მდიდრული სასტუმრო „Petit“
მდიდრული და საოცრად ლამაზი სასტმრო „Petit“ (კოტეჯის სტილში) მდებარეობს კარიბის ზღვაზე წმინდა ვინსენტის (St. Vincent) კუნძულიდან 40 მილის დაშორებით . აქ ყველაფერია იმისათვის , რომ ადამიანმა სრულყოფილად დაისვენოს: სუფთა ზღვის წყალი, თოვლივით-თეთრი (სამკურნალო) ქვიშა და მყუდრო ბუნგალო. სამკურნალო თეთრი ქვიშა ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა დამსვენებლებს შორის; გარდა ამ ადგილის სილამაზისა, წმინდა ვინსენტის კუნძულზე თეთრი ქვიშის სანაპიროები საქვეყნოდ განთქმულია სამკურნალო გამაჯანსაღებელი თვისებებით. სწორედ ამიტომ, წარმატებულმა ფირმებმა გადაწვიტეს ამ ტერიტორიაზე (St. Vincent) თანამედროვე კომფორტული სასტუმროს (კოტეჯების სახით) აშენება.
სასტუმრო „Petit“ დიდი მოწონებით სარგებლობს უცხოელ დამსვენებლებს შორის; იგი დაპროექტებულია კომპანია „Volfs & Croom”-ის არქიტექორის პოლ ბოვალის მიერ (Paul Boval). სასტუმრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ზაფხულის სეზონზე, წმინდა ვინსენტის კუნძულზე ჩამოდიან უამრავი დამსვენებლები, უმეტესად ოჯახებით; და რაც მთავარია, სასტუმროში მომსახურების დონე ამაღლებულია.
სასტუმრო , რომელიც მოიცავს 22 კეთილმოწყობილ კოტეჯს , იდეალურია ოჯახებისათვის და რომანტიკული დასვენებისათვის. თითოეულ კოტეჯში არის მისაღები, ერთი ან ორი საძინებელი, ლამაზად მოპირკეთებული სველი წერტილები : აბაზანა, ჯაკუზი, სამზარეულო , სასტუმრო ოთახი …
უახლესი დიზაინით და ტექნოლოგიებით აშენებული „Petit“ სასტუმროს ღირებულება დამოკიდებულია სეზონზე და მერყეობს $1,050 დოლარიდან $1,850 დოლარამდე ერთი ღამით.