არქივი

მარია კიური – რადიუმის და პოლონიუმის “მშობელი”

dd415fa269e7
ამ პოსტში მოგიყვებით ადამიანზე, რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მეცნიერებას. ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა რადიუმი და პოლონიუმი, ნობელის პრემიის ლაურეატი დანარჩენი სრულიადში.

მარი სკლოდოვსკა-კიური დაიბადა 7 ნოემბერს, 1867 წელს, ვარშავაში. გარდაიცვალა 1934 წლის 4 ივლისს.

მარია სკლოდოვსკამ ძალიან მძიმე ცხოვრება განვლო, ადრევე გარდაეცვალა დედა ბრონისლავა ბოგუსკა და უფროსი და ზოსია, ბრონისლავა წარჩინებული წარმომავლობის ლამაზი ქალი იყო, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მან და ვლადისლავ სკლოდოვსკიმ (მარია კიურის მამა) ფარულად ჯვარი დაიწერეს, შეეძინათ 6 ბავშვი ყველაზე უმცროსი კი, მარია(მანია) სკლოდოვსკი-კიური. რადგან ახალგაზრდა ბრონიამ მასწავლებლობა გადაწყვიტა წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია, იქვე დაიწყო მასწავლებლად მუშაობა , შემდეგ კი დირექტორი გახდა. 1860 წელს ვლადისლავმა და ბრონიამ იქორწინეს, ქალს თავდავიწყებით შეუყვარდა წარმომავლობით აზნაური მაგრამ ბედის უკუღმართობით გაღარიბებული ყმაწვილი მას არ ჰქონდა ფული მაგრამ, ძალიან გამრჯე იყო ამასთან, როიალზეც კარგად უკრავდა და მღეროდა რომანსებს, შენსანიშნავი წყვილი დადგა. ორივე ოჯახი განათლებული წარჩინებული წარმომავლობისანი იყვნენ. ვლადისლავ სკლოდოვსკიმ უმაღლესი განათლება პეტერბურგში მიიღო შემდეგ დაბრუნდა ვარშავაში და მათემატიკისა და ფიზიკის მასწავალებლად მუშაობდა.

ოჯახი თავს მასწავლებლობით და პანსიონით ირჩენდა , სწორედ პანსიონი გახდა ოჯახის უბედურების მიზეზი 1876 წელს ერთ-ერთ პანსიონერს ტიფი შეეყარა, გადასდო ზოსიას, მარის უფროს დას, ის დაავადებას ემსხვერპლა.
ქალბატონ სკლოდოვსკას კი ჭლექი აწუხებდა, მალევე გაიზიარა უფროსი ქალიშვილის ბედი. ახლდა უკვე ვლადისლავმა მარტომ იკისრა 4 ბავშვის აღზრდა.

მარი სკლოდოვსკამ წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია, ასევე მისმა დებმა ელენამ და ბრონისლავმა, ძმა კი მედიცინას გაჰყვა. 17 წლის მარიმ დას შესთავაზა პარიზში გამგაზავრებულიყო თვითონ კი ოჯახში მასწავლებლად მოეწყობოდა, გასამრჯელოს ნახევარს კი ბრონისლავას გაუგაზავნიდა პარიზში, ცივი უარის მიოუხედავად მარიმ შეძლო და უფროსი და დაიყოლია.

1886 წლის 3 თებერვალს მარია კიური სწერს მის მეგობარ ხენრიკეს თავისი სამუშაოს შესახებ:

“აი, უკვე ერთი თვეა, რაც ზ.-ებთან ვცხოვრობ. დრო საკმაოა, რათა მივეჩვიო ახალ ადგილს. შესანიშნავი ადამიანები არიან. უფროს გოგონას, ბრონიას, უკვე დავუმეგობრდი, რაც უფრო სასიამოვნოს ხდის აქაურ ცხოვრებას. რაც შეეხება ჩემს მოსწავლე ანძიას, მალე ათი წელი შეუსრულდება, ეს დამჯერი, მაგრამ განებივრებული და თავნება ბავშვია. თუმცა, ხომ არ შეიძლება, ყველაფერი სრულყოფილად იყოს!

