არქივი

10 ნაკლებადცნობილი ფაქტი ბოშების შესახებ

08c06a5c608d
ბოშები ალბათ მსოფლიოში ყველაზე ამოუცნობი და მითიოლოგიური ერია დღეს და ასეა უკვე საუკუნეების განმავლობაში. მთელ მსოფლიოში დადის ჭორები, რომ როდესაც ბოშები მიდიან ქალაქში ისინი ხიბლავენ კაცებს და ქალებს, ხოლო შემდეგ კი ჰპარავენ მათ ყველაფერს. ნებისმიერ შემთხვევაში თუკი მითებს და ჭორებს გვერდზე გადავდებთ, ბოშები რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ეთნიკურ ჯგუფად კაცობრიობის ისტორიაში.

საიდან მოვიდნენ?
065b451ed347
ბოშების წარმომავლობა უცნობია. ბევრს ჰგონია, რომ ისინი პლანეტაზე გაჩნდნენ იდუმალი მეთოდით. ამან თავისთავად გამოიწვია შიში ევროპელებში და გაჩნდა იდუმალების ატმოსფერო ბოშების გარშემო. თანამედროვე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბოშები თავდაპირველად ინდოეთიდან მასიურად მიგრირებდნენ მეხუთე საუკუნეში. ეს თეორია იძახის, რომ მათი ასეთი მასიური მიგრირება გამოიწვია ისლამის გავრცელებამ, რომლის მიღებაც ბოშებს არ სურდათ და ცდილობდნენ თავიანთი რწმენის თავისუფლების დაცვას. ამ თეორიის თანახმად ბოშებმა მიგრირება დაიწყეს ინდოეთიდან ანატოლიაში, ხოლო შემდეგ კი ევროპაში, სადაც დაიყვნენ სამ შტოდ: დომარი, ლომავრები და თვითონ ბოშები. სხვა თეორია იძახის, რომ იყო სამი ცალკეული მიგრაცია რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში.

მოხეტიალე ცხოვრების წესი
8af4f1c8ba9b
ბოშების გარშემო უკვე დიდიხანია ჩამოყალიბდა ბევრი სტერეოტიპი. ვინ არ იცის ფრაზა “ბოშური სული”(რომელიც გამოიყენება თავისუფლების მოყვარულ ადამიანების მიმართ)? ამ სტერეოტიპების თანახმად, ბოშები ერიდებიან სოციალურ ნორმებს, რომ ჰქონდეთ მოხეტიალე ცხოვრების წესი, რომელიც სავსეა ცეკვებით და გართობით. სიმართლე მათ შესახებ ძალიან ბნელია. მრავალი საუკუნეების განმავლობაში ბოშებს იძულებით დევნიდნენ იმ ქვეყნებიდან რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ. მათი ამგვარი იძულებითი განსახლება დღემდე გრძელდება. ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ ბოშების მოხეტიალე ცხოვრების წესის ჭეშმარიტი მიზეზი უბრალოა: გადარჩენა.

ბოშებს თავიანთი ქვეყანა არ აქვთ
91db5fed496e
ბოშები არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობა. ბევრი ქვეყანა უარს ამბობს მათთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ისინი იმ ქვეყანაში დაიბადნენ. ასწლეულების განმავლობაში მათმა დევნამ გამოიწვია ის, რომ ბოშებს უბრალოდ ქვეყანა არ აქვთ. 2000 წელს ბოშები ოფიციალურად გამოაცხადეს უტერიტორიო ერად. მოქალაქეობის არ ქონა ბოშებს ხდის იურიდიულად “უხილავებად”. ისინი არ ემორჩილებიან არც ერთი ქვეყნის კანონს, მათ არ შეუძლიათ განათლების მიღება, არ შეუძლიათ ჯანდაცვის და სხვა სოციალური მომსახურებების მიღება. ამის გარდა ბოშებს არ შეუძლიათ პასპორტის მიღებაც კი რაც მათთვის მოგზაურობას ხდის რთულს ან შეუძლებელს.

ბოშების დევნა
da0abb40356e
დაწყება ღირს იმით, რომ ბოშები ევროპაში იყვნენ დამონებული ადამიანები, განსაკუთრებით კი XIV-XIX საუკუნეებში. მათ ცვლიდნენ და ყიდიდნენ როგორც საქონელს და ისინი ითვლებოდნენ “არაადამიანებად”. 1700-იან წლებში ავსტრო-ვენგრული იმპერიის იმპერატორმა მარია ტერეზიამ მიიღო კანონი, რომელიც ბოშებს უკანონო ადამიანებად აცხადებდა. ანალოგიური კანონები მიიღეს ესპანეთში, ხოლო ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ აკრძალა ბოშების შესვლა თავიანთ ტერიტორიებზე. ნაცისტური რეჟიმიც დევნიდა და ხოცავდა ათი ათასობით ბოშას. ბოშებს დღემდე დევნიან.

