სასარგებლოუცნაური

მზის ნამდვილი ფერები

მზის დინამიკის ობსერვატორიის ექსპერტებმა ნასადან, მზის ფერები ჩვენ წარმოგვიდგინეს.

 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცენტრალურ მნათობზე შეხედვისას იგი მოყვითალოთეთრი ან ნარინჯისფერი წარმოგვიდგება, სინამდვილეში მრავალფეროვანი ფერებით ანათბს.

 მეცნიერთა თქმით, მზე ყველანაირ ფერებს ასხივებს, ისე რომ ჩვენ ამას ვერც ვხვდებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მზის სხვადასვა უბნებს განსხვავებული ფერები აქვთ.

ამ ფერადი უბნბების შესწავლა მეცნიერებს მზიური ნივთიერებების მოძრაობის დანახვაში ეხმარება. განსხვავებული დიაპაზონის ფერების ფიქსაციისთვის, რომლებსაც ჩვენი მზე ასხივებს, მეცნიერები ტელესკოპებზე სხვადასხვა დიაპაზონში მომუშავე სპექტრომეტრებს აყენებენ. შედგენილი ყველაფეროვანი გამოსახულებით, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, სპეციალისტები მზის ფენებისა და უბნების ტემპერატურებს ადგენენ.

 დღევანდელ დღემდე უცნობია თუ რატომ არ არის ზოგიერთი ფერი მზის შუქში. ფოტოზე ნაჩვენებია ყველა ფერი, რომელსაც მზე ხილულ დიაპაზონში ასხივებს. სინათლის დაშლა შემადგენელ ფერებად სპექტრის გამყოფი მოწყობილობით ხდება, როგორიცაა მაგალითად, შუშის პრიზმა.

შავი ხაზები სპექტრში იმითაა განპირობებული, რომ მზის ზედა ფენები ქვედა ფენების მიერ გამოსხივებულ სინათლეს შთანთქავენ. განსხვავებული ქიმიური ელემენტები გაზის შემადგენლობაში სხვადასხვა ფერის სინათლეს შთანთქავენ, ამით შესაძლებელი ხდება გავიგოთ თუ რა ქიმიური ელემენტებისაგან შედგება მზე. ჰელიუმი პირველად 1870 წელს სწორედ მზის სპექტრში აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით კი მიწაზეც. მზის სპექტრში შთანთქმის ხაზების უმრავლესობა ამოცნობილია, მაგრამ არა ყველა.

წყარო : http://astronet.ge/

MAVNE

Afiora

მსგავსი ამბები

Close
Close