არქივი

კლიმატის ცვლილება (ნაწილი II)

a696a5d16625

ათასი წლის განმავლობაში დაგროვილ ნახშირის მარაგს მსოფლიო ერთ წელიწადში მოიხმარს. მისი შევსება და განახლება კი შეუძლებელია. XX საუკუნის 70-იან წლებში “საწვავის კრიზისმა” მთელი მსოფლიო შეაშფოთა და ენერგიის ახალი წყაროების მოსაპოვებლად აამოძრავა. დღეს უკვე ინტენსურად იყენებენ მზისა და ქარის ენერგის: იქნმება წყალბადზე, ელექტრო ენერგიასა და მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანები.

ac382ac0315a

როგორი ეჭვითაც უნდა ვუყურებდეთ პროგნოზის შედეგებს, ცხადია, რომ CO2- ის კონცენტრაცია ატმოსფეროში შეუჩეებლად მატულობს, ამიტომ, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო. კლიმატის ცვლილებების დაძლევისაკენ მიმართული ღონიძიებები შეიძლება ორ ჟგუფად დაიყოს. ესენია: შერბილება და ადაპტაცია. კლიმატის ცვლილების სრულად შეჩერება შეუძლებელია. თუმცა შერბილების საშუალებით ეს ცვლილება უფრო ადვილად სამართავი ხდება.
ტროპოსფეროს (დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ფენა) ენერგეტიკულ ბალანსზე სათბურის ეფექტის გავლენის შესამცირებლად აუცილებელია ატმოსფეროში თერმოაქტიური აირები, პირველ რიგში ანთროპოგენური CO2-ის ემისიის შემცირება. ატმოსფერული ბალანსის დასარეგულირებლად ალტერნატიული მეთოდების განვითარებაა საჭირო. მაგალითად: ენერგოეკონომიკური ტექნოლოგიების ფართო დანერგვე, დედამიწის მწვანე საფარის არა მარტო შენარჩუნება, არამედ გაზრდა. ღონისძიებების ეს ციკლი დადებით როლს შეასრულებს მეორე პრობლების – ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაციის სტაბილიზაციის საქმეში.

a696a5d16625

ადაპტაციაზე ახლავე უნდა ვიზრუნოთ. რადგანაც ძუსტად არ ვიცით, რა მასშტაბის კლიმატური და სხვა ცვლილებები გველის, ამიტომ უმჯობესია ვემზადოთ სათბურის ეფექტის შედეგების სალიკვიდაციოდ და ვიფიქროთ ადაპტაციაზე. ადაპტაცია გულისხმობს იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება კლიმატის ცვლილებების შედეგებთან შესაგუებლად. ეს შეიძლება იყოს ეროზიის საწინააღმდეგო ჯებირების მშენებლობა, ქარსაცავი ზოლების გაშენება, საირიგაციო სისტემების მშენებლობა და ა.შ. გარდა ასეთი პრაქტიკული ღონიძიებებისა, ადაპტაცია გულისხმობს ასევე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის, საცხოვრებელი გარემოს, მშენებლობის მეთოდებისა და სხვა ტექნოლოგიურ ცვლილებას ისე, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს.
10 ათასი წლის წინათ დედამიწაზე ტყის უზარმაზარი მასივები იყო გადაჭიმული, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 6,2 მილიარდ ჰექტარს უდრიდა. მრავალი სუკუნის განმავლობაში სახნავი მიწების გაფართოების, შინაური ცხოველების საძოვრებისთვის, საშესედ და საწარმოო მიზნებისტვის ტყის ჭრის შედეგად ტყის მცენარეულობის არეალი დაახლოებით 1/3-ით შემცირდა.

6cc098ee6c20

კაცობრიობის საქმიანობის შედეგად ყოველწლიურად 25 მილიარდი ტონა CO2 გამოიყოფა, რაც წუთში დაახლოებით 48 000 ტონას უდრის!
მე-20 საუკუნეში მსოფლიოს ტროპიკული ტყეების ნახევარი განადგურდა.
გამოკვლევების თანახმად, 37 მილიარდი ტონა CO2-ის “რეზერვუარი” ჯერ კიდევ ნიადაგშია – ნავთობის, ნახშირისა და გაზის სახით. აქედან ნახშირორჟანგის პროცენტურადყველაზე დედ მარაგს ნახშირი და ბუნებრივი გაზი წარმოადგენს.
ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ დაახლოებით 2,500 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი – მსოფლიოს მსოფლიოს წიაღისეული საწვავის მარაგის 7% – CO2-ის კონცენტრაციის გაორმაგებას გამოიწვევს.
გამონაბოლქვის სახით ყოველწლიურად ატმოსბეროში 6 მილიარდი ტონა ნახშიროჟანგი გროვდება.
საუკუნის ბოლომდე დეამიწაზე საშუალო წლიური 2-3 გრადუსით მოიმატებს მოიმატებს, რაც ყინულის დნობასა და მსოფლიო ოკეანის დონის ამაღლებას გამოიწვევს. ამის გამო 2050 წლისათვის ოკეანის სანაპიროებძე მცხოვრები 300 მლნ ადამიანი მიატოვებს საკუთარ სახლ-კარს… ამიტომ ჩვენ, პლანეტა დედამიწის ბინადრებმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის რომ ეს კატასტროფა თავიდან ავიცილოთ!

scientist

თუ დროულად უარყოფ, უხვადაც მიომკი. უსაქმურობა ყველა ბოროტების საწყისია

მსგავსი ამბები

Back to top button