არქივი

კომეტა შუმეიკერ-ლევი 9

de77a845838f

შუმეიკერ-ლევი 9 იყო კომეტა რომელიც 1994 წელს შეეჯახა იუპიტერს. ეს იყო პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში როდესაც ასტრონომებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ და თვალი ედევნებინათ კომეტის შეჯახებისათვის სხვა პლანეტაზე.

eebaf315dfac

კომეტის აღმოჩენა მოხდა 1993 წლის 24 მარტს პალომარის ობსერვატორიიდან ცოლ-ქმარ იუჯინ და კაროლინა შუმეიკერებისა და დევიდ ლევის მიერ. ამ მომენტისათვის კომეტა უკვე დანაწევრებული იყო და წარმოადგენდა ფრაგმენტების ჯაჭვს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ აღმოჩენამდე 1992 წლის 7 ივლისს კომეტამ გაირა იუპიტერიდან 15000 კილომეტრის დაშორებით, რა დროსაც იუპიტერის ძლიერმა გრავიტაციამ ის თავისკენ მიიზიდა და 21 ნაწილად დაშალა რის შემდეგაც წარმოიქმნა 200000 კილომეტრიანი ჯაჭვი.

cbcb4ac89407

1994 წლის ივლისში პლანეტასთან მიახლოების შედეგად კომეტის ყველა ფრაგმენტი თანმიმდევრობით შეეჯახა პლანეტას 64 კმ/წმ სიჩქარით. ფრაგმენტების შეჯახება გრძელდებოდა 16-დან 22 ივლისამდე. კომეტის ნაწილების დაცემა მოხდა იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფეროში, დედამიწის საპირისპირო მხარეს, ამიტომ დაცემის მომენტის ვიზუალური დაკვირვება ხორციელდებოდა მხოლოდ აპარატ „გალილეოს“ საშუალებით რომელიც იუპიტერიდან 1,6 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით მდებარეობდა. მიუხედავად ამისა დაცემის კვალის ნახვა დედამიწიდან შესაძლებელი გახდა მას შემდეგ რაც იუპიტერი თავის ღერძის გარშემო შეტრიალდა.

4e819d7b2020

პირველი ფრაგმენტი იუპიტერის ატმოსფეროში შევიდა 16 ივლისს გრინვიჩის დროით 20:16 სთ-ზე. დაცემის შედეგად წარმოიქმნა 3000 კილომეტრი სიმაღლის გაზის ღრუბელი რომლის დანახვაც დედამიწიდანაც იყო შესაძლებელი.
ყველაზე დიდი ფრაგმენტი „G“-ს შეჯახება მოხდა 18 ივლისს გრინვიჩის დროით 7:34 სთ-ზე. რის შედეგადაც რამდენიმე საათის შემდეგ ატმოსფეროში წარმოიქმნა 12000 კილომეტრი დიამეტრის მუქი ლაქა (თითქმის დედამიწის დიამეტრის ზომის), ენერგიის გამოყოფამ შეადგინა 6 მილიონი მეგატონა, რაც 750-ჯერ უფრო მეტია დედამიწაზე არსებულ ბირთვულ პოტენციალზე.

de77a845838f

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button