გართობაუცნაური

წარუმატებელი წინასწარმეტყველებები #2

რამდენიმე მორიგი წინასწარმეტყველება-ვარაუდი, რომელიც ავტორთა სამწუხაროდ, არ ახდა :mamao:

წინა ნაწილის სანახავად დამაჭირე ნაზად :yes:

მაშ ასე:

  • მართალია, თეორიულად და ტექნიკურად შესაძლებელია ტელევიზია შეიქმნას, მაგრამ მიმაჩნია, რომ კომერციულად და ფინანსურად განუხორციელებელი ოცნებაა, რომელზე ფიქრშიც დროს ტყუილად ვკარგავთ.
    ლი დეფორესტი, ამერიკელი რადიოინჟინერი. 1926 წელი
  • საკითხში გაცნობიერებულ ხალხს კარგად მოეხსენება, რომ შეუძლებელია ხმა გადაიცეს მავთულების საშუალებით. და გინდაც შესაძლებელი იყოს, პრაქტიკული ღირებულება არ ექნება.
    გაზეთი “The Boston Post”. 1865 წელი
  • მუცლის ღრუ, მკერდი და ტვინი ყოველთვის მიუწვდომელი ადგილები იქნება ქირურგებისთვის და მათზე ოპერაციები არ განხორციელდება.
    სერ ჯონ ერიკ ერიქსონი, ქირურგი. 1873 წელი
  • u7yav

  • შენი სიგარები ვერასდროს გახდება პოპულარული.
    სიგარების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის თავმჯდომარე ფ.გ. ალტონი ჯონ ფლეიერთან საუბრისას. 1870 წელი
  • აინშტაინის ე.წ. თეორიები უბრალოდ ბოდვაა იმ ადამიანისა, რომელსაც გონება დაბინძურებული აქვს ლიბერალურ-დემოკრატიული სისულელეებით, ამიტომ ის სრულიად მიუღებელია გერმანული მეცნიერებისთვის.
    დოქტორი ვოლტერ გროსი. 1940 წელი
  • გათხრა ნავთობისთვის? გავთხაროთ მიწა იმისთვის, რომ იქ ნავთობი ვეძებოთ? თქვენ გიჟი ხართ!
    მუშები ედვინ დრეიკთან საუბრისას, რომელთაც ამ უკანასკნელმა თავისი პროექტი წარუდგინა 1859 წელს
  • ეს ვირუსი ვერაფერს დაგვაკლებს.
    დოქტორი პიტერ დუსბერგი, ბერკლის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორი შიდსის ვირუსის შესახებ. 1988 წელი
  • ab8qo

  • ჩემი თეორიები არავის რელიგიურ გრძნობებს არ შელახავს, რადგან ამის მიზეზს უბრალოდ ვერ ვხედავ.
    ჩარლზ დარვინი, წიგნი “სახეობათა წარმოშობა”. 1859 წელი
  • 640 კბ-იანი მეხსიერება ნებისმიერს ეყოფა.
    ბილ გეიტსი. 1981 წელი
  • ლუის პასტორის თეორია მიკრობებზე უბრალოდ სასაცილოა.
    პიერ პაჩეტი, ტულუზას ფიზიოლოგიის პროფესორი. 1872 წელი
  • თვითმფრინავები საინტერესო სათამაშოებია, მაგრამ სამხედრო ღირებულება არ გააჩნიათ.
    ფერდინანდ ფოში, სტრატეგიის პროფესორი. XIX საუკუნე
  • myku9

  • კარგი მაგრამ.. რაში შეიძლება ეს ოდესმე გამოგვადგეს?
    რობერტ ლოიდი, IBM-ის აღმასრულებელი მიკროპროცესორის შესახებ საუბრისას. 1968 წელი
  • რამდენიმე წელიწადში ავტომობილებს დასაკეცი ფრთები ექნებათ, რომელთა გაშლისას მანქანა გაფრინდება.
    ედი რიკენბეიკერი, გაზეთი “Popular Science”. 1924 წლის ივლისი
  • რისი გამოგონებაც შეიძლებოდა, უკვე გამოვიგონეთ.
    ჩარლზ დუელი, საგანგებო რწმუნებული აშშ-ს პატენტების სამსახურში. 1899 წელი
  • დემოკრატია 1950 წლიდან არსებობას შეწყვეტს.
    ჯონ ლენგდონ დევისი, წიგნი “A Short History of the Future”. 1936 წელი
  • 40oly

  • წლების შემდეგ, ოღონდ არა ჩემს სიცოცხლეში, ქალებიც გახდებიან პრემიერ-მინისტრები.
    მარგარეტ ტეტჩერი, მომავალი პრემიერ-მინისტრი. 1969 წლის 26 ოქტომბერი
  • მომავალში კომპიუტერები წონით 1.5 ტონამდე ავლენ.
    ამერიკული გაზეთი “Popular Mechanics”. 1949 წელი
  • ამერიკელებს მაცივრების წარმოება კარგად ეხერხებათ, მაგრამ ავიაციაში არაფერი გამოუვათ. ისინი უბრალოდ ცრუობენ.
    ჰერმან გერინგი, 1942 წელი
  • ავტომობილმა თავისი განვითარების პიკს მიაღწია და მისი გაუმჯობესება ან განვითარება ნაკლებ მოსალოდნელია.
    გაზეთი “Scientific American”. 1909 წლის იანვარი
  • nm2go

  • რეიგანს პრეზიდენტის შესახედაობა არ აქვს.
    მსახიობების ერთიანი ორგანიზაცია, რომელმაც უარყო რეიგანის კანდიდატურა პრეზიდენტის როლზე 1964 წლის ფილმისთვის “The Best Man”
  • ზი ენდ :mamao:

    მსგავსი ამბები

    Back to top button