საკითხავისასარგებლოუცნაური

მწერიჭამია მცენარეები

მწერიჭამია მცენარეები იგივე მტაცებელი მცენარეები არიან 630 სახეობისაგან შემდგარი მცენარეთა 19 ოჯახი რომლებიც გავრცელებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არქტიკიდან – ტროპიკებამდე და ზღვის დონიდან ალპურ სარტყლამდე. ეს მცენარეები ძირითადად იკვებებიან მცირე ზომის მწერებისა და ცხოველების დაჭერითა და შემდეგ გადამუშავებით. ამის გამო ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებული ნიადაგის ნაყოფიერებაზე.

Dionaea muscipula

Pinguicula gigantea

Drósera

მწერიაჭამია მცენარეები ძირითადად მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეებია, რომელიც ყველგან გვხვდება. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია 4 გვარის 7 სახეობა. დიდი ზომის მცენარეები ხშირად იკვებებიან ისეთი ცხოველებითაც როგორიცაა: ბაყაყი, ხვლიკი, თაგვი, ვირთხა და მცირე ზომის ჩიტები.
მწერიჭამია მცენარეების ევოლუციის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს, რადგან მათი სტრუქტურის გამო ქანებში მცირე ნაშთი არის შემორჩენილი, ძირითადად მტვრისა და თესლის სახით.

Brocchinia reducta

Drosera regia

Heliamphora chimantensis

ამ მცენარეებს ნადირობის ორი ტიპი გააჩნიათ. ერთი ნაწილი იყენებს მუდმივად მოძრავ ორგანოს მწერების დასაჭერად, ხოლო მეორე ნაწილი ორი ტიპისაა – 1. ფოთლებსა და სხვა ნაწილებზე გამოყოფს ლორწოვან და წებოვან გამონაყოფს რითაც ჯერ იზიდავს და შემდეგ იკრავს მსხვერპლს და 2. გააჩნიათ დოქისებრი და ქილისებრი პატარა გამონაზარდები რომელიც სავსეა გადამამუშავებელი ნივთიერებით და მასში ჩავარდნილი მწერი იქიდან ვეღარ ამოდის.

Cephalotus follicularis

Nepenthes ampullaria

Nepenthes rajah

მწერიჭამია მცენარეები აგრეთვე კულტივირებულია როგორც ოთახის მცენარეები. ჩვეულებრივი ოთახის მცენარეებისაგან განსხვავებით მათი მოვლა სპეციფიურია, რადგანაც ისინი გარდა წყლისა საკვებად აგრეთვე საჭიროებენ მწერებს და სხვადასხვა ცილების შემცველ პროდუქტებს.

Nepenthes lowii

Sarracenia

თეგები

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

Close
Close