აქ ყველა ზარმაცობს, მხოლოდ გართობაზე ფიქრობენ. შენ წარმოიდგინე ჩემი ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე მკილავდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვი მეჯლისზე წასვლაზე, რადგან ჯერ არავის ვიცნობდი. აქ თურმე მეჯლისი საჭორაო ცენტრია. მე არ ვინანე, რადგან ჩემი პატრონები მეჯლისიდან მხოლოდ დღის პირველ საათზე დაბრუნდნენ; ძალიან კმაყოფილი ვიყავი, თავიდან რომ ავიცილე ასეთი გამოცდა, და ისიც იმ დროს, როდესაც თავს მაინცდამაინც ჯამრთელად ვერ ვგრძნობდი.

ნათლიღების წინა დღეს ჩვენთან მოაწყვეს მეჯლისი. ძალიან გავერთე სტრუმრების თვალიერებით, კარიკატურისტის ფანქრის ღირსად რომ მიმაჩნიან.

დღეში შვიდი საათი ვარ დაკავებული: 4 საათი ანძიასთან, სამი ბრონკასთან. ცოტა არ იყოს, ბევრია მაგრამ რას იზამ, ჩემი ოთახი მაღლაა. დიდი, მყუდრო და სასიამოვნო ოთახია. ”

5 წელიწადში გაემგზავრა პარიზში უფროს დასთან ახლა უკვე ბრონისლავ დლუსკთან, წყვილმა იგი შეიფარა სანამ თავის საცხოვრებელ ადგილს გამონახავდა.

1890 წლის მარტი, ბრონისლავა სწერს თავის უმცროს დას მარიას.

“…თუ ყველაფერი ისე მოეწყობა, როგორც ჩვენ ვიმედოვნებთ, ზაფხულში, ალბათ, გავთხოვდები. ჩემი საქმრო მიიღებს ექიმის წოდებას, მე კი მხოლოდ უკანასკნელი გამოცდების ჩაბარება დამჭირდება. ჩვენ პარიზში კიდევ ერთ წელს დავყოფთ, შემდეგ კი პოლონეთში დავბრუნდებით. ჩვენს გეგმაში ვერაფერს ვხედავ უმართებულოს.

… ახლდა კი, მანიუშა, შენ შესახებ მინდა მოგელაპარაკო. საჭიროა, საბოლოოოდ შენც იზრუნო შენს მომავალზე. თუ ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ასეულ მანეთს დააგროვებ, მომავალ წელს პარიზში ჩამოსვლას შეძლებ. ერთად ვიქნებით, ბინაც ჩვენთან გექნება და საასმელ-საჭმელიც. რამდენიმე ასეული მანეთი აუცილებლად დაგჭირდება, რათა სორბონაში ლექციებზე ჩაეწერო. პირველ წელს ჩვენთან იცხოვრებ, მეორე და მესამე წელს, ჩვენ რომ პარიზიდან წამოვალთ, გეფიცები, ეშმაკიც რომ წინ აღუდგეს, მამა მაინც დაგეხმარება.”

1895 წელს დაამთავრა სორბონას უნივერსტეტი, სადაც გაიცნო პიერ კიური, იგი 35 წლის იყო მარი კი 24 ის, თავიდან არც უფიქრია რომ დაოჯახდებოდა მან გადაწყვიტა თავი მხოლოდ სწავლისათვის მიეძღვნა ვერ წარმოედგინა საკუთარი თავი როგორც დედა და მეუღლე, მაგრამ ყველაფერი შემოტრიალდა ახალგაზრდა ფიზიკოსმა პიერ კიურიმ ძლიერ მოხიბლა იგი თავის გარეგნობით და ცოდნით, მაგრამ ღარიბი გახლდათ, ამას კი ხელი საერთოდ არ შეუშლია მათი შუეღლებისათვის, ქორწილი არ გადაუხდიათ არანაირი ნოტარიუსი და ჯვრის წერა. პიერს მხოლოდ ორი ველოსიპედი ებადა სახლი კი გაცარიალებული ჰქონდა. 1895 წლის 26 ივლისიდან ისინი თანაცხოვრებას იწყებენ.
02fdad505b18
შეეძინათ ორი შვილი ირენი , მოგვიანებით კი ევა. 1896 წელს იწყებენ მუშაობას რადიოაქტივობაზე, უსახსრობის შედეგად, მუშაობა გაძნელდა მხოლოდ ერთი უბადრუკი ფარდული ებადათ, რომელსაც ლაბორატორია არც ეთქმოდა. 1898 წელს აღმოაჩინეს რადიუმი ხოლო მეორე ელემენტს მარია კიურის ინიციატივით პოლონიუმი უწოდეს.

