საკითხავისასარგებლო

რატომ არ არის IQ ტესტი ინტელექტის საზომი

უკვე დიდი ხანია რაც აქტიურად გამოიყენება IQ ტესტი ადამიანის ინტელექტის გასაზომად. მისი მხარდამჭერები ადარებენ თავიანთ შედეგებს სხვებისას და ამით უმტკიცებენ უპირატესობას. მაგრამ ეს არ არის სწორი.

IQ ტესტი არ არის ინტელექტის საზომი, ეს არის საზოგადოებაში მიღებული კონცეფცია რომელიც ვერანაირად იქნება ადამიანის ჭკუის სამართლიანი საზომი, რადგან ყველა ადამიანი ჭკვიანია , ოღონდ რაიმე კონკრეტული მიმართულებით. არ არსებობს ადამიანი რომელიც ყველა სფეროში სხვაზე ჭკვიანია.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია: ადამიანი რომლის IQ არის 200 შევიყვანოთ ოთახში. ვთქვათ მან არ იცის პიანინოზე დაკვრა, შეიძლება ველოდეთ მისგან , რომ ნოტებზე ერთი შეხედვით ბეთჰოვენის მთვარის სონატას დაუკრავს? მე ვფიქრობ არა. თქვენი აზრით ვინ უფრო სწრაფად ისწავლის პიანინოზე დაკვრას ის რომლის IQ 200-ია, თუ ის რომლის IQ 100-ია? უმრავლესობა პირველს აირჩევს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. შეიძლება 100 IQ-ს მქონე ადამიანი 10 სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდეს და ბავშვობიდან ტალანტად მიიჩნეოდეს მუსიკაში, მაგრამ მათემატიკის ან ისტორიის არაფერი გაეგებოდეს და ამიტო მიიღოს დაბალი ქულა IQ ტესტში.

ავიღოთ სხვა შემთხვევა: ადამიანს , რომლის IQ არის 200, მივცეთ ხელში ფუნჯი და საღებავები, თქვენი აზრით პირველივე ცდაზე მოახერხებს ის კარგი ნახატის შექმნას? სავარაუდოდ ვერა. მაშინ როცა მხატვარს შეიძლება გაცილებით დაბალი IQ ქონდეს. ესეიგი გამოდის რომ IQ-ს ლიდერები ბევრ რამეში სხვებზე სუსტები არიან.

შეიძლება ინტელექტი და კრეატიულობა ერთი და იგივე არ იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივე ადამიანის ჭკუის მაჩვენებელია. კრეატიულობის მთავრი მტერი სკოლაა, სადაც მოსწავლეების კრეატიულობა ფაქტიურად იკარგება, განსაკუთრებით მათი ვინც კარგად სწავლობენ. IQ კოეფიციენტის გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება მეცადინეობით, მაგრამ კრეატიულები ან ვართ ან არ ვართ.

მაგალითად აინშტაინი ვერასოდეს იმახსოვრებდა თავის ტელეფონის ნომერს, მისამართს, და კიდევ ბევრ სხვა რამეს , მაგრამ მან შექმნა ფარდობითობის თეორია და დღეს ის როგორც გენიოსი ისეა ცნობილი. ასე რომ საბოლოო ჯამში IQ ტესტი არ წყვეტს რამდენად ინტელექტუალები და ჭკვიანები ვართ, მთავარია ჩვენი ძლიერი მხარე ვიპოვოთ და სწორად განვვითარდეთ.

loading...
თეგები
Close
Close