საკითხავისასარგებლო

ხუთი მეთოდი, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ პლანეტას


ადამიანს არ შეუძლია ერთი ხელის მოსმით შეამციროს გლობალური დათბობა, პლანეტის დაბინძურება და გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენა, მაგრამ დედამიწისადმი მეგობრული ცხოვრების წესის დანერგვით ყველას შეგვიძლია ყოველდღიურად უამრავი რამის გაკეთება, რითაც ამ მიზნებს მივაღწევთ.

წარმოგიდგენთ 5 მარტივ საშუალებას, რომლის შესრულება ყველას უმოკლეს დროში შეგვიძლია და რითაც გარემოს დავეხმარებით:

1.იმგზავრე ნაკლები ავტომობილით

ყოველ ჯერზე, როცა თქვენ მანქანას სახლში ტოვებთ , ამცირებთ ჰაერის დაბინძურებას. იუმჯობესებთ ჯანმრთელობას და ზოგავთ ფულს. იარეთ ფეხით ან ველოსიპედით მოკლე მანძილებზე. 30 წუთში ადამიანს შეუძლია დაახლოებით 2 კილომეტრამდე ან მეტი მანძილის გავლა, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბუნებრივია უფრო დიდ მანძილზე გადაადგილდებით ამ პერიოდში. კვლევებმა დაადგინეს, რომ ადამიანები რომლებით საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ იმათზე ჯანმრთელები არიან, ვიდრე ისინი ვინც მანქანებით გადაადგილდებიან. ოჯახებს რომლებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძარობენ ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა შეუძლიათ.

2.მიირთვით მეტი ბოსტნეული

ცოტა ხორცის და მეტი ბოსტნეულის, მარცვლეულის ჭამით იმაზე მეტად ეხმარებით გარემოს ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ხორცის და კვერცხის საკვებად გამოყენებას წვლილი შეაქვს გლობალურ დათბობაში, რადგან პირუტყვის და ფრინველის გაზრდის დროს ბევრად მეტი მავნე გაზი გამოიყოფა, ვიდრე ბოსტნეულის მოყვანის შემთხვევაში. 2006 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს რომ ბოსტნეულის დიეტა უფრო სასარგებლოა გარემოსთვის ვიდრე ჰიბრიდული ავტომობილის შეძენა.

ცხოველის გაზრდას ასევე ჭირდება დიდი რაოდენობით საკვები, წყალი , მიწის ნაკვეთი . ყოველწლიურად მხოლოდ შეერთებულ შტატებში სასოფლო-სამეურნეო მიწის 80%, წყლის რესურსების 50% და მარცვლეულის 70% პირუტყვის გაზრდას ჭირდება. სალათის გაკეთებას , ჰამბურგერის დამზადებაზე გაცილებით ნაკლები დრო ჭირდება, ის უკეთესი როგორც თქვენთის ასევე გარემოსთვის.

3. გადაერთეთ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებზე


პოლიეთილენის პარკების დამზადებას უამრავი რესურსი ჭირდება, ანაგვიანებს გარემოს , კლავს მილიონობით ცხოველს და წყლის ბინადარს. ყოველწლიურად რამდენიმე ტრილიონი პოლიეთილენის პარკი გამოიყენება – მილიონზე მეტი წუთში. ქაღალდის პარკების დამზადება გაცილებით უკეთესია, მაგრამ მისი მთავარი უარყოფითი მხარე სიძვირეა, რადგან დიდი რაოდენობით ნატურალური რესურსი გამოიყენება. მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების დამზადებას არ ჭირდება დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსი და ერთხელ გამოყენების შემდეგ მისი გადაგდება არ მოგიწევთ.

4. შეცვალეთ სახლში ნათურები

LED (ეგრეთწოდებული ეკონომ ) ტიპის ნათურები გაცილებით უფრო ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული ნათურები, რომელიც ედისონმა გამოიგონა. თანამედროვე ნათურები 2/3 ით ნაკლენ ენერგიას მოიხმარენ და 10 ჯერ მეტი გამძლეობა აქვთ ტრადიციულ ნათურებთან შედარებით. თანამედროვე ნათურების გამოყენებით გარემოს ნაკლები ზიანი ადგება და თქვენი ფულიც მნიშვნელოვნად იზოგება.

5. გადაიხადეთ გადასახადები ონლაინ სისტემების მეშვეობით


დღეს უკვე უამრავი ბანკი თუ ბიზნეს დაწესებულება სთავაზობს თავიანთ კლიენტებს გადასახადების ონლაინ რეჟიმში გადახდას, რაც მნიშვლელოვნად ამცირებს ამ საქმისათვის გამოყენებული ქაღალდის რაოდენობას. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, დაზოგავთ დროს, ფულს და შეიტანთ წვლილს გლობალური დათბობის შემცირებაში, რადგან ტყეების გაკაფვა შემცირდება. თქვენ შეგიძლიათ დღესვე გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ვებ-გვერდზე, რაც იმაზე ცოტა დროს საჭიროებს ვიდრე ბანკში მისვლაა და დაიწყოთ გადახდა ონლაინ რეჟიმში.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close