კულტურაუცნაური

შტატებში ავტობუსების გაჩერებაზე სპეციალურად ბავშვებისთვის გალიები დადგეს

ada73c4725c5

ამერიკის შტატ ტექსასში და ნიუ-მექსიკოში (და არა ტეხასი ან ნიუ-მეხიკო, ეს დამახინჯებული ვერსიებია) ავტობუსების გაჩერებებზე, მოსახლეობამ გალიები დადგა, რომ თავიანთი შვილები დაეცვათ მტაცებელი ცხოველებისგან.
როგორც მოგეხსენებათ ტექსასი და ნიუ-მექსიკო მეტად უდაბური ადგილებია, სადაც დღისით მზე შეუბრალებლად დიდხანს და მკაცრად აცხუნებს, ღამით კი ტემპერატურა ძალიან დაბალია. ამ, სითბო-სიცივე ერთიმეორეს მოქიშპე კლიმატურ ზონაში ცხოველთა სხვადასხვა პოპულაციები გვხვდება.
511a840e8809

ბოლო დროს ამ ორი შტატის მკვიდრნი ძლიერ შეაწუხა მგლების თარეშმა. ხალხს არ შეეძლო ბავშვების სკოლაში უსაფრთხოდ გაშვება, რადგან ბავშვები პირდაპირ ავტობუსების გაჩერებიდან ქრებოდნენ და ხანგრძლვი ძებნის შემდეგ, ყველაზე იღბლიანებს ჩანთის თუ გაახარებდათ.
89515dbb5f5b

დიახ, ამგვარი აპორიული მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა ულტრათანამედროვე ქვეყნის მოსახლენი. ისინი პირველსა და მეორე მსოფლიო და სხვა ლოკალურ ომებს გადაურჩნენ და აი მგლების საჯიჯგნი გახდნენ.
შტატის თვითმართველობამ გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზედაც ავტობუსების გაჩერებებზე დაიდგა გალიები, სადაც ბავშვები შევლენ და ავტობუსის მოსვლას დაელოდებიან ალმამატერისკენ მიმავალი, სწავლამოწყურებული ბავშვები
5bd83d98c029
„ბავშვებს თავს ესხმოდენ მგლების ეს სახეობა. ამის გამო სკოლებში დასწრებიანობის მაჩვენებელი ძალზედ დაბალი იყო, რაც დაუშვებელი იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, უპირველესაც მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე აგვეგო ეს რკინის გისოსებიანი შენობა, რათა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, -განაცხადა შტატის გუბერნატორმა რიკ პერიმ. – ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა მოვახერხოთ მგლების იზოლირებულ ადგილებში გადაყვანა, რადგან ამ ჯიშის შენარჩუნება მოვახერხოთ“.
819400519456
მას შემდეგ, რაც მოხდება მგლების იზოლაცია ადამიანთა საცხოვრებელი ადგილებიდან დაიწყება ამ ნაგებობების დემონტაჟი.

მსგავსი ამბები

Back to top button