არქივი

“ქარვის ოთახი”

0c56965b3dcf
“ქარვის ოთახი”(Amber Room,Янтарная комната) წარმოადგენდა პრუსიის მეფის კაბინეტს,შემდეგ კი გადაეცა რუსეთის იმპერატორ პეტრ პირველს.”ქარვის ოთახი” მრავალი ეპითეტით შეამკეს-ზოგიერთი მას მსოფლიოს მერვე საოცრებასაც უწოდებდა და არ ცდებოდნენ,რადგან ეს მართლაც საოცრება იყო.
1701 წელს პრუსიის იმპერატორი ხდება ფრიდრიხ პირველი.ფრიდრიხი ყოველთვის მოხიბლული იყო ვერსალის სასახლის სილამაზით და გადაწყვიტა მისი კაბინეტიც მდიდრულად მოეწყო.გადაწყდა რომ კაბინეტის გასაფორმებლად გამოეყენებინათ ძვირფასი ქვა – ქარვა.ამის პრაქტიკა არსებობდა,ბერლინის ერთ-ერთი სასახლის კაბინეტი სწორედ ქარვით იყო მოწყობილი.
ფრიდრიხ პირველი

f8eebd4c89bd

ოთახის ქარვით გაფორმება დაევალა დანიის სამეფო კარის მხატვარს და არქიტექტორს გუსტავ ვოლფრამს.ჩანაფიქრი გრანდიოზული და ზღაპრული იყო.მუშაობის დროს ფინანსურ პრობლემებს წააწყდნენ და ამიტომ სამუსაო საკმაოდ გაჭიანურდა.
1709 წელს სამუშაო დიდი ნაწილი დასრულებული იყო,მაგრამ კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი,მაგრამ 1713 წელს ფრიდრიხი გარდაიცვალა.ტახტზე ავიდა მისი შვილი ფრიდრიხ ვილჰელმ პირველი,რომელმაც “ქარვის ოთახის” სამუშაოები,რომელიც დასასრულს უახლოვდებოდა შეაჩერა.
1716 წელს ბერლინის მახლობლად გაბელბერგეში ერთმანეთს შეხვდნენ ფრიდრიხ ვილჰელმი და რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი.ამ ორმა მმართველმა საერთო ენა ადვილად გამონახა და დიპლომატიური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს;პეტრე პირველს გადასცეს “ქარვის ოთახი”(ალბათ იფიქრებთ ოთახი როგორ გადასცაო,საქმე იმაშია,რომ “ქარვის ოთახი” გულისხმობდა ქარვის პანოს,სქელ ფირფიტებს რომლითაც შეიძლებოდა ოთახის გაფორმება და ის ზღაპრულ იერს ღებულობდა),ხოლო პრუსიის მეფემ საჩუქრად მიიღო 55 ნარჩევი რუსი გრენადერი(სამხედრო),რომელთა სიმაღლე 2 მეტრზე ნაკლები არ იყო.იმ დროის შემდეგ კი “ქარვის ოთახი” იქცა რუსეთ-გერმანიის კეთილმეზობლური ურთიერთობის სიმბოლოდ.
პეტრე პირველი

399e6bd5dbd8

ეს სილამაზე პეტერბურგში ჩაიტანეს.იმ დროს რუსეთში არ იყენებდნენ ქარვას ამიტომ ამ სილამაზემ დიდი “გაქანება” ვერ ჰპოვა და ის რამდენიმე ათეული წლის მანძილზე იმპერატორის “ზაფხულის სასახლეში” ინახებოდა”.
1743 წელს რუსეთის იმპერატორი ხდება ელისაბედ პირველი,რომელსაც მოუვიდა იდეა,რომ ქარვა გამოეყენებინა და როგორც იქნა ამ სილამაზემ დღის სინათლე იხილა და დედოფლის “ზამთრის სასახლის ერთ-ერთი ოთახი გააფორმეს.
“ზაფხულის სასახლე”

dcf27eec3852

ელისაბედ პირველი

37e84bb1d77f

“ზამთრის სასახლე”

238033fdebe0

ყოველივე ამან დიდი მოწონება დაიმსახურა და ეს კაბინეტი 1746 წლიდან ოფიცილაური მიღებებისა და აუდიენციების გასამართ ადგილად იქცა და მრავალი ადამიანი განაცვიფრა “ქარვის ოთახის” სილამაზემ.
მაგრამ გარკვეულ რესტავრაციას საჭიროებდა ეს სილამაზე,ამიტომაც ელისაბედის დაიწყო მისი რესტავრირება და 1770 წელს გადაწყდა მისი გადატანა “ეკატერინეს სასახლეში”(სანკტ პეტერბურგი),სადაც ის უკვე დასრულებულ სახეს იღებს და იქმნება “ქარვის ოთახის” ახალი და საკმაოდ შთამბეჭდავი სახე,რომელიც უფრო დიდი და ფანტასტიური სილამაზის ეტალონი გახდა.
“ეკატერინეს სასახლე”

950247a57a92

ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმე რესტავრაცია ჩატარდა და მორიგი რესტავრაცია თარიღდებოდა 1941 წლის ზაფხულით.მაგრამ ვინ იფიქრებდა,რომ ეს იქნებოდა საბედისწერო პერიოდი “ქარვის ოთახისათვის” და ხელოვნების შედევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდა.

