არქივი

ფარაონების ნამდვილი წარმომავლობა

e55bdeaa90c3

ნუთუ მართლა აქვთ რამე შეხება ფარაონებს საქართველოსთან ?! …

ფესტოს დისკოსთან დაკავშირებულ მოხსენებაში ბატონმა გია კვაშილავამ ფაქტიურად სრულიად ახალი ვერსია გამოთქვაიმის შესახებ, რომ ეგვიპტეში მოღვაწე ფარაონთა დინასტია უშუალოდ არის დაკავშირებული “ქართულ საწყისებთან”… კვაშილავამ საკმაოდ მტკიცე არგუმენტები მოიშველია იმის დასადასტურებლად, რომ პირველი ფარაონი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი კოლხი (“ქართველი”) მეფე…
არადა პირადად მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით მოკრძალებული “კვლევა-ძიება” ჩატარებული და მაშინ მეც იგივე დასკვნამდე მივედი, რომ ფარაონები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ქართული გენეტიკის მატარებელნი… ამ სიტყვის სუფთა ქართულ კონსტრუქციასაც დააკვირდით – “ფარა-ონი”… (მაგრამ განსხვავებით ბატონი კვაშილავასაგან მე ვფიქრობ, რომ ფარაონების სახელი ყველა გათვლით მაინც რაჭის ამჟამინდელ ტერიტორიას უნდა უკავშირდებოდეს ვიდრე კოლხეთისას… მაგრამ აქ დიდად სადაო არც არაფერია და მთავარი ის არის, რომ ფარონების “ქართული” წარმომავლობა დასტურდება)
საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ არღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და თეორიულ დონეზე მაინც თუ უშვებთ იმას, რომ ეს შესაძლებელია მართლაც სიმართლე გამოდგეს…

e3ac79452506

ხოლო, რაც შეეხება ამ სიტყვის ეტიმოლოგიას, იოსებ ფლავიუსი ამბობდა, რომ ის ეგვპტურად ნიშნავდა “მეფეს”,  კოპტურ ენაში არის ასეთი სიტყვა “ფურო”, რომელიც ასევ მეფის მნიშვნელობით იხმარება.  ანუ მისი ეტიმოლოგია და წარმოშობა დაუდგენელია, ხოლო რაც შეეხება ფარა-ონი… ასეთ განმარტებას.

ანუ “ფარა” როგორც ცხვრის ფარა და მწყემსი როგორც “ონი”… ნუ რა გითხრათ, ჩემთვის მაგალითად მსგავსი სახელდებადა განსაზღვრა მონარქის აღმნიშვნელი სახელისა აბსურდულია და საფუძველს ვერ ვხედავ.. თანაც “ონ” – ეს ბოლოკიდური ეგვიპტური ენისთვის დამახასიათებელ საკვეცად ჩანს…

ფარაონი არ ითარგმნება, როგორც მეფე და არც როგორც იმპერატორი. მის ხელში იყო გაერთიანებული სასულიერო და საერო ხელისუფლება და ითვლებოდა მაატის-ძველეგვიპტური კოსმიური წესრიგისა და სამართლიანობის ქალღვთაების-განმხორციელებლად. მის სახელს ეგვიპტელები ხმამაღლა არ წარმოსთქვამდნენ. ფარაონი წარმოდგება ორი ეგვიუპტური სიტყვისაგან პერ-აა და ნიშნავდა “დიდი სახლი”. ასე მიმართავდნენ კიდეც მას, რათა არ წარმოთქმულიყო მისი სახელი.

თითოეული ფარაონის ტიტულატურა შედგებოდა 5 ნაწილისაგან:

1. როგორც ღმერთ ჰორის განსახიერება;
2. ქალღმერთების ნეჰბეთისა (ზემო ეგვიპტის სიმბოლო ორბის სახით) და უაჯეთის (ქვემო ეგვიპტის სიმბოლო კობრის სახით) განსახიერება.
3. ოქროს ჰორი.
4. საკუთრივ ფარაონის სახელი
5. ღვთაებრივი მამის სახელი, ანუ “რას შვილი, ძე” (რე-მზა, რა-მზა)

სამეფო დინასტია დედის ხაზით განისაზღვრებოდა. მართალია, ფარაონი სიცოცხლეშივე იყო გაღმერთებული მოსახლეობის მიერ, მაგრამ არ ჰქონდა სავსე ღმერთის სახე, არამედ ითვლებოდა ღმერთკაცად. მოკვდათაგან მხოლოდ მას შეეძლო ჰქონოდა კავშირი ღვთაებრივ სამყაროსთან.

აი საინტერესო დეტალი – საქმე იმაშია, რომ გაერთიანებული ეგვიპტის პირველი ფარაონის მენესის და შემდგომ ნარმერის გამოსამსახველ ნახატებზე ჭარბობს გემების და ხარის თემატიკა – ანუ ხარის კულტი ნამდვილად ანატოლიური წარმოშობისაა – რაზეც მეტყველებს ხარის კულტის აღმოჩენა ჩათალ-ჰუიუკში და მესოპოტამიაში – ანუ ხარის კულტი ეგვიპტეში შეტანილია და არა ადგილობრივი წარმოშობისაა..

შემდეგ საინტერესოა გემების გამოსახულებები – ეგვიპტელები ტრადიციულად ხმარობდნენ მდინარის გემებს, რადგან ისინი არ იყვნენ მოწოდებული შორეული საზღვაო მოგზაურობებისათვის და ძირითადად მათი მარშრუტი ნილოსი იყო…
შემდეგ, მდინარეს ნავები გამოირჩევა ბრტყელი ძირით ხოლო ზრვის ნავები კი აუვილებლად მომრგვალებული ძირის უნდა იყოს…
ახლა დააკვირდით მენესის სახელის გვერდის არსებულ გემებს

b40ddc369409

a1f3ebf0dc72

55a3dfdf25c7

5ce673ab0291

აი ბოლო ნახატის ზევით გამოსახულია მდინარეს ნავები – დანარჩენი ზღვის გემებია…
როგორც ვხედავთ ჭარბობს ხარის და გემების, ზღვის თემატიკა – იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფარაონ მენესისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზღვას …

– ან იქნებ ზღვით მოსულ ხალხს???

იქნებ თავად მენესი იყო არაეგვიპტელი, რომელმაც გააერთიანა მთელი ეგვიპტე და დაამკვიდრა პტახის (მშენებლის, ქვის მთლელის) და ხარის კულტი – ხარიც და მშენებელიც – ორივე ანატოლიისათვისაა დამახასიათებელი-

ამ მოსაზრებას ამაგრებს ისიც, რომ გია კვაშილავამ პტახი – ფთახს -ფათს – ფოთს დაუკავშირა…

თანაც ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გაერთიანებული ეგვიფტის პირველი ფარაონი იყო მენესი, რომლის სახელი – “მნ” – ს ასე იწერებოდა, ეს კი საოცრად წააგავს კრეტას მეფის სახელს – მინოსს. კრეტაზეც ხომ გავრცელებული ხარის კულტი იყო და თანაც მინოსელები არაჩვეულებრივი ზღგვაოსნები იყვნენ … :yes:

მსგავსი ამბები

Back to top button