გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ფეხბურთის შესახებ

იცით თუ არა , რომ ფეხბურთი ოფიციალურად აკრძალულია ავღანეთში, გრენლანდიასა და კამპუჩიაში? საინტერესო ფაქტი —ამერიკაში, შტატ იუტაში, ევროპული ფეხბურთი აკრძალულია ერთი პირობით, მოედანი უნდა იყოს დაშორებული ეკლესიისაგან 1.5 მილით. ამ დროს ამერიკული ფეხბურთისათვის, ბეისბოლისა და გოლფისათვის ეს დაშორება არის მხოლოდ 0.5 მილი.

– ცნობილი ფაქტია, რომ ინგლისელები არიან ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები და მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ თავიანთი საყვარელი გუნდის გამო. ამავე დროს ყოველწლიური ზარალი, რომელსაც ისინი აყენებენ სახელმწიფო და კერძო ქონებას, უდრის 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს.

– ალბათ ყველას გაინტერებთ რას ნიშნავს ყველასათვის ნაცნობი სიტყვები “ოლე-ოლე-ოლე”, რომელიც ხშირად გვერსმის სტადიონზე. აღმოჩნდა , რომ ის წარმოშობით ესპანეთიდანაა. სიტყვა “ოლე” ტრანსფორმირდა სიტყვისაგან “ალლაჰ”. ამ სიტყვას VIII საუკუნეში, არაბების მიერ დაპყრობილ ესპანეთში, არაბები ლოცვის დროს წარმოთქვამდნენ ხოლმე. მოგვიანებით სიტყვას “ოლე” წამოიყვირებდნენ კოპიდისა და ფლამინკოს ცეკვის დროს.

– ცნობილი მუსიკოსი ხულიო ეგლასიასი ახალგაზრდობაში იყო მეკარე და რეალის მადრიდშიც თამაშობდა, მაგრამ მისი საფეხბურთო კარიერა დამთავრდა როცა ის იყო 20 წლის – ის ავარიაში მოხვდა და იძულებული გახდა თითქმის 3 წელი გაეტარებინა საავადმყოფოში. ხულიო ეგლასიასი იყო პარალიზებული, მას მხოლოდ ხელების მოძრაობა შეეძლო. საავადმყოფოში მან ისწავლა გიტარაზე დაკვრა და შედეგად ცნობილი მუსიკოსიც გახდა.

– ფეხბურთის ისტორიაში დარეგისტრირებულია ყველაზე უდისტიპლინო მატჩი, რომელიც შედგა დიდ ბრიტანეთში 1969 წლის 3 ნოემბერს, გუნდ -“ჰანტსი”-ს (ხაუ-ლი) და “სურეის”-ს (ტონგჰემი) შორის. არბიტრი იძულებული გახდა დაესაჯა აბსოლუტურად ყველა მოთამაშე – 22 ფეხბურთელი.

– ბრაზილიაში საფეხბურთო მატჩის დროს მოულოდნელად ქარმა მოედანზე წამოიღო რამდენიმე პარაშუტისტი. ერთი პარაშუტისტი მეკარის თავზე სწორედ იმ მომენტში დაეშვა, როცა გოლკიპერი აპირებდა დაუფლებოდა ბურთს. ბურთი აღმოჩნდა კარებში და არბიტრმა ჩათვალა გოლი, მიუხედავად მოწინააღმდეგე გუნდის დიდი წინააღმდეგობისა. ის ამ ფაქტს არბიტრი ზეძალების ჩარევად ხსნიდა.

– ფეხბურთის ისტორიაში დაფიქსირებულია ყველაზე გრძელი საფეხბურთო მატჩი. კერიში, კლუბ “კალინაფერსის” ორი ირლანდიური გუნდი თამაშობდა 65 საათსა და 1 წუთს. ეს მატჩი მიმდინარეობდა 1981 წლის 1-3 აგვისტოს.

– ქალაქ ასტში (იტალია) ადგილობრივი გუნდის მასკიოს ფორვარდმა თამაშის დროს დარტყმისას ფეხი ააცილა ბურთს და ფეხით ამოთხარა მიწა და ფეხიც დაიზიანა. მას შემდეგ რაც გამოიკვლიეს გრუნტი, იპოვეს ჩონჩხი, რომელიც აღმოჩნდა ძვირფასი ისტორიული აღმოჩენა. ფეხბურთელმა მიიღო სოლიდური ფულადი პრემია და დააჯილდოვეს სიგელით “არქეოლოგიური აღმოჩენაში დამსახურებისათვის”.

