არქივი

და შენ რომელი სისხლის ჯგუფი გაქვს?

RBC+compatibility

თუ ჩვენთან აინტერესებთ ხოლმე, თუ ვინ ხარ ჰოროსკოპით, იაპონიაში პიროვნების უკეთ გასაგებად ინტერესდებიან მისი სისხლის ჯგუფით. ხანდახან სამსახურში მიღებისას ზუსტად ამ კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ (რა დასამალია და, ერთ-ერთ დიდ ქართულ კომპანიაზეც მსმენია მსგავსი ამბავი, ოღონდ აქ ზოდიაქოს ნიშნებზე კეთდებოდა აქცენტი რეკრუტინგისას).

იაპონელმა მეცნიერმა პოშიტაკე ნომიმ ჩაატარა გამოკვლევა, სადაც მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და დაამტკიცა ამ თეორიის სანდოობა. მოკლედ წარმოგიდგენთ ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების ძირითად მახასიათებლებს:

  • სისხლის I ჯგუფი. თქვენ მიისწრაფვით ლიდერობისკენ. როდესაც მიზანს დაისახავთ, იქამდე იბრძვით, სანამ არ მიაღწევთ მას. შეგიძლიათ წინსვლისთვის მიმართულების სწორად არჩევა. გჯერათ საკუთარი ძალების, არ გაკლიათ ემოციონალურობაც. თუმცა სისუსტეებიც გახასიათებთ: ძალიან ეჭვიანი და მშფოთვარე ხართ, გარდა ამისა ავადმყოფურ აბიციურობასაც ავლენთ.
  • სისხლის II ჯგუფი. უპირატესობას ანიჭებთ ჰარმონიას, სიმშვიდეს და მოწესრიგებულობას. სხვა ადამიანებთან კარგად მუშაობთ. ხართ მგრძნობიარე, მომთმენი და კეთილგანწყობილი. სისუსტეებს შორის ხაზგასასმელია – სიჯიუტე და მოდუნების უუნარობა.
  • სისხლის III ჯგუფი. თქვენ ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტი ბრძანდებით – აშკარად ხართ მიდრეკილი მოიქცეთ ისე, როგორც თქვენ მოგწონთ. ადვილად ეგუებით ყველაფერს, მოქნილი ხართ და არ უჩივით წარმოსახვის დეფიციტს. თუმცა დამოუკიდებლობის სირვილი ხანდახან შეიძლება ზედმეტი იყოს და სისუსტეში გადაგივიდეთ.
  • სისხლის IV ჯგუფი. თქვენ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება ბრძანდებით, ადამიანებს უყვარხართ და თქვენთან ერთად თავს კარგად გრძნობენ. იცით მათი გართობა, ამავდროულად ტაქტიანი და სამართლიანი ხართ გარშემომყოფების მიმართ. მაგრამ ხანდახან ძალიან უხეშიც. გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება.

 

გარდა ამ კლასიფიკაციისა, გთავაზობთ სხვასაც, რომელიც არაა დაფუძნებული ისეთივე გრანდიოზულ კვლევაზე, როგორც პოშიკატესი, მაგრამ შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის.

 

მამაკაცი:

I ჯგუფი – ნამდვილი მამრია, სულ აღგზნებულია. უარს არ ღებულობს ქალებისგან.

II ჯგუფი – მორიდებულობა ცოტა ანელებს მათ. ურჩევნიათ ქალი კინოში დაპატიჟონ, გზაში უყიდონ ნაყინი, დასხდნენ ბოლო რიგებში და მორცხვად ,,შემთხვევით” ხელი შეახონ მუხლზე ან მხარზე.

IIII ჯგუფი – მისი მიზანი არაა გულების მოგება. უარსაც უპრობლემოდ იღებს და შეუძლია ამის მიუხედავად ურთიერთობის გაგრძელება. უბრალოდ მოსწონს, როცა ის მოსწონთ.

IV ჯგუფი – მიუხედავად შესანიშნავი ნიჭისა, შეაყვარონ თავი ქალბატონებს, მათ ახასიათებთ დაურწმუნებლობა და ეჭვები. უყვარდებათ თავდავიწყებით.

 

ქალბატონი:

I ჯგუფი – სექსამდე ძუნწია. ეჭვიანია

II ჯგუფი – შესანიშნავი ცოლები არიან – ერთგული და მოსიყვარულე. მორიდებულობა ქალბატონებსაც ახასიათებთ.

IIII ჯგუფი –  ექსტრავაგანტულები არიან. ადვილად აყვარებენ თავს მამაკაცებს. ამის გამო ეშინიათ მათთან დაოჯახება. თუმცა დროთა განმავლობაში ერთგულები და საკმაოდ კარგი მეოჯახეები დგებიან.

IV ჯგუფი – ძალიან ბევრ რამეს აქცევენ ყურადღებას მამაკაცის შერჩევისას და მომთხოვნებიც არიან მათ მიმართ.

 

 

404390 571746699521774 83174291 n

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button