გართობაუცნაური

ჩინური პირამიდების საიდუმლო

dbbec9b90bb5

ინტერნეტში წავაწყდი პოსტს ჩინური პირამიდების შესახებ, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდი. აღმოჩნდა რომ ისინი უფრო ძველია ვიდრე ეგვიპტის პირამიდები და ზომით უფრო დიდი. ისინი ჩინეთის ხელისუფლების მიერ დღესდღეობით დახურულია მეცნიერებისა და ტურიეტებისათვის. ვინ იცის რა საიდუმლოს მალავს ეს უცნაური ნაგებობები. იმედია ამ საიდუმლოს მალე ფარდა აეხსნება.

ბევრი რამ დაწერილა პირამიდების შესახებ. უძველესი ცივილიზაციის საიდუმლოსშემცველი ტაძრები შეგხვდებათ ჩვენი პლანეტის ბევრ ქვეყანაში. ისინი გვაოცებენ თავისი ფორმების და ხაზების სიზუსტით, ნაგებობათა სიმტკიცით და დღემდე უამრავ კითხვას გვიჩენენ. მათ შორის ყველაზე ნაკლებად გამოკვლეული არის ჩინური პირამიდები. ის არ არის მისაწვდომი უცხოელი მეცნიერებისათვის.

დიახ პირამიდები აგრძელებენ თავიანთი საიდუმლოს შენახვას. აქ არის ასზე მეტი პირამიდა, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია. რა საიდუმლოს მალავს ჩინური პირამიდები? მიუხედავად იმისა , რომ ჩინეთი დიდი ხნით საერთოდ დაკეტილი იყო უცხოელთათვის, ბოლო დროს ხელისუფლებამ დაუშვა ბევრი ისტორიული ტაძრების ნახვის უფლება, მათ შორის რელიგიური წმინდანების. თუმცაღა, რაც შეეხება ჩინეთში აღმოჩენილ პირამიდებს აქ საქმე სხვაგვარადაა.

29924c6ce9c6

რატომ მალავენ ჩინურ პირამიდებს?
ჩინეთის ტერიტორიაზე პირამიდების არსებობის პირველი მტკიცებულებები გაჩნდა ჯერ კიდევ 1912 წელს. ავსტრალიელი ვაჭრები ფრედ შრედერი და ოსკარ მემანი იუწყებოდნენ ჩინეთში უცნაური ობიექტების არსებობის შესახებ, რომლებიც გარეგნობით მოგვაგონებდნენ ცნობილ ეგვიპტურ პირამიდებს, მაგრამ ისინი იყვნენ გაცილებით უფრო დიდი ზომის. როგორც წესი ასეთი განცხადების შემდეგ, ეს ადგილმდებარეობა ხდება უამრავი მეცნიერის ინტერესის სფერო , მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ქვეყნის ხელისუფლება გულმოდგინედ მალავდა ამ ობიექტების არსებობის თვით ფაქტსაც კი და დღემდე ეს პირამიდები არის შესაძლოა ჩვენი პლანეტის ყველაზე უფრო დიდი ამოუხსნელი ამოცანა.

ყველა პირამიდა განლაგებულია სიჩუანის დაბლობზე და გააჩნიათ სიმაღლე 25 მეტრიდან 100 მეტრამდე. მხოლოდ ერთია გამონაკლისი. ის მდებარეობს სხვა პირამიდებისაგან ჩრდილოეთით მდინარე ცზია ლინის ნაპირას. ეს არის დიდებული თეთრი პირამიდა. მას გააჩნია უზარმაზარი ზომები. ამ გიგანტური პირამიდის სიმაღლე დაახლოებით 300 მეტრია, რაც გიზას დიდ პირამიდაზე ორჯერ მეტია. ჩინური პირამიდები რამდენჯერმე უფრო ძველია , ვიდრე ეგვიპტის პირამიდები. ეს დამტკიცებული ფაქტია.

e5aa335f33a0

ვინაიდან ჩინურ პირამიდებს აშენებდნენ არა ქვისაგან, არამედ მიწისა და თიხისაგან, ზოგიერთი მათგანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აგრეთვე მასალას, რისგანაც მზადდებოდა ეს ნაგებობები, ადგილობრივი მოსახლეობა მოიხმარდა თავის ფერმებში და მინდვრებში.

ადგილმდებარეობა , სადაც მდებარეობს თეთრი პირამიდა, ჩინეთის ხელისუფლემამ არცთუ დიდი ხნის წინ გამოაცხადა დახურულ რაიონად. ეს ზონა უცხოელებისათვის არის მიუწვდომელი. გამოკვლევებისა და გათხრების აკრძალვას ხსნიან იმ მიზეზით, რომ ეს იქნება ჩინელი მეცნიერების მომავალი თაობის შესასრულებელი სამუშაო. ხელისუფლების ბრძანებით, მათზე დარგულია სწრაფადმზარდი ხეები და სავსებით შესაძლებელია 20 წლის შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადოს, რომ არავითარი პირამიდები არ არსებობს. ვერაფერს იტყვი, ეს ამ ობიექტების საიდუმლო არ წყვეტენ ჩვენს გაოცებას.
მაინც რა იმალება ამ ნაგებობების შიგნით?

В 2007 წელს ჩინელი მეცნიერების მიერ, უახლესი სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული იქნა ზოგიერთი პირამიდის შიდა სივრცის გამოკვლევები. აღმოჩნდა, რომ ჩინურ პირამიდებს შიგნით ააქვთ საფეხურებისმაგვარი არქიტექტურის შიდა პირამიდები. რა არის ამ პირამიდებში, მასალა თუ რისგანაა ისინი დამზადებული – ეს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ზოგიერთი მკვლევარი თვლის, ჩინელ მეცნიერებს უბრალოდ ეშინიათ შეიჭრან ამ უძველესი ნაგებობების შიგნით, იმ მტკიცებულებების ნახვის შიშით, რომელიც საერთოდ შეცვლის ჩვენს წარმოდგენას ამქვეყნიურ ცხოვრებაზე.

 

მსგავსი ამბები

Back to top button