– ბრაზილიელი ფეხბურთელი პინეირო — წარმოადგენს თავისსავე კარებში გოლის გატანის რეკორტცმენს. მხოლოდ ერთ სეზონზე მის მიერ თავისსავე კარებში გატანილი აქვს 10 გოლი. მას შემდეგ , რაც ის გადაიყვანეს თავდამსხმელად, მან პირველსავე თამაშში გაიტანა გოლი საკუთარ კარში. 25 წლის იუბილეზე მას მეგობრებმა აჩუქეს კომპასი წარწერით: “გახსოვდეს რომელ მხარესაა მოწინააღმდეგე” .

– ხმაურიანი ფეხბურთი. სტადიონზე დაფიქსირებული ხმაურის რეკორდული დონე არის – 130,7 დეციბელი. რეკორდი დადგენილია 2005 წელს, ინგლისის ლიგის ფინალური მატჩის დროს, მას შემდეგ “ლივერპულის” ფეხბურთელმა რიისემ რაც გაიტანა გოლი “ჩელსის” კარებში. ეს მიღწევა შეტანილია გინესის წიგნში.

– 60-იან წლებში ძალიან თავისებური რეკორდი დაამყარა კლუბ “ბრეშია”-ს (იტალია) მცველმა მაციამ. “მონტოვა”-ს გუნდთან მატჩის დროს მან 38-ე წამზე გაიტანა ყველაზე სწრაფი ავტოგოლი – გოლი საკუთარ კარებში.

– ფეხბურთის ისტორიაში ცნობილია ფაქტები, როცა წითელ ბარათს თავისსავე თავს აჩვენებდნენ. ენდი უეინმა, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი გოლკიპერთან, თავის თავს აჩვენა წითელი ბარათი. ეს მოხდა “როიალ მეილისა” და “პიტებორო ნორტ ენდი”-ს მატჩის დროს.

– 1959 წელს ქალაქ ჰელზენკირჰენში (გერმანია) სტადიონის ადმინისტრაციამ ფეხბურთის და ფრენბურთის მატჩი შეცდომით დანიშნა ერთდაიმავე დროს. არცერთ გუნდს არ სურდა დაეთმო შეხვედრა. ამიტომაც მატჩები გაიმართა ერთდროულად. მოედანზე ერთდროულად თამაშობდა 4 გუნდი. მატჩი ბოლომდე წარმატებით ჩატარდა.

– ისრაელის პარლამენტში 36-ჯერ განიხილეს საკითხი, ფეხბურთის მატჩების შაბათს გამართვაზე. უკვე მეშვიდე წელია კანონპროექტი განხილვაშია.

– ბოსტვანის ნაციონალურმა ნაკრებმა 28 წლის განმავლობაში ვერ შეძლო მოეგო ვერცერთი საერთაშორისო შეხვედრა. ამ ხნის განმავლობაში გუნდში შეიცვალა 50-ზე მეტი მთავარი ტრენერი.

– იცით რატომ ქვია თერთმეტმეტრიან საჯარიმოს პენალტი? ის ფეხბურთის წესების ექსპერტმა, ირლანდიელმა ჯონ პენალტიმ 1891 წელს შემოიღო და ის დარჩა ისტორიაში მისი სახელით. პირველად პენალტი შესრულდა ირლანდიაში საფეხბურთო ლიგაში.

– 1969 წელს გონდურასის საფეხბურთო ნაკრების წაგებამ სალვადორის ნაკრებთან, გამოიწვია ექვსდღიანი ომი ამ სახელმწიფოებს შორის.

– ძალიან იშვიათი და საინტერესო ფაქტი, გუნდ “ასტონ ვილას” ფეხბურთელმა – კრის ნიკოლმა, 1976 წლის 20 მარტს, მატჩში “ლესტერ სიტის” წინააღმდეგ, გაიტანა 4 ბურთი , ორი საწინააღმდეგო და ორიც თავისივე კარებში. შედეგი — 2:2! (ამათმა კალაძის ამბავი არ იციან ალბათ :))

აი ასეთი საინტერესო და უცნაური ფაქტები ფეხბურთის შესახებ, იმედია ისიამოვნეთ! :)

 

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close