ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

გრძელდება 15 000 გაქცეული ნიანგის დაჭერა

ნიანგები გაიქცნენ ფერმიდან სახელწოდებით რაკვენა , რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ფერმერებმა წყალდიდობიდან თავის დასაცავად გააღეს კარები. წყალდიდობა გამოწვეული იყო ახლომდებარე მდინარის ლიმპოპოს ადიდებით

დაჭერილი ნიანგების რიცხვი ნელ-ნელა იზრდება , მაგრამ ნახევარი კიდევ თავისუფალია, ძიება მიმდინარეობს ფერმიდან ოთხივე მიმართულებით

სამაშველო ჯგუფები მთელი შემართებით მუშაობენ, ნიანგების დაჭერა უფრო ადვილია ღამით რადგან მათი თვალები ფანრის ფონზე ძალიან ანათებს. თუმცა დროის დაკარგვა არ ღირს.

ზეინ ლანგვანმა – ფერმის პატრონმა განაცხადა, რომ თუ მოხდება ნიანგის შემჩნევა მოსახლეობა არ ეცადოს მის დაჭერას, აცილებელია გამოცხადებული იქნას სამაშველო ჯგუფი

ამას გარდა, ამ წყალდიდობის გამო დაიღუპა 10 ადამიანი და კიდევ რამოდენიმე ათეული ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

გაქცეული ნიანგების რიცხვი 15 000 შეადგენდა












იხილეთ ვიდეოები :

მსგავსი ამბები

Close
Close