არავინ არ იცის ბოშების რაოდენობა
879c4a6b814a
არავინ არ იცის რამდენი ბოშა ცხოვრობს მსოფლიოში. დისკრიმინაციის გამო, რომლის მსხვერპლიც ბოშები ხშირად ხდებიან ისინი საჯაროდ არ რეგისტრირდებიან და არ იდენტიფიცირებენ თავიანთ თავებს როგორც ბოშებს. ამის გარდა პრობლემა არის ისიც, რომ ბოშებს არ აქვთ სოციალური მომსახურებები, რაც ხელს შეუწყობდა მათ დათვლას. The New York Times-ის თანახმად დღეს მსოფლიოში 11 მილიონი ბოშა ცხოვრობს, მაგრამ ეს რიცხვი ძალზედ საკამათოა.

ბოშა(ციგანი) – შეურაცხმყოფელი სიტყვაა
2939f07b6498
ბევრი ადამიანისთვის ტერმინი “ბოშა” ნიშნავს მოხეტიალეს და არ ითვლება რასობრივად შეურაცხმყოფელ სიტყვად, მაგრამ თვითონ “რომა”-ებზე ეს სიტყვა ნეგატიურად მოქმედებს. მაგალითად, ოქსფორდის ლექსიკონის მონაცემების მიხედვით ინგლისური სიტყვა “gypped”(ჩამოყალიბებულია სიტყვა “gypsie”-დან რაც ნიშნავს ბოშას) ნიშნავს სამართლებრივად დასჯად მოქმედებას. რომებს, რომლებსაც ბოშებს ხშირად უწოდებენ, ითვლებოდნენ უიღბლო და ქურდ ადამიანებად, ხოლო ნაცისტური რეჟიმის დროს კი ამ სიტყვას ხშირად კანზე ამოწვავდნენ ხოლმე. როგორც ბევრი სხვა რასობრივი შეურაცხყოფა სიტყვა “ბოშა”(ციგანი) გამოიყენებოდა რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში რომას ერის წარმომადგენლების დასამცირებლად.

მომავალი, იაფად…
e767604f120a
ბოშების შესახებ როგორც ვთქვით ბევრი მითი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი მითის თანახმად ბოშებს აქვთ თავიანთი მაგია, რომელიც თაობიდან თაობას უკვე საუკუნეებია გადაეცემა. მითი დაკავშირებულია ტაროს ბანქოსთან, ბროლის ბურთულებთან და ბევრ სხვა სტერეოტიპებთან. ისტორიას ახსოვს ამ ერის მაგიური ხელოვნება. ამის გარდა არის ბევრი ფილმი, რომლებშიც ნაჩვენებია ბოშების წყევლა. ხელოვნებაშიც არის ბევრი სურათი რომელიც რომას ერს აღწერს როგორც მისტიურ და ჯადოსნურ ერს. ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს მაგია არის გამოგონებული, რადგან ადამიანებმა თითქმის არაფერი არ იციან ბოშების შესახებ.

ფორმალური რელიგიის არ ქონა
a5438fe0939c
ევროპულ ფოლკლორში მტკიცდება, რომ რომას ერმა გააკეთა კრემის ტაძარი. სავარაუდოდ მათ ეს ტაძარი შეჭამეს საშინელი შიმშილის პერიოდში, ამიტომაც დარჩნენ ოფიციალური რელიგიის გარეშე. როგორც წესია, ბოშები არიან იმ რელიგიის მიმდევრები, რომელიც გავრცელებულია იმ ქვეყანაში რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ არსებობს ბევრი ტრადიციული ბოშური რელიგიაც. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ არის რომას ერის რწმენასა და ინდუიზმს შორის არის ბევრი კავშირი.

მორიდებულობა
e1ed966400f6
მართალია ბოშებს ხშირად აქვთ ფართო მასშტაბიანი ქორწილები, მაგრამ ყოველდღიურ სამოსში ბოშები წარმოაჩენენ თავიანთი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს – მორიდებულობას. ბოშური ცეკვები ძალიან ხშირად ასოცირდება ქალის მუცლის ცეკვასთან, მაგრამ ბოშა ქალები არასოდეს არ ასრულებდნენ იმას, რასაც დღეს ჰქვია მუცლის ცეკვა. ამის ნაცვლად ისინი ასრულებენ ტრადიციულ ცეკვებს, რომლებშიც გამოიყენება მხოლოდ მუცელი, მაგრამ არა ბარძაყები, რადგან ბარძაყების მოძრაობა ითვლება მოურიდებლობათ. ამის გარდა ბოშები ატარებენ გრძელ კაბებს, რომლებიც ფარავენ მათ ფეხებს, რადგან შიშველი ფეხების ჩვენებას ითვლება მოურიდბლობათ.

ბოშების უზარმაზარი წვლილი მსოფლიოში კულტურაში
d9f6588f95e1
თავიანთი არსებობის დღიდან ბოშები ძლიერ იყვნენ დაკავშირებულები ცეკვასთან, სიმღერასთან და მსახიობობსთან. მათ შეინარჩუნეს ეს ტრადიცია უკვე საუკუნეების განმავლობაში და გავლენა მოახდინეს მსოფლიო ხელოვნებაზე. ბევრმა ბოშამ ასიმილირება მოახდინა სხვადასხვა კულტურებში და გავლენა მოახდინა მათზე. ძალიან ბევრ ცნობილ მომღერალს, მსახიობს და მხატვარს ჰქონდა ბოშური ფესვები.

მსგავსი ამბები

Back to top button