საკითხავისასარგებლო

დანაშაული და სასჯელი

დანაშაული და სასჯელი – თემა რომელზეც არაერთმა მწერლიმა ისაუბრა.

მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რამოდენიმე ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ მაგალითზე.
დავიწყოთ უძველესი დროიდან, რომელსაც კარგად აღწერს ჯემალ ქარჩხაძე პრეისტორიულ მოთხრობში “იგი”, სადაც აღწერილია პითეკანტროპი, რომელიც განვითარების მცდელობის გამო დასაჯეს.

შემდგომი პერიოდი რომელზეც ლიტერატურა ფართო ცნობებს გვაწვდის ეს არის ანტიკური ეპოქა და შუა საუკუნეები, როდესაც აქტუალური იყო ადამიანის სადისტური მეთოდებით დასჯა.

ანტიკურ ეპოქაში ყველაზე ცნობილი პიროვნება რომელიც სასტიკად (ჯვარცმით) დასაჯეს ეს იყო იესო ქრისტე, ასევე პეტრე მოციქული, ანდრია მოციქული და სპარტაკის 6000 თანამებრძოლი.

შემდეგ მოდის შუა საუკუნეები, როდესაც მიუხედავად ადამიანის განვითარებისა, დასჯის მეთოდები ანტიკურ ეპოქაზე უარესი იყო. ხალხი იგონებდა წამების უსაშინლეს მეთოდებს რათა კონკრეტული პიროვნება საშინელი ტანჯვით მოეკლათ, და ვინც ამ ტანჯვას (იშვიათ შემთხვევებში) გადაურჩებოდა,  მას მიღებული შოკისგან სრული აშლილობა ემართებოდა.

საქართველო ამ მხრივ დიდი სისატიკით არ გამოირჩეოდა, მაგრამ აღსანიშნავია ის რომ ბევრი ქართველი რომელმაც ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სწორედ რომ საშინელი ტანჯვით დაიღუპნენ, ოღონდ მტრის ხელით.

დანაშაულისა და სასჯელის პრობლემა შემდგომ პერიოდშიც არანაკლებ მწვავე იყო.

თუნდაც ის, რომ სიკვდილით დასჯა ბევრ ქვეყანაში 19-ე  საუკუნემდე არსებობდა, და რამოდენიმე ქვეყანაში დღესაც არანაკლები აქტიურობით გამოიყენება.

ეს იყო სასჯელი, მაგრამ რა იყო დანაშაული?

ხშირად,  განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, ადამიანს ბრალს სდებდნენ კუდიანობაში, კაციჭამიობაში, რაც ხაზს უვამს ამ დროში ბრალდებათა უსაფუძვლობას.

ლიტერატურიდან, ამ აზრს სტენდალი, დოსტოევსკი, ჰაგარდი და სხვანი საკუთარი შემოქმედებებით  ამყარებენ.

მაგალითისთვის, ჰენრი რაიდერ ჰაგარდი “მონტესუმას ასულში” ერთგან მოკლედ მოგვითხრობს ერთი მონაზონის სიკვდილით დასჯის ამბავს, რომელსაც ერთი არამზადა (როგორც მას ავტორი უწოდებს) შეუყვარდება, ამის გამო მონასტრის წესებს დაარღვევს – ჯერ მასთან ერთად გაიქცევა შემდგომ კი შვილს გააჩენს. ქალი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ როგორ? მონასტრის სარდაფში, კედელში ცოცხლად დამარხეს (ნიშაში ჩააშენეს), ეს რათქმაუნდა დანაშაულია მაგრამ არა ისე მძიმე როგორიც ათობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაა, რაც ქალის შემაცდენელმა ჩაიდინა.

ამ თემაზე კარგი მაგალითია სტენდალის “წითელი და შავი”, რომელშიც რომანის მთავარ გმირს უშედეგო მკვლელობის ცდისთვის გილიოტინაზე თავი მოქკვეთეს.

ამაზე  არაერთ ქართველს უწერია, თუნდაც ილიას (სარჩობელაზედ, გლახის ნაამბობი), და ამ პრობლემის გამო (დანაშაული და სასჯელი) არაერთი ქართველი დაღუპულა (დიმიტრი ყიფიანი, ალექსანდრე ყაზბეგი…)

დროება იხვეწება მაგრამ  ხალხის გული მაინც არ ლბება. დღესაც, არაერთი  ადამიანი კვდება საშინელი, ყოველგვარ რელიგიას მოკლებული სასჯელით, ჩვენს თვალწინ თუ ფარულად.

დაბოლოს, “ბოროტებას  არასოდეს მოაქვს სიკეთე, ბოროტება მხოლოდ ბოროტებას შობს და , საბოლოოდ ის თავს დაატყდება იმას, ვინც მას სჩადის, იქნება ეს ერთი პიროვნება თუ მთელი ხალხი.”

loading...
თეგები

scientist

თუ დროულად უარყოფ, უხვადაც მიომკი. უსაქმურობა ყველა ბოროტების საწყისია

მსგავსი ამბები

Close
Close