7fc90c02bf8a
1898 წლის ივლისის “პარიზის მეცნიერებათა აკადემიის მოხსენებებში ვკითხულობთ:

“..ვფიქრობთ, რომ ნივთიერება, რომელიც მივიღეთ ურანის მადნიდან, შეიცავს ჯერ კიდევ უცნობ ლითონს, რომელიც თავისი ქიმიური შემადგენლობით ბისმუთს წააგავს. თუ ამ ლითონის არსებობა დადასტურდება, წინადადება შემოგვაქვს, დაერქვას მას “პოლონიუმი” – იმ ქვეყნის სახელი, რომელიც ერთ-ერთი ჩვენთაგანის სამშობლოა”.
1ad6fd68db47
ახლა მათ უკვე მხოლოდ ერთადერთი მიზანი ამოძრავებდათ, რადიუმი და პოლონიუმი სუფთა სახით უნდა მიიღონ, ამისათვის საჭირო იყო ურანის ფისი, რომელიც ძვირადღირებული მინერალია, მათ კი საჭირო სახსრები არ გააჩნდათ, დახმარება ავსტრიელ კოლეგას სთხოვეს, რომელმაც მაღაროს დირექტორი დაიყოლია ურანის ნარჩენები კიურებისათვის გადაეცათ. ასე გავიდა ოთხი წელი უბადრუკ ფარდულში, ზამთარში თავზე აწვიმდათ და ათოვდათ, ზაფხულში კი აუტანელი სიცხე აწუხებდათ.

e11673e6a76f
1903 მარია კიურიმ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ რადიოაქტიურ ნივთიერებათა გამოკვლევა“.
კიურებს მიენიჭათ ნობელის პრემია, მარი სკლოდოვსკა პირველი ქალი იყო, რომელმაც ეს პრიზი დაიმსახურა, ამ დროს უკვე პიერ კიურის კათედრა ჰქონდა სორბონის უნივერსიტეტში, ყველაფერი კარგად მიდიოდა სამი წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ვლადისლავ სკლოდოვსკის სიკვდილს, ცოლ-ქმარი აგრძელებდა თავის სამუშაოს ლაბორატორიაში. 1906 წელს მოხდა უბედურება პიერ კიური ნაადრევად 47 წლის ასაკში საბარგო ფურგონმა იმსხვერპლა.
ამავე წელს უნივერსიტეტმა გადაწყვიტა კათედრა პიერის ქვრივისათვის გადაებარებინათ.
a396dd70f459
1910 წელს სკლოდოვსკა-კიურიმ ფრანგ ფიზიკოს ა. დებიერნთან ერთად მიიღო ლითონური რადიუმი და განმეორებით დიდი სიზუსტით განსაზღვრა მისი ატომური მასა, 1911 წელს მეორეჯერ მიენიჭა ნობელის პრემია.

1ac4eff3cdf9

აღზარდა 2 შვილი მათგან მხოლოდ ერთი ევა კიურიმ აირჩია სხვა გზა და არ გაჰყვა წინაპრების გზას.
ირენ კიურის მიენიჭა ნობელის პრემია.
c8f50fe36e4b
მარია კიური რადიოაქტიურ ელემენტებთან დამეგობრებამ ანემიით დააავადა და 1934 წელს გარდაიცვალა.

ოფიციალური ჩანაწერი:
“მადამ კიური გარდაიცვალა სანსელმოსში 1934 წლის 4 ივლისს. დაავადება – მწვავე ავთვისებიანი ანემია. ძვლის ტვინმა არ მისცა რეაქცია, ალბათ, რადიოაქტიური გამოსხივების ხანგრძლივი აკუმულაციით გამოწვეული გადაგვარების შედეგად”. დაკრძალულია ქმრის გვერდით სოში.

Kaveman

The Dude Me
იხილეთ ასევე
Close
Back to top button