გართობაკულტურა

Mont Saint Michel- მთავარანგელოზის კუნძული

ef30501d8b63

მონსენმიშელი საფრანგეთის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში მდებარე წმინდა მიქაელის მთა, ციხესიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვანი კუნძულია.

სენ მიშელის ყურის სამი კუნძულიდან  ერთადერთია დასახლებული.  დღესდღეობით ითვლის 80 მაცხოვარს. 1879 წლიდან კუნძულს და კონტინენტს აერთებს დამბა.

1874 წელს კუნძული არქიტექტურის ძეგლადაა მიჩნეული, 1979 წლიდანიუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.

სააბატოს მთავარი მშვენება – XIII საუკუნეში აგებული ტაძარია. მის ქვეშ, ღრმად კლდეში კიდევ უფრო ძველი ნაგებობებიამიწისქვეშა სამრეკლოები, რომლებიც დღემდე შესანიშნავადაა შენახული. კიდევ რამდენიმე საუკუნის შემდეგ სენმიშელმა ის სახე მიიღო, რომელსაც დღევანდელი ტურისტი ხედავს. სააბატოსადმი ინტერესი მისი არსებობის პირველსავე დღეებიდან არ განელებულა: თავდაპირველად რელიგიური მიზნებით მხოლოდ მომლოცველები სტუმრობდნენ საფრანგეთის სხვადასხვა კუთხიდან და უახლოესი სახელმწიფოებიდან, დღეს ის ცნობისმოყვარე ტურისტებს მასპინძლობს მთელი მსოფლიოდან.

 აღსანიშნავია, რომ მონსენმიშელის სააბატო დღეს საფრანგეთის ღირსშესანიშნაობებს შორის, ეიფელის კოშკის შემდეგ, პოპულარობით მეორე ადგილზეა.

 სააბატოს შთამბეჭდავი ხედები, შიდა ნაგებობების დახლართული ლაბირინთები და კედლების უჩვეული სიმძლავრე არაა ყველაფერი, რაც სტუმრებს აოცებდა. მონსენმიშელის მთავარი თავისებურება მისი არაჩვეულებრივი მდებარეობა იყო: XIX საუკუნემდე სააბატომდე მისვლა მხოლოდ მოქცევის დროს შეიძლებოდა ნავებით, ან მიქცევის დროს ფეხით, ფსკერზე, რომელიც ჯადოსნურად ჩნდებოდა. მაგრამ ეს, ერი შეხედვით მარტივი გზა მომლოცველებისთვის უამრავ საფრთხეს მალავდა, უკან დახევისას წყალი აჩენდა ქვიშას, რომელსაც უყურადღებო მგზავრის ჩათრევა შეეძლო. სხვა საფრთხეც არსებობდა: ოდნავი დაგვიანების შემთხვევაში, თუკი მგზავრებს მოქცევის დაწყება გამორჩებოდათ, წყალი მომლოცველებს ისეთი სიჩქარით ეწეოდა, რომ გადარჩენის არანაირი იმედი აღარ იყო.

 აქაურო მოქცევა დღემდე ერთერთ ყველაზე მაღალ და სწრაფ მოქცევად ითვლება ევროპაში (წყალი 11 მეტრზე იწევს, სიჩქარე 20 კმ/სთ). მხოლოდ XIX საუკუნის დასასრულს შეაერთეს კუნძული მატერიკთან საგანგებოდ აშენებული დამბით, რომელზეც ერთ დროს ტრამვაი დადიოდა. დღეს ის ავტოტრანსპორტის ვიწრო გზამ შეცვალა.

e7d3fa7fbb40
c8b83c17aa32

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

MAVNE

Afiora

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button