007_zpsbacb272a

Kokopelli’s Cave Bed and Breakfastფარმინგტონში მდებარეობს. ერთნომრიანი სასტუმრო ზღვის დონეზე 30 მეტრით ქვწმოთ, გამოქვაბულშია. სასტუმრომდე ჩასაღწევად მსურველებმა ციცაბო კლდე და სრიალა კიბეები უნდა ჩაიარონ, რის გამოც სასტუმროს მეპატრონე მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

 Dog Bark Park Inn კოტონვუდი (აშშ):

image008
Dog Bark Park Inn კოტონვუდის მთავარი ღირშესანიშნაობაა. მინი სასტუმრო კომპლექსი ძაღლის ფორმის ორი ნაგებობისგან შედგება. დიდი ძაღლის (სვიტ ვილის) თავში საძინებელი ოთახია განლაგებული. სასტუმრო-ძაღლი ხის მასალისგან არის აშენებული.

 

წყარო : lollipop.ge

Back to top button