გართობაუცნაური

ვინ არის ოჯახის უფროსი?

ojaxis ufrosi
ერთმა ახალგაზრდამ დაქორწინების შემდეგ მამას კითხა: “ვინ უნდა იყოს ოჯახის უფროსი? ქალი თუ კაცი?”
მოხუცმა ჩაიცინა და უპასუხა: “წადი შვილო ასი ფრთა ქათამი და რამოდენიმე წყვილი ცხენიც თან გაიყოლე, კარიდან კარზე იარე და იკითხე: სად ვინ არის ოჯახის უფროსი, სადაც ქალი იყოს, იქ ქათამი გააჩუქე, სადაც კაცი იქ ცხენი დატოვე”.
ახალგაზრდა მართლაც ასე მოიქცა: კარიდან კარზე სიარულში მან უკვე ოთხმოცდაცხრამეტი ქათამი დაარიგა. ბოლოს, ერთ სახლს მიადგა, მის კითხვაზე კაცმა უპასუხა:
-“ოჯახში მე ვარ უფროსი!”
-“რით დაამტკიცებ ამას?”
კაცმა ცოლს დაუძახა. ახალგაზრდის შეკითხვაზე ცოლმა უპასუხა, რომ ქმარი იყო ოჯახის უფროსი: “აჰა, მაშ ამოირჩიე ცხენებიდან, რომელიც გინდოდეს”- მიმართა კაცს ახალგაზრდამ.
-“მე ყავისფერი მომწონს”
მაგრამ ამ დროს ცოლმა ქმარს ფრთხილად მოსწია საყელო და რაღაც ჩასჩურჩულა, რის შემდეგ კაცმა თქვა: “არა აი ის თეთრი სჯობს”
“ეჰე! ახლა ქათამი გერგება!” – უთხრა ახალგაზდამ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button