1941 წელს მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომი,გერმანელებმა საბჭოთა საზღვარი გადაკვეთეს და იპყრობენ ტერიტორიებს-მათი მთავარი სამიზნე მოსკოვი,კიევი და პეტერბურგია.პეტერბურგს დიდი ბრძოლის შემდეგ იკავებენ ფაშისტები.
სანამ გერმანელები შევიდოდნენ პეტერბურგში გადაწყდა საგანძურის ევაკუაცია,მათი დიდი ნაწილი გადაიტანეს სხვა ქალაქებში,მაგრამ “ქარვის ოთახის” წაღება ვერ მოხერხდა.გერმანელებმა პეტერბურგში შეაღწიეს და 1941 წლის 17 სექტემბერს ვერმახტის ერთ-ერთმა დივიზიამ მიადგა “ქარვის ოთახის” სამყოფელს,36 საათში პირწმინდად “გაწმინდეს” ეს სიმდიდრე,ჩაალაგეს 22 ყუთში და რკინიგზის საშუალებით ფსკოვის და რიგის გავლით ჩაიტანეს კენიგსბერგში(ახლანდელი კალინინგრადი,რომელიც რუსეთის მიერ დაპყრობილ და მითვისებულ იქნა შემდგომ წლებში).მიიტანეს კენიგსბერგის სამეფო სასახლეში,მაგრამ რეიხის მარალჩინოსანთა დავალებით შეინახეს იმ სახით რა სახითაც ჩავიდა იქ.რეიხის მაღალჩინოსნები მიიჩნევდნენ,რომ ეს სიმდიდრე გამოადგებოდათ მოლაპარაკებაში,პრაქტიკულად მათ გაიტაცეს “ქარვის ოთახი”.
მაგრამ გერმანელთა დაპყრობები დიდხანს არარ გაგრძელებულა და 1944 წლიდან დაიწყო გერმანელთა უკუსვლა.
1945 წელს კენიგსბერგს საბჭოთა წითელი არმია უახლოვდებოდა.მარტინ ბორმანმა(ფაშისტურ გერმანიაში ითვლებოდა მეორე პიროვნებად ჰიტლერის შემდეგ) გასცა დირექტივა რათა “ქარვის ოთახი” როგორმე შეენარჩუნებინათ.1945 წლის 5 აპილამდე სიმდიდრე კენიგსბერგის სასახლეში იყო.ამ დროს ქალაქი იბომბებოდა ინგლისურ-ამერიკული ავიაციის მიერ და ასევე წითელი არმიაც ახლოს იმყოფებობოდა.9 აპრილისათვის საბჭოთა არმიამ დაიკავა კენიგსბერგი,მაგრამ “ქარვის ოთახი” კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა,ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო.
მარტინ ბორმანი

be9d5b7b74c3

ამ პერიოდში კენიგსბერგის სიახლოვეს რამდენიმე გერმანული ხომალდი იმყოფებოდა და გამოითქვა ეჭვი,რომ შეიძლებოდა ამ ხომალდებს მოეხდინათ ამ სიმდიდრის წაღება.მაგრამ ეს ვერ დაადასტურეს.
საბჭოთა ხელისუფლება სპეცილაურ კომისიებს ქმნიდა “ქარვის ოთახის” მოსაძებნად,მაგრამ, ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა და ვერსად იპოვეს ეს სიმდიდრე.გამოითქვა ეჭვი,რომ შეიძლება დაბომბვების დროს დაიწვა ეს სიმდიდრე,მაგრამ ესეც არ დადასტურა.მრავალი ვერსია გავრცელდა,მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა-საგანძური რომელსაც მსოფლიოს მერვე საოცრება უწოდეს “მიწამ ჩაყლაპა”…

1979 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება “ქარვის ოთახის” აღდგენასთან დაკავშირებით,მაგრამ ეს საკმაოდ რთული სამუშაო იყო,რადგან ორიგინალის შექმნის მეთოდების,სტილის,კონსტრუქციის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობდა.ამ საქმეში დიდი დახმარება გასწია იმ ფოტოებმა რომელიც სხვადასხვა დროს გადაიღეს “ქარვის ოთახში”.1981 წელს შეიქმნა “ქარვის სეხელოსნო”,რომელმაც დიდი სამუშაო ჩაატარა და შედეგიც მიიღეს.შექმნეს “ქარვის ოთახის” ახალი სახე,რომელიც ორიგინალის იდენტური იყო(თუ არ ჩავთვლით ცალკეულ დეტალებს).
დღეს “ქარვის ოთახი” სანკტ პეტერბურგში,სამეფო სოფელში მდებარე “ეკატერინეს სასახლეშია” განთავსებული.
რაც შეეხება ორიგინალს ის ისევ დაკარგულია და მისი პოვნის იმედი ძაან მცირეა,მაგრამ ძებნა ისევ გრძელდება…
ორიგინალს ასლი ვერ შეცვლის,მაგრამ სულ არარაობას ასლის არსებობა სჯობს…

მართალია ამ პოსტში სიტყვიერად ვერ ავღწერე “ქარვისოთახის” სილამაზე,რადგან ეს შეუძლებელია ფუჭი სიტყვებით.იხილეთ ფოტოები და დარწმუნდით რომ მართლაც მსოფლიოს მერვე საოცრებაა…

95ee0f86fa8e

df9f9a06d833

21e309855376

158907b7e9ad

ab3f315d277e

17638259096f

65e5fa81688d

7da033c10bb3

932202ab4521

91d39988d1bc

224c1424af1d

3c7e29ace9fb

215c0a06b311

როგორც ვთქვი “ქარვის ოთახი” შეიქმნა ქარვისაგან.ეს ძვირფასი ქვა ასე გამოიყურება.

e7f383302b9b

369fb50d75d5

78b0ddd1c9d6

პოსტი მომზადებულია ჩემს მიერ,ყველანაირი კოპირების და მაქინაციების გარეშე. :)
Don Mindia

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button