საკითხავისასარგებლო

წყალი, ატმოსფერო და კლიმატი (ნაწილი II)

”წყალი განსაკუთრებულია, არ არსებობს გრანდიოზულ გეოლოგიურ პროცესებზე გავლენის მქონე სხვა ბუნებრივი სხეული, რომელიც წყალს შეედრება…

”წყალი განსაკუთრებულია, არ არსებობს გრანდიოზულ გეოლოგიურ პროცესებზე გავლენის მქონე სხვა ბუნებრივი სხეული, რომელიც წყალს შეედრება. ყველა მიწიერი ნივთიერება, მინერალი, მთის ქანი, ცოცხალი ორგანიზმი წყალს შეიცავს. ყველაფერი მიწიერი, წყლით გამსჭვალული და მოცულია” – ასე წერდა წყლის შესახებ ცნობილი მეცნიერი ვ. ვერნადსკი.
ატმოსფეროში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი წყლის ფოტოდისოციაციაა. წყლის რაოდენობა, რომელიც გადაინაცვლებს დედამი-წის ზედაპირიდან ატმოსფეროს ზედა ფენებში ძალზე მცირეა, თუმცა ზედა ფენებში მოხვედრისას ფოტოდი-სოციაციას განიცდის: H2O (ა) + hν = H (ა) + OH (ა) OH (ა) + hν = H (ა) + O (ა) ზოგი მეცნიერი თვლის, რომ დედამიწის არსებობის ადრეულ სტადიაზე, როდესაც მას არ გააჩნდა ჟანგბადის ატმოსფერო, წყლის ფოტოდი-სოციაციამ გარკვეული როლი შეასრულა ჟანგბადის ატმოსფეროს კლიმატის ფორმირებაში.
კაცობრიობამ დიდი ხნის წინ შეაფასა წყლის როლი ადამიანის ძალისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია იცოცხლოს 40_50 დღე, უწყლოდ კი, არა უმეტეს 2_3 დღე-ღამისა. ჩვენი წინაპრების დაკვირვებულობის და სიბრძნის შედეგია ის ფაქტი, რომ, როდესაც ადამიანი ცუდად ხდება, სასწრაფო დახმარების სახით, წყალს ასმევენ. თუ ადამიანი წყლის 10%-ს კარგავს იწყება თვითმოწამვლა, ხოლო 21%-ის დაკარგვა სიკვდილს იწვევს. ადამიანები ამჯობინებენ წყლის მახლობლად დასახლებას (ზღვის, ტბების და მდინარეების ნაპირებთან). ”წყალი ოქროზე ძვირია” – ამტკიცებდნენ ბედუინები, რომლებიც მთელი ცხოვრება მომთაბარე-ობდნენ უდაბნოში. წყალს, როგორც სიცოცხლის წყაროს, თაყვანს სცემდნენ მიწათმოქმედები, მონადი-რეები და მეთევზეები.
წყალი სდევს ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს, იგი სიცოცხლესთან ასოცირდება. დედამიწაზე სიცოცხლე წარმოიშვა ოკეანეში _ წყალში. ვარაუდობენ, რომ პირველი ცოცხალი ორგანიზმი წყალში გაჩნდა, შემდეგ ისეთ განვითარებას მიაღწია, რომ წყლის გარეშე შესძლო არსებობა. წყალში იწყებს სიცოცხლეს ნებისმიერი მარცვალი და ემბრიონი. მხოლოდ წყალში შეიძლება წარმოიქმნას ის ფიზიკურ-ქიმიური ძალები, რომლებმაც შექმნეს ცოცხალი მატერიის საწყისი _ ცილები და ნუკლეინის მჟავები. წყალი ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენს აზროვნების და მეხსიერების მექანიზმის ერთ-ერთ კომპონენტს, ადამიანის ტვინის ძირითადი მასა წყალია. იგი გადამწყვეტ როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემის საქმიანობაში. უწყლოდ ვერ იარსებებს სიცოცხლის ვერც ერთი ფორმა. წყლის კულტი დამახასიათებელია მსოფლიოს სხვადასხვა ხალხისათვის. შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ ყველა რელიგია წყლით კურთხევას იყენებს. ქართულ ენაში მრავლად გვაქვს წყალთან დაკავშირებული გამოთქმები: უკვდავების წყალი, მოწყალება, ენაწყლიანი, წყალობა, წყალწყალა, წყალ-მანკი, გულის გაწყალება, წყალივით სუფთა, წყლის ძალა მოგცათ ღმერთმა, წყლის ამღვრევა, წყალში გადაყრა, წყალი არ გაუვა, წყალივით იცის, წყლის ნაყვა, წყალი შეუდგა, წყალსაც წაუღია, წყალს ამღვრევს, რა წყალში გადავვარდე და სხვა. ამრიგად, წყლის როლი განუზომლად დიდია ცოცხალი ორგანიზმის გაჩენა-განვითარებაში, ატმოს-ფეროს კლიმატის და ამინდის ფორმირებაში, კოსმოსის კვლევის საქმეში, მეცნიერებასა და ტექნიკაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

loading...
თეგები

scientist

თუ დროულად უარყოფ, უხვადაც მიომკი. უსაქმურობა ყველა ბოროტების საწყისია

მსგავსი ამბები

Close
Close