საკითხავისასარგებლო

ფილების ტექტონიკა და დედამიწის იერსახის ცვლილება

c551c600ef05

ფილების ტექტონიკა არის თანამედროვე გეოლოგიური თეორია ლითოსფეროს მოძრაობის შესახებ, რომლის თანახმადაც დედამიწის ქერქი შედგება ფილებისაგან, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მუდმივ მოძრაობაში იმყოფებიან. ამასთანავე სპრედინგის (ოკეანის ფსკერის გაწევა) შედეგად წარმოიქმნება ახალი ოკეანური ქერქი, ხოლო ძველი სუბდუქციის ზონის მიერ შთაინთქმება.

c551c600ef05

ოკეანური ფილების მოძრაობის შესახებ აზრი პირველად გამოთქვა გერმანელმა გეოლოგმა და მეტეოროლოგმა ალფრედ ვეგენერმა 1920-იან წლებში. თავდაპირველად ეს ვერსია უარყოფილ იქნა. 1960-იან წლებში მას შემდეგ რაც მოხდა ოკეანის ფსკერის დეტალური გამოკვლევა დადასტურდა, რომ ხდება ოკენური ქერქის გაფართოება და ერთი ოკეანური ქერქის ჩასვლა მეორის ქვეშ. ამ მონაცემებისა და ვეგენერის თეორიის გაერთიანებით ჩამოყალიბდა თამანედროვე თეორია ფილების ტექტონიკის შესახებ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფილების ტექტონიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. იმ რეგიონებში სადაც ფილები ერთმანეთისკენ მოძრაობენ წარმოიქმნება მთათა სისტემები. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჰიმალაები, კავკასიონი, ანდები და ა.შ, ხოლო იქ სადაც ერთმანეთს შორდება წარმოიქმნება ვულკანები.

8f3683f77601
b782dce9c1ca
b7f8ab01c91d

მეცნიერებმა ფილების ტექტონიკის თეორიის საშუალებით დაადგინეს, რომ დიდი ხნის წინ დედამიწაზე არსებობდა ერთი მთლიანი კონტინენტი პანგეა, რომელიც შემდეგ დაიშალა და დღეს მას ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე აქვს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ერთ დროს ყველა კონტინენტი ერთად იყო არის სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი და აფრიკის დასავლეთი ნაწილი. თუ ამ ორ კონტინენტს კარგად დავააკვირდებით მაშინ ადვილი შესამჩნევია, რომ მათი ეს ორი საზღვარი თითქმის იდეალურად ჯდება ერთმანეთში. ასევე კუნძული მადაგასკარიც რომელიც თითქოს ეხლახანს გამოეყო აფრიკას. სხვა კონტინენტებს დრეისათვის ესეთი მკვეთრი ნიშნები უკვე აღარ აღენიშნება რადგან დროთა განმავლობაში მათ დიდი ტრანსფორმაცია განიცადეს.

78c64a57b2db

დღეისათვის არსებული ძირითადი ფილები შემდეგია: ევრაზიის ფილა, აფრიკის ფილა, ჩრდილოეთ ამერიკის ფილა, სამხრეთ ამერიკის ფილა, წყნარი ოკეანის ფილა, ავსტრალიის ფილა, ანტარქტიდის ფილა, არაბეთის ფილა, ინდოეთის ფილა, კარიბის ფილა, ნასკას ფილა, სკორიის ფილა და ფილიპინების ფილა.

515c643b7215

სწორედ ფილების ტექტონიკის გამო ხდება მიწისძვრები. ამ მხრივ გამოირჩევა წყნარი ოკეანის რეგიონი რომელიც ე.წ. ცეცხლოვან რკალში მდებარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ფილების გადაადგილებით შედეგად რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, საიდანაც აღსანიშნავია 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი 9.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა (მსცვერპლი 280,000 კაცი), 2010 წლის ჰაიტის 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა (მსხვერპლი 316,000 კაცი) და 2011 წლის იაპონიის 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა (მსხვერპლი 15,878 კაცი).

c96ae7b4ad4b

თეგები

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close