გასართობისაკითხავისასარგებლო

დაათვალიერეთ საოცრებები

ამ პოსტში წარმოგიდგენთ რამოდენიმე საოცარ ადგილს, ისეთი როგორიცაა პალაუ,ბელიზი,გალაპაგოსის კუნძულები…

პალაუ – კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, ფილიპინის ზღვაში. მდებარეობს ფილიპინებიდან აღმოსავლეთით 800 კილომეტრის დაშორებით და ინდონეზიიდან ჩრდილოეთით. შედგება 328 კუნძულისაგან. საერთო ფართობია 458 კმ².



 

ბელიზი

ბელიზი (ინგლ. Belize) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, ძველად ცნობილი, როგორც ბრიტანული ჰონდურასი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მექსიკა, დასავლეთიდან — გვატემალა.

 




 

 

დიდი ბარიერული რიფი — წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანისდასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე,მარჯნის ზღვაში. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში



 

 

გალაპაგოსის კუნძულები (ესპ. Islas Galápagos) — კუნძულთა არქიპელაგიწყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით, სანაპიროდან 965 კმ-ის დაშორებით. 1832 წლის 12 თებერვლიდან, კუნძულები ეკუთვნისეკვადორს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ მათი ანექსია მოახდინა.

1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები აღმოაჩინა პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ. კუნძულები რუკაზე პირველად 1570 წელს გამოჩნდა, როცა ისინი მერკატორმა თავის ატლასზე მონიშნა. მას შემდეგ არაერთი ექსპედიციაეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა“. სწორედ ჩარლზ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი. 1956 წელს, ექსპედიციამ თურ ჰეიერდალის მეთაურობით, დაამტკიცა, რომ მათ ვიზიტამდე ბევრად ადრე, ინდიელები კარგად იცნობდნენ კუნძულებს.



 

 

ბაიკალი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე. მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. მდებარეობს ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე, ქედებით გარშემორტყმულ ღრმა ტექტონიკურ ქვაბულში, რომელიც წარმოიქმნა და წყლით ამოივსო პალეოგენის ბოლოსა და ქვედა ნეოგენში. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი — 1 მაისი) ბაიკალი იყინება. ტბა და ირგვლივ მდებარე სანაპირო გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის უნიკალური მრავალფეროვნებით, რომელთაგან უმეტესობა ენდემურია. 1956 წლიდან ტბა გახდა ირკუტსკის წყალსაცავისნაწილი. ადგილობრივები და საერთოდ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიკალს „ზღვას“ უწოდებს.

 



 

 

წითელი ზღვა  მდებარეობს ინდოეთის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვაარაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის. სუეცის არხით უკავშირდება ხმელთაშუა ზღვას, ბაბ-ელ–მანდების სრუტით -ადენის ყურესა და არაბეთის ზღვას. ფართობი შეადგენს 438,000 კმ²-ს. სიგრძეში დაახლოებით 2250 კმ-ია, ხოლო სიგანეში 355 კმ. მისი მაქსიმალუირი სიღრმეა 2211 მეტრი, ხოლო საშუალო – 490 მეტრი.


 

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close