ელვის ულამაზესი პეიზაჟები
ელვა ერთი შეხედვით ნამდვილად განმაცვიფრებელი სანახაობაა.მეცნიერები კი ცდილობენ შეაგროვონ სხვადასხვა ფაქტების შესახებ ცნობები.
ელვებს ყოფენ რამოდენიმე ტიპად იმის მიხედვით თუ როგორი ელექტრო სიმძლავრისაა, რა ტემპერატურა აქვს და ა.შ. ელვას ასევე ქმნიან ხელოვნურად ლაბორატორიებში და აკვირდებიან მის ქმედებას. თუმცა რაიმეს წინასწარ განსაზღვრა ჯერ კიდევ შეუძლებელია.
ყოველ წელს დედამიწა განიცდია 28 მილიონი ელვის დაცემას. ასეთი შტორმების რაოდენობა წელიწადში 100,000-ზე მეტია
საინტერესოა, რომ ანტიკურ საბერძნეთში სჯეროდათ რომ როცა ელვა ზღვაში ჩავარდებოდა ახალი მარგალიტი ჩნდებოდა, მაგრამ ეს ფაქტი არ დადასტურდა;
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხეები ზოგჯერ შეიძლება დაიწვან ელვისგან – მაგრამ ელექტრო მუხტები ხეების სველი ზედაპირის საშუალებით პირდაპირ მიწაში ჩადიან; ელვის ქვიშიან ზედაპირზე დაცემისას წარმოიქმნება შუშა. შტორმის შემდეგ შუშის ნაწილაკების ქვიშაში პოვნა ადვილად შესაძლებელია…
თუ სველი ტანსაცმელი გაცვიათ ელვისას ნაკლებად საშიშია და სხეულის დაზიანებაც მცირედია.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ელვა ეცემა Empire State Building-ს ნიუ-იორკში დაახლოებით 23-ჯერ წლის განმავლობაში, ელვა ასევე შემჩნეულია ვენერაზე, იუპიტერზე და ურანზე.
სეისმოლოგის განცხადებით, ვულკანური ელვის სამი სახეობა არსებობს. დიდი „ბუნებრივი ფეიერვერკი“ ზოგჯერ თან ახლავს ამოფრქვევებს. არის საშუალოც, რომელიც ამოფრქვევის შემდეგ ვულკანის კრატერიდან ამოიზრდება და 3 კმ-მდე აღწევს და პატარა ელვა, რომელიც შეიძლება 1 მეტრს ვერ გაცდეს, სიცოცხლე კი რამდენიმე მილიწამს შეადგენს.
ელვის ყველა სახეობა, გამორჩეულად კი ვულკანური ელვა, მეცნიერებისთვის დღემდე ამოუხსნელი საგანი და ინტერესის სფეროა. გამომდინარე იქიდან, რომ არავის შეუძლია ახლოს მივიდეს და იქიდან დააკვირდეს მოვლენებს, გაურკვეველია, როგორ ფორმირდებიან. დღემდე მიმდინარეობს კვლევები ცნობილ და წამყვან სეისმოლოგიურ ცენტრებში ;
აი, საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლეს : არასდროს ვისაუბროთ ტელეფონით შტორმისა და ქუხილისას, არა მხოლოდ მობილური ტელეფონებია საშიში, არამედ სახლის ტელეფონებიც- დაახლოებით 1% უბედური შემთხვევებისა სახლის ტელეფონზე საუბრისას ხდება.