საკითხავისასარგებლო

ედვარდ მუნკი

afdb221b7944

ედვარდ მუნკი (Edvard Munch) (დ. 12 დეკემბერი, 1863, ლეტენი — გ. 23 იანვარი, 1944, ეკელი, ოსლოს მახლობლად), ნორვეგიელი მხატვარი და გრაფიკოსი.

დიდი გავლენა იქონია გერმანულ და ზოგადად ცენტრალური ევროპის ექსპრესიონიზმზე. მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „ყვირილი“, „ავადმყოფი ბავშვი“, „მადონა“, „ვამპირი“.
ბიოგრაფია

მუნკი აღიზარდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. მამამისი, ქრისტიან მუნკი- ისტორიკოს პეტერ ანდრეას მუნკის ძმა- იყო ღრმად მორწმუნე სამხედრო ექიმი მოკრძალებული შემოსავლით. 44 წლის ასაკში იქორწინა ვაჭრის ქალიშვილზე, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო და რომელიც 33 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ედვარდი ამ დროს 5 წლის იყო. თავად ედვარდსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. მისი უფროსი და სოფიაც ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა. ედვარდის უმცროსი და ლაურა კი “მელანქოლიის” ( დღეს დეპრესიის) გამო მკურნალობდა. 5 და-ძმისგან მხოლოდ ედვარდის ძმამ ანდრეასმა იქორწინა. იგი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
შემოქმედება

მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია “კივილი”, უფრო ზუსტად, ესაა მსგავსი ნახატების სერია. თავდაპირველად ტილოს „სასოწარკვეთილება“ ერქვა. ამ სურათზე გამოსახული საშინელების სახე, რომელსაც მუნკი მთელი ცხოვრება ჰქმნიდა, დღესდღეობით კონცეპტუალური ხელოვნების სიმბოლოა.
მუზეუმი [რედაქტირება]

ოსლოში მდებარე ნაციონალური გალერეიდან 2004 წლის 22 აგვისტოს შეიარაღებულმა პირებმა მუნკის ორი ცნობილი ტილო „კივილი“ და „მადონა“ გაიტაცეს. 2006 წლის მაისში ძარცვაში სამ ბრალდებულს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის აგვისტოში პოლიციამ ნამუშევრების პოვნა მოახერხა. მთელი ეს პერიოდი ორივე ტილო დაზიანდა: ნახატებზე ნაკაწრები და სინესტე იქნა აღმოჩენილი; ტილოები ალაგ-ალაგ დაიხია კიდეც.

მუზეუმის წარმომადგენლის განაცხადებით, „კივილის“ კუთხეში გაჩენილი ლაქის მოშორება შეუძლებელია, რადგან რესტავრატორებმა რაიმე შეუქცევადი სამუშაოს ჩატარება არ ისურვეს.
მუნკის საპატივსაცემოდ მერკურიზე ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი ეწოდა.

ჩემი აზრით მან თავის ცხოვრება აღწერა თავის ფოტოებში რადგან მას ძალიან ტრაგიკული წარსული ჰქონდა და შესაბამისად ფოტოებიც მისი ცხოვრების ხასიათის მქონეა.
ჩემი უსაყვარლესი მხატვარიი თქვენ თვითონ შეაფასეთ ალბათ ყველასთვის ცნობილია მისი შემოქმედება . აი ფოტოებიც ;)  :thanks: :thanks:

4bc119c0e2e1

7c8e46a404a7

4ee4637b7138

7da5f7ff10b0

453256f55d37

fb72c4844cb6

3ac0fd86b5fc

536e6d038983

4e65c65efe78

მსგავსი ამბები

Back to top button