საკითხავისასარგებლო

ინტერნეტ ურთიერთობების როლი ადამიანის ცხოვრებაში


არსებობს მოსაზრება, რომ ინტერნეტ ურთიერთობები დროის კარგვას იწვევს და ადამიანის განათლებას საფრთხეს უქმნის. ჩვენი ყოველდღიური ყოფა ინტერნეტისა და კომპიუტერული მომსახურების გარეშე წარმოუდგენლად იქცა, განვითარებულმა ტექნიკამ და სოციალურმა ქსელებმა თითქოს იძულებული გახადა ადამიანი, ფეხაკრებით მიჰყვეს სამეცნიერო ევოლუციას. ინტერნეტ ურთიერთობებმა კი ნელ-ნელამ მაგრამ წარმატებით ჩაანაცვლა რეალური ურთიერთობები.

დროის უაზრო კარგვასა და ჩვენი განათლების დაქვეითების საშიშროებას რომ თავი დავანებოთ, ინტერნეტ ქსელებში ხეტიალის დროს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ საფრთხეს გადავეყაროთ. ახალგაზრდები აყალიბებენ საკმაოდ სახიფათო გაერთიანებებს, რისი გავლენის ქვეშ მოხვედრა არც თუ ისე რთულია. ვირტუალური ურთიერთობები, რაც მეტად პოპულარული გახდა დღევანდელ ახალგაზრდებში, მეტად გულის ამრევ და შემზარავ ქმედებებში გადაიზარდა. მოვლენების განვითარებაზე წინასწარმეტყველება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ საშიშმა ინტერნეტ ურთიერთობებმა ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო სოციალურ ქსელებში. მაგალითად, მსმენია, რომ ლონდონში, 13 წლის გოგონამ თავიც კი მოიკლა ,,facebook”-ში გაცნობილი უცხო ბიჭის გამო, რადგან მან ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი უთხრა. სოციალური ქსელი იძლევა შეუზღუდავ შესაძლებლობებს ურთიერთობებში. ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში, მეტიც, კონტინენტიდან კონტინენტზე საუბრისა და გაცნობის საშუალებაა.4


განუსაზღვრელი დროით ინტერნეტ ქსელში ყოფნა, საფრთხეს ქმნის მოზარდის განათლებას, ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, წყვეტს რეალობას, აკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას და ახარჯვინებს ძვირფას წუთებს..ამასთანავე ხელს უშლის ჯანმრთელობას, ახალგაზრდათა უმეტესობას წელის ტკივილი აწუხებს და ხერხემლის განვითარებას ექმნება პრობლემა. იგივე – უწამლო ნარკოტიკი, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. მასზე დამოკიდებულება განიხილება, როგორც ალკოჰოლზე აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკზე მიჯაჭვულობა. საფრთხე ექმნება არა მხოლოდ თინეიჯერებს, არამედ დაწყებითი კლასის მოსწავლეებსაც. პირველ კლასელებისთვის განხორციელებულმა პროგრამამ, რომელიც მათთვის book-ების დარიგებას გულისხმობს, ბავშვებსაც გაუჩინა სურვილი კომპიუტერის, შემდეგ კი სოციალური ქსელების მომხმარებელი გახდნენ. ისინი ეჩვევიან ინტერნეტთან ერთად ცხოვრებას და განათლების შეფერხებულ მიღებასთან გვაქვს საქმე. მე ვფიქრობ, რომ ზომიერების ფარგლებში ინტერნეტ ურთიერთობები არ გადაიზრდება საშიშ ფაქტებში, თუმცა ზოგს, მართლაც უჭირს თავის გაკონტროლება და შეიძლება უბრალო გართობა, საბედისწეროდ დაასრულოს. ამგვარად, ჩემი აზრით, ინტერნეტ ურთერთობები დროის კარგვას იწვევს და ადამიანის განათლებას საფრთხეს უქმნის.

loading...
თეგები

keti_adeishvili

There's only one crazy thing in life and that's not to follow your dreams

მსგავსი ამბები

